Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საპატრიარქოს საბავშვო ბაღიდან გათავისუფლებულ თანამშრომელს საბუთები დაუმალეს

თარიღი : 23-07-2017, 23:14 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ზესტაფონში მცხოვრები ნანა ბაღდავაძე საპატიარქოს დაქვემდებარებაში არსებულ ერთ-ერთ საბავშვო ბაღში დამლაგებლად მუშაობდა. სამსახურიდან წელიწადნახევრის წინ გაათავისუფლე. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ქალბატონმა გათავისუფლების ფაქტის სასამართლოში გასაჩივრება სცადა, თუმცა უკვე ყოფილი სამსახურიდან მისი ვერც დანიშვნის და ვერც გათავისუფლებების ბრძანებები მიიღო.

"სპეციალობით გერმანული ენის პედაგოგი ვარ, თუმცა სპეციალობით რომ ვერ ვიმუშავე, ბაღში დამლაგებლად გადავედი. ერთ დღეს, როდესაც სამსახურში მივედი, ბაღის მმართველის დროებით მოვალეობის შემსრულებელმა დამიბარა და მითხრა, რომ სამსახურიდან გათავისუფლებული ვიყავი, ჩემი შემცვლელი უკვე მოძებნილი იყო და ჩემი საქმე მისთვის უნდა გადამებარებინა. დავიბენი, არ ვიცოდი რა მექნა. მეთქი რა უნდა გადავაბარო, ცოცხი და ტილო-თქო? არ ვიცი რატომ გამათავისუფლეს, როცა არც სიტყვიერი და არც წერილობითი გაფრთხილება მიღებული არ მქონია," - ამბობს ნანა ბაღდავაძე.

გათავისუფლებული ქალბატონის თქმით, გათავისუფლების ბრძანების მისაღებად ყოფილ სამსახურს არაერთხელ მიაკითხა, თუმცა უშედეგოდ.

"საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ მითხრა, გათავისუფლების ბრძანება რომ მოგცე, წახვალ და იჩივლებ, ამიტომ, ხომ არ გაჩივლებინებო? უსამართლოდ გამათავისუფლეს და არ უნდა ვიჩივლო?," - ამბობს ნანა ბაღდავაძე.

რატომ ვერ მოხერხდა ყოფილი თანამშრომლისთვის დოკუმენტაციის ჩაბარება, -აღნიშნულ კითხვაზე ახალი ამბების სააგენტო topnews.com.ge-მ პასუხის მიღება ვერ შეძლო, რადგან კითხვის ადრესატი, საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა ჩვენს ზარებს არ პასუხობდა.


ნანახია: 1945-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსათის რწმუნებული ბონდო ჭელიძე ერთ-ერთია იმ სამ რწმუნებულს შორის, რომლებიც ბაღდათის გამგებლის
ცნობილი გახდა, რომ გათავისუფლებული ერთ-ერთი დირექტორის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია. ამის შესახებ ინფორმაციას დავით ბახტაძე
ქუთაისის საბავშვო ბაგა-ბაღების თანამშრომლების ნაწილს სამსახურს ატოვებინებენ. როგორც ირკვევა, ბაღებში დასაქმებულებს სამსახურიდან
გათავისუფლებული პედაგოგის უფლებადამცველი ლევან ჭელიძე ამბობს, რომ საქმე უკვე განიხილა პირველი ინსტანციის სასამართლომ, თუმცა ცემის
ქუთაისის მერიის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ყოფილი თანამშრომელი ირაკლი კიკვაძე გაერთიანების მმართველს კობა ფხაკაძესა და

ამინდი