Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერია ქუთაისელებს მრავალფეროვან 'ზაფხულის საღამოებს' ჰპირდება

თარიღი : 21-07-2017, 23:33 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
„წელს, შარშანდელისგან განსხვევებით, ქუთაისში „ზაფხულის საღამოები“ უფრო მრავალფეროვანი იქნება," - განცხადებას ამის შესახებ მერიის კულტურის სამსახურის უფროსის მოადგილე მაია მურუსიძე აკეთებს. მურუსიძის თქმით, მათთვის, ვინც ქალაქიდან გასვლას ვერ ახერხებს, მერიის კულტურის სამსახური სხვადასხვა ღონისძიებას აწყობს.

"ზაფხულის საღამოების" ფარგლებში, 25 ივლისს ცენტრალურ ბაღში დაგეგმილია კლასიკური მუსიკის საღამო, რომელზეც ქუთაისის კამერული კვარტეტი დაუკრავს.

27-31 ივლისის ჩათვლით, კინოს კინოს მოყვარულთათვის გაიმართება აზიური კინოს კვირეული.

3 აგვისტოს ქალაქის რეაბილიტირებულ უბანში ქუთაისელთა განწყობაზე „ოჩოს ქოხი“ იზრუნებს.

13 აგვისტოს მოეწყობა ქალაქური მუსიკის საღამო, სადაც მოუსმენთ ქუთაისის საჯარო სკოლების, მოსწავლეთა შემოქმედებით ოლიმპიადებში გამარჯვებულ და ასევე სხვადასხვა კონკურსებში მონაწილე ბავშვებს.

16 აგვისტოს ქალაქის რეაბილიტირებულ უბანში ქუთაისელთა წინაშე რობი კუხიანიძე წარსდგება.

15 სექტემბერს კი ქუთაისში უკვე მესამედ ჩატარდება ფერების ფესტივალი.

თამუნა ბარდაველიძე


ნანახია: 2281-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მიმდინარე წლის 27 ივლისიდან პირველი აგვისტოს ჩათვლით ქუთაისში, 'ზაფხულის საღამოების' ფარგლებში უფასო კინოჩვენებები მოეწყობა.
18 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით, ზაფხულის ცხელი დღეების განმავლობაში ქალაქში დარჩენილ ქუთაისელებს, ყოველი კვირის დასაწყისში
'ზაფხულის საღამოები 2016'-ის ფარგლებში, სექტემბრის ბოლომდე სულ 5 კონცერტი გაიმართება.
საღამოები ქუთაისის ძველ უბანში, 20 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით, 21:00 საათზე გაიმართება.

ამინდი