Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში, მდინარე რიონში დაკარგული 13 წლის მოზარდის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება

თარიღი : 18-07-2017, 10:15 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
მდინარე რიონში მაშველები უკვე მეოთხე დღეა 13 წლის მოზარდს ეძებენ. გიორგი თორდინავა გასული კვირის პარასკევს გაუჩინარდა. შემთხვევა გაპონოვის ქუჩაზე, რიონისპირას მოხდა.

შემთხვევის თვითმხილველი იხსენებს, რომ მან მოზარდი იმ დროს დაინახა, როდესაც ის მდინარის შუა ნაწილში იყო შესული და ტივტივებდა.

"რიონი საშინლად ამღვრეული და მოდიდებული იყო. ქვემოთ ბავშვების ხმა ისმოდა. ეს ბავშვი რომ დავინახე მდინარეში, სხვა ბავშვებს დავუძახე, რომლებიც ქვემოთ იყვნენ, ცურვა თუ იცის-თქო," - იხსენებს თვითმხილველი.

13 წლის მოზარდს საგამგებო სიტუაციების სამსახურის ათეულობით მაშველი ეძებს. მოზარდის საპოვნელად გადაკეტილი იყო გუმათჰესის მიმდებარე ტერიტორიაც. როგორც ცნობილია, დაკარგული მოზარდის შესახებ სამაშველო სამსხურში ზარი 7 საათის დაგვიანებით შევიდა.


ნანახია: 3437-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ცხედარი მაშველებმა ე.წ. ლითოფონის ქარხნის ტერიტორიაზე იპოვეს.
მოზარდი სახლიდან ორი დღის წინ მეგობრებთან წავიდა, იმის შემდეგ კი მისი კვალი იკარგება.

ამინდი