Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში, ბუხაიძის გამზირზე, მოსახლეობა და ინვესტორი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

თარიღი : 14-06-2017, 08:19 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხმაური იყო ქუთაისში, ბუხაიძის გამზირზე, სადაც მოსახლეობამ ნომერ 17 საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე კაფე-ბარის მშენებლობა გააპროტესტა.

ადგილობრივების გაღიზიანება ადგილზე კაფე-ბარის მეპატრონეების მისვლამ და სამშენებლო მასალების მიტანამ გამოიწვია. ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ კაფე-ბარის ერთ-ერთი მეპატრონე და მოსახლეობა. ბუხაიძის გამზირზე მაცხოვრებლები ამბობენ, რომ კაფე-ბარის მშენებლობას არ დაუშვებენ, რადგან როგორც აღნიშნავენ, ტერიტორიაზე შესაბამისი ფართი არ არის და ბავშვებს თამაში ცენტრალურ გზაზე მოუწევთ.

"ფლამინგოს თავზე და ტრასაზე ვათამაშოთ ბავშვები? აქ სივრცე არ არის. კი ბატონო გააკეთონ კაფე-ბარი, ოღონდ იქ, სადაც სივრცე და ტერიტორიაა. ჩვენ აქ კაფე-ბარის მოწყობის საშუალებას არ მივცემთ," - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ხათუნა ფურცხვანიძე.

მოსახლეობის პროტესტის შედეგად, კაფე-ბარის სამშენებლო მასალები მეპატრონეებმა უკან წაიღეს. ინცინდენტის მიმდინარეობის დროს ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.


ნანახია: 3118-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობის წინ. ბუხაიძის გამზირის N16 და N18 საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობამ აქცია გამართა.
ადგილობრივები, რომლებიც მერიის შენობასთან უკვე მეოთხედ შეიკრიბნენ, ბუხაიძის გამზირზე, სკვერში კაფე-ბარის მშენებლობას
მოსახლეობა ამბობს, რომ ამ მშენებლობისთვის სკვერი იჩეხება და ფუნქციას კარგავს.
პარტიაში განმარტავენ, რომ მიწის ნაკვეთი ქუთაისის მერიამ უკანონოდ გაასხვისა.
ადგილზე 'ნაციონალური მოძრაობის' წევრები იმყოფებოდნენ. მათი განცხადებით, მშენებლობა უკანონოდ მიმდინარეობს, აღნიშნულ ტერიტორიაზე კი

ამინდი