Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

თერჯოლის ადგილობრივმა ხელისუფლებამ სოფელ ძევრის დ პანკისის ხეობის მოსწავლეებს უმასპინძლეს

თარიღი : 18-05-2017, 16:59 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
თერჯოლის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფელ ძევრისა და პანკისის ხეობის საჯარო სკოლების მოსწავლეებს უმასპინძლეს.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ავთანდილ ჩუბინიძემ, მოადგილემ სოფიო ბუსკირვაძემ და საკრებულოს დეპუტატებმა სოფელ ძევრისა და „როდი სკოტის ფონდის“ მოსწავლეებს პანკისის ხეობიდან, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში უმასპინძლეს. საკრებულოს თავმჯდომარემ სტუმრებს მუნიციპალიტეტის, მოსახლეობის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფომაცია და აღნიშნა, რომ მოხარულია დღევანდელი გაცნობითი შეხვედრით.
http://www.picz.ge/img/s1/1705/18/f/fd256629cb23.jpg
შეხვედრაზე მოწვეული იყო მუნიციპალიტეტის გამგეობის ტურიზმის სამსახურის წარმომადგენელი გიგა კუბლაშვილი, რომელმაც მოსწავლეებს მუნიციპალიტეტის ტურისტული თვალსაზრისით განვითარებასა და განსახორციელებელ პროექტებზე ესაუბრა. სტუმრებს თერჯოლის ტურისტული ბუკლეტებიც გადაეცათ.

შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდნენ თერჯოლა-ტყიბულის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლები ნინო ჯანელიძე და ეკა მაკარიძე, გამგებლის წარმომადგენელი სოფელ ძევრის ადმინისტრაციულ ერთეულში ფრიდონ კუტალაძე, სოფელ ძევრის საჯარო სკოლის დირექტორი მანუჩარ ფანჩულიძე, პანკისის ხეობის „როდი სკოტის“ ფონდის ხელმძღვანელი ლიანა მარგოშვილი. როგორც სოფელ ძევრის საჯარო სკოლის დირექტორმა აღნიშნა, ძევრის საჯარო სკოლისა და პანკისის ხეობის სკოლის მოსწავლეებს ორგანიზაციის „მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის“ დახმარებით, უკვე რამდენიმე წლიანი მეგობრობა აკავშირებთ.

NS


ნანახია: 2262-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით, 2008 წლის აგვისტოს ომში სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრ გიორგი ფანჩულიძესა და სხვა ხელმძღვანელ პირებთან
გამგებელი ბანაკის მონაწილეების მიერ გამართულ კონცერტს დაესწრო.
"მაკლეინის საზაფხულო ბანაკი-ძევრის სკოლა 2015"-ში დამეგობრებული 15 დღის განმავლობაში სხვადასხვა სკოლის 170 მოსწავლე დაისვენებს.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლაში გახსნილ ინგლისურენოვან საზაფხულო ბანაკში იმერეთის მთავარი საინფორმაციო

ამინდი