Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლით გზაზე ძირითადი სამუშაოები დასრულდა

თარიღი : 20-04-2017, 12:42 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ჩქაროსნული ავტომაგისტრალის, ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი 15.2 კილომეტრიანი მონაკვეთის მმშენებლობაზე ძირითადი სამუშაოები დასრულდა. დარჩენილია მხოლოდ სატრანსპორტო კვანძზე მიმდინარე დამატებითი სამუშაოები, რომელთა განხორციელებაც მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე მიმდინარეობს.

ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, 15.2 კმ-იან მონაკვეთზე, აშენდა ცემენტ-ბეტონის საფარიანი 4 ზოლიანი ჩქაროსნული გზა, 9 პარალელური ხიდი, 2 სატრანსპორტო კვანძი, 5 საფეხმავლო ხიდი, მიწისქვეშა გასასვლელების და რკინა-ბეტონის წყალგამტარი მილები.

შესრულებულ სამუშაოებს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე ადგილზე გაეცნო.

ზესტაფონი-ქუთაისის მონაკვეთის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ექსპლუატაციაში სრულად შევა ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის 56.5 კილომეტრიანი გზა.

ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობა, E60 ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე გაზრდის ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებას, შეამცირებს გადაზიდვების ხარჯებს და ხელს შეუწყობს სატრანზიტო მიმოსვლის ზრდას.

სამშენებლო სამუშაოები იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება. პროექტზე 360 ადამიანია დასაქმებული.

commersant.ge


ნანახია: 2054-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, აშენდა ცემენტ-ბეტონის საფარიანი 4-ზოლიანი ჩქაროსნული გზა.
ამ დროისთვის, ხიდების მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოებს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი
აღნიშნული გზის მშენებლობა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება.
ქუთაისის შემოვლით გზაზე სულ 9 მიწისქვეშა გასასვლელი, 10 ხიდი და გზაგამტარი უნდა აშენდეს
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, ავტოტრანსპორტის მოძრაობის ახალ ხიდზე გადართვა სრულად მოაგვარებს პრობლემას,

ამინდი