Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

კონსტიტუციის პროექტით პარლამენტი ქუთაისში რჩება

თარიღი : 10-04-2017, 14:00 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში მომზადებული კონსტიტუციის პროექტის მიხედვით, პარლამენტი ქუთაისში რჩება.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ჯგუფებში გამართული კონსულტაციების შემდეგ, “ქართულმა ოცნებამ” კონსტიტუციის პროექტი წარმოადგინა, რომლის მიხედვით, პარლამენტის ადგილსამყოფელი კვლავ ქუთაისია.

კონსტიტუციის სამუშაო ტექსტის მიხედვით, საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, კონსტიტუციით განსაზღვრულ ფარგლებში კონტროლს უწევს მთავრობის საქმიანობას და ახორციელებს სხვაუფლებამოსილებებს .

ამავე პროექტით, პარლამენტის მუშაობის წესი განისაზღვრება პარლამენტის რეგლამენტით, რომელსაც პარლამენტის წევრის, ფრაქციის, ან კომიტეტის ინიციატივის საფუძველზე სრული შემადგენლობის უმრავლესობით იღებს პარლამენტი. რეგლამენტს აქვს კანონის ძალა და მას ხელს აწერს და ქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე. ამასთან, სახელმწიფო ბიუჯეტში პარლამენტისათვის განკუთვნილი მიმდინარე ხარჯების შემცირება წინა წლის საბიუჯეტო სახსრების ოდენობასთან შედარებით შეიძლება მხოლოდ პარლამენტის წინასწარი თანხმობით.

პროექტით, საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელია ქალაქი ქუთაისი. პარლამენტის ადგილსამყოფლის დროებით შეცვლა სხდომის ან სესიის მოწვევის მიზნით დასაშვებია მხოლოდ საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს.

წყარო: ნეტგაზეთი


ნანახია: 4950-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ძიძიგურის თქმით, ქვეყანას ორ სხავადსხვა ქალაქში განთავსებული პარლამენტი არ სჭირდება.
პარლამენტის ადგილსამყოფელი კონსტიტუციით განსაზღვრული აღარ იქნება.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მკვიდრთა განცხადებით, იმერეთის რეგიონის განვითარების ერთ–ერთი პირობა ქუთაისში პარლამენტის სრულად
http://constitution.ge/-ზე მიმდინარე გამოკითხვაში ამ დროისათვის 3 250-მა მოქალაქემ მიიღო.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სულ მცირე მომავალი წლის ბოლომდე პარლამენტი რჩება ქუთაისში.
ამასთან, უსუფაშვილის აზრით, პარლამენტის საქმიანობის ქუთაისში გაგრძელება კარგი გადაწყვეტილება არ იქნება.

ამინდი