Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში საქალაქო ტრანსპორტით მგზავრობა 10 თეთრით გაძვირდება

თარიღი : 29-03-2017, 17:57 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში საქალაქო ტრანსპორტით მგზავრობა 10 თეთრით გაძვირდება. გადაწყვეტილება ამის შესახებ ქალაქის საკრებულომ დღეს მიიღო.
გაძვირებული ტარიფი ძალაში 7 აპრილიდან შევა. ქუთაისის მერის შოთა მურღულიას განცხადებით, ძველი ტარიფით 12 000 სოციალურად დაუცველი ადამიანი ისარგებლებს.

"ხელშეკრულებაში და პირობებში ჩაიწერა, რომ თუ რომელიმე კომპონენტი, რომელიც შემხებლობაშია მგზავრობის საფასურთან მოიმატებდა, შესაძლებელი იყო ფასის ზრდა. ჩვენ ხელის გადაგრეხის პრინციპით ვერ ვიმუშავებთ. თუ კომპანიას მოგება არ რჩება და მძღოლს სახლში ვერაფერი მიაქვს, ვერ ვაიძულებთ ასე მუშაობას",-განაცხადა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე.

ქუთაისში საქალაქო ტრანსპორტის მძღოლები რამდენიმე დღის განმავლობაში გაფიცული იყვნენ. მძღოლები მგზავრობის საფასურის 10 თეთრით გაზრდას მოითხოვდნენ. ამ დროისთვის ქუთაისის სამარშუტო ხაზის სამგზავრო ღირებულება 40 თეთრია, ხოლო ავტობუსის 30 თეთრი.


ნანახია: 1864-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დღვანდელ დღემდე ქუთაისის სამარშუტო ხაზის სამგზავრო ღირებულება 40 თეთრი, ხოლო ავტობუსის 30 თეთრი ღირდა.
ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 7 აპრუილიდან საქალაქო ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულება გაძვირდება.
ამ დროისთვის ქუთაისში საქალაქო ავტობუსებით მგზავრობის ღირებულება 30-ს, ხოლო მიკროავტობუსებით მგზავრობის ღირებულება 40 თეთრს
ქუთაისში მძღოლების ნაწილმა მგზავრობის ღირებულება არ გაზარდა.
სამსონ გუგავა საქალაქო სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვას 6 აპრილს, 12:00 საათზე გეგმავს.
ქუთაისში, ქალაქის მაშტაბით საქალაქო ტრანსპორტის მოძრაობა პარალიზებულია. აღნიშნულის მიზეზი საქალაქო ტრანსპორტზე დასაქმებული

ამინდი