Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ჯანდაცვის მინისტრი ქუთაისში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის სპეციალიზებულ საოჯახო ტიპის ცენტრს გახსნის

თარიღი : 28-03-2017, 14:48 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურება გაიხსნება. ცენტრს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო USAID-ის მისიის დირექტორთან და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელთან ერთად გახსნის.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-სათვის მიწოდებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სპეციალიზებულ საოჯახო ტიპის მომსახურებას ის ბავშვები მიიღებენ, რომლებიც ადრე თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში ცხოვრობდნენ.

"ქუთაისის სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურება არის თემში ინტეგრირებული პირველი გარდამავალი მომსახურება მძიმე და ღრმა დარღვევების მქონე ბავშვებისთვის. აქ ბავშვები ღებულობენ ოცდაოთხსაათიან საექთნო მოსახურებას, რეაბილიტაციას და თემში ინტეგრირების სერვისებს. საჭიროა რამდენიმე ასეთი მომსახურების შექმნა, რათა მოხდეს დიდი ზომის ინსტიტუციებში მცხოვრები ბავშვების გადაყვანა ოჯახებსა და ოჯახური ტიპის დაწესებულებებში. 2015 წლიდან ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ხორციელდება პროექტი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დაცვა“, რომელიც მიზნად ისახავს შეიქმნას მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობების ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთათვის სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურებები, სადაც შესაძლებელი იქნება ოჯახურ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში მოვლა, აღზრდა და მათი ინდივიდუალური განვითარებისათვის საჭირო მომსახურებების მიწოდება," - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, საოჯახო ტიპის სპეციალიზებული მომსახურების განვითარება საშუალებას მისცემს საქართველოს მთავრობას გააფართოვოს ალტერნატიული მომსახურებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის და დაასრულოს ამ ბავშვებზე ინსტიტუციონალური ზრუნვა.


ნანახია: 2202-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ახალი სერვისი საშუალებას მისცემს ბავშვებს მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სერვისი მიიღონ - როგორც ჯანმრთელობის, ისე
ქუთაისის მერიამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა უფლებების დამცველი საუკეთესო მუნიციპალიტეტის კონკურსში გაიმარჯვა.
ალექსანდრე იოსებაშვილმა დიმიტრი ლაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის დირექტორ მერაბ კვიცარიძესთან ერთად,

ამინდი