Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის ვიცე-მერი 9 აპრილის მონუმენტის გადატანაზე: ძეგლი იდგა სრულიად შეუფერებელ ადგილას-კაფეებისა და სწრაფი კვების ობიექტების გარემოცვაში

თარიღი : 23-03-2017, 14:14 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისის ვიცე-მერის ნოდარ მიქიაშვილის განცხადებით, ცისფერყანწელთა ქუჩიდან 9 აპრილის ძეგლის გადატანის მთავარი მიზეზი მონუმენტისთვის შეუფერებელი ადგილი გახდა.

„9 აპრილი არის საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე დიდი ტრაგედია და ძეგლი იდგა სრულიად შეუფერებელ ადგილას-კაფეებისა და სწრაფი კვების ობიექტების გარემოცვაში. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ძეგლი გადავიტანოთ ქალაქის ცენტრალურ ბაღში, დები იშხნელების პირდაპირ, ერთ-ერთ მრგვალ ადგილში. თანხმობა ჩვენ მივიღეთ ძეგლის ავტორის შოთა რამიშვილის მემკვიდრისგან და ამ მომენტში სამუშაოებს მერიის დაქვემდებარებაში მყოფი „სპეციალური სერვისები“ ასრულებს,“ -განაცხადა მიქიაშვილმა.

რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლიას“ ხელმძღვანელის გია გოქაძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ძეგლის გადატანაში ის ქალაქის მერიის ინტერესებს ხედავს, ვიცე-მერი ამბობს, რომ აფსურდულად მიაჩნია 8კვ. მეტრის აუქციონზე გასაყიდად გატანა.

ძეგლის გადატანის ერთ-ერთი ინიციატორი ვეტერანთა კავშირის წევრი ნუკრი ჭოლაძეა. მისი აზრით, 9 აპრილის მომუმენტთან რესტორნების კაფეების ადგილი არ არის. რაც შეეხება მონუმენტის ახალ ადგილს, მისი განთავსება ცენტრალურ ბაღში კვირის ბოლომდე მოხდება.

მარიამ კვერნაძე


ნანახია: 2534-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის საკრებულოს რიგით 25-ე სხდომაზე დეპუტატებმა 9 აპრილის მემორიალური ძეგლის გადატანის შესახებ იმსჯელეს.
ე.წ. მონპლაზირის თაღთან მდებარე მემორიალის აღების სამუშაოები დღეს დაიწყო.
ადგილზე შესაბამისი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.
ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე განთავსებული დედაენის ძეგლი აიღეს.

ამინდი