Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ქართული ოცნება' ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქს აშენებს

თარიღი : 23-03-2017, 12:59 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქის მშენებლობა იწყება, სადაც პრაქტიკულად ყველა სამინისტრო განთავსდება, ერთეული გამონაკლისის გარდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

კვირიკაშვილის თქმით, აღნიშნული ქალაქის მშენებლობისთვის გამოყოფილია საკმაოდ დიდი ტერიტორია.

„მმართველობითი რეფორმის ფარგლებში ორთაჭალაში უკვე დაწყებულია ერთიანი მომსახურეობის ოფისის შექმნის პროექტი. გადავწყვიტეთ, რომ მომსახურეობის კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით ორთაჭალაში იმ ადგილის გვერდით, სადაც ხორციელდება ბიზნეს სახლის პროექტი, გავაკეთოთ სამთავრობო ქალაქის პროექტი. ძალიან დიდი ტერიტორია გამოიყო ამისთვის, სადაც განხორციელდება სამინისტროების გადატანა. რაც ერთი მხრივ, იქნება ძალიან კარგი, რადგან ქალაქის ცენტრში ძალიან ბევრი საოფისე თუ სასტუმროსთვის სივრცე გამოთავისუფლდება, მეორე მხრივ კი, წახალისდება სამშენებლო სექტორი. მოცულობითი სივრცის აშენება იგეგმება, სადაც არაერთი სამინისტრო განთავსდება. ორთაჭალის იმ უბანში პრაქტიკულად ყველა სამინისტრო მოიყრის თავს, ერთეული გამონაკლისის გარდა, რაც პრაქტიკულად უზრუნველყოფს როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირებისთვის ფიზიკური მომსახურეობის თვისობრივად ახალ ეტაპზე გადასვლას. მნიშვნელოვანი პროექტია და მე მივესალმები ამ პროექტის დაწყებას“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.


ნანახია: 1386-ჯერ

მსგავსი სიახლეები
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ქუთაისის საერთაშორისო ტექნოლოგიური უნივერისტეტის პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია.
იმერეთის რეგიონთან დაკავშირებულ გეგმებზე პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამბროლაურში განაცხადა, სადაც რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის
როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ცვლილებების შედეგად რამდენიმე სამინისტრო გაერთიანდება.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, უმჯობესი იქნება პარლამენტი თბილისში იყოს, თუმცა ის პატივს სცემს
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ქუთაისი ძალიან მნიშვნელოვანი ცენტრი ხდება.

ამინდი