Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'არ დავუშვებთ იმხელა ადგილის ნაგავსაყრელად ქცევას,'- სოფელ ჭოგნარის მოსახლეობამ ქუთაისის მერიასთან აქცია გამართა

თარიღი : 9-03-2017, 16:51 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიასთან თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარი მოსახლებამ აქცია გამართა. ისინი ჭოგნარში ნაგავსაყრელის მოწყობას აპროტესტებენ.

როგორც მოსახლეობა ამბობს, მერია მათ აზრზს არა თუ ითვალსწინებს, არამედ საერთოდ არ ისმენს.

„სპეციალისტების აზრს ვითვალისწინებთო, გვეუბნებიან. იქ ჩვენ ვცხოვრობთ და ჩვენი აზრი არ უნდა იცოდნენ? არც ერთი ჩვენგანი ამ ფაქტს არ შეეგუება, არ დავუშვებს იმხელა ადგილის ნაგავსაყრელად ქცევას. ნახევარზე მეტს საქონელი ყავს და საბალახო ადგილი ხომ სჭირდებათ?!“- აცხადებს მოსახლეობა.

აქციის მონაწილეებმა ისიც აღნიშნეს, რომ ამ აქციით უბრალოდ გააფრთხილეს მერია და შემდეგში საქართველოს პარლამენტთან მასშტაბური აქციების მოწყობით იმუქრებიან.

ნაგავსაყრელი, რომელიც სოფელ ჭოგნარში აშენდება, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სოფლებს მოემსახურება. მშენებლობისთვის 36 ჰა მიწის ნაკვეთია გამოყოფილი. პროექტის განხორციელება 2015 წელს დაიწყო და მის დასრულებას 2019 წელს ვარაუდობენ. პროექტის სრული ღირებულება 26 მლნ ევროა.

მარიამ კვერნაძე


ნანახია: 2362-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სამუშაოების დასრულებას ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარის მოსახლეობა საპროტესტო აქციებით იმუქრება.
თერჯოლის სოფელ ჭოგნარის მაცხოვრებლებმა იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან აქცია გამართეს. ისინი სოფელ ჭოგნარში დაგეგმილი
თერჯოლის სოფელ ჭოგნარის ტერიტორიაზე ახალი ნაგავსაყრელის სამშენებლო სამუშაოები 2017 წლის ოქტომბრიდან დაიწყება. ამის შესახებ
ადგილობრივებს 'ახალი საქართველოს' წარმომადგენლები შეუერთდნენ.

ამინდი