Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის ვიცე-მერი: იმუშავებს თუ არა საქალაქო ტრანსპორტი, მძღოლებზეა დამოკიდებული

თარიღი : 6-03-2017, 12:31 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის ვიცე-მერი კონსტანტინე ქავთარაძე საქალაქო ტრანსპორტის გაფიცულ მძღოლებს მოლაპარაკებებს სთავაზობს. ქავთარაძის თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება მძღოლების მიერ შერჩეულ ხუთ პირს შეხვდება და მათთან ერთად გაივლის იმ პრობლემებს, რომელზეც საქალაქო ტრანსპორტზე დასაქმებულები საუბრობენ.

„ვთავაზობთ მძღოლების საინიციატივო ჯგუფის შექმნას, რომელიც მუშა ფორმატში გადაინაცვლებს კაბინეტურ რეჟიმში. არის სხვადასხვა ვარიანტი, რომ მათაც ჰქონდეთ შეღავათები და არც ქალაქი დაზარალდეს. ის, რომ თითქოს ჩვენ შეგნებულად გვინდა ფასის შენარჩუნება, ასე არ არის.ამიტომაც გვინდა მუშა ფორმატი, რომ დავჯდეთ, დავილაპარაკოთ და მივიღოთ გადაწყვეტილება. თუ მძღოლები არ ითანამშრომლებენ, ისე არაფერი გამოვა,“ - აცხადებს ვიცე-მერი.

კითხვაზე: იმუშავებს თუ არა საქალაქო ტრანსპორტი ქუთაისსი, ვიცე-მერი ამბობს, რომ ეს მძღოლებზეა დამოკიდებული.

ქუთაისში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები დილიდან გაიფიცნენ. ისინი ქალაქის მერიას მგზავრობის ღირებულების 10 თეთრით გაზრდას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის გაგრძელებას აანონსებენ.

ცნობისთვის, ქუთაისში მიკროავტობუსით მგზავრობის ღირებულება 40-ს, ხოლო ავტობუსით 30 თეთრს შეადგენს.


ნანახია: 3246-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ისისნი ქალაქის მერიას მგზავრობის ღირებულების 20 თეთრით გაზრდას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის გაგრძენებას აანონსებენ.
'ნაციონალების' ქუთაისის ოფისის წარმომადგენელი გიგა შუშანია ამბობს, რომ მერიამ მძღოლებს მოსაკრებელი უნდა შეუმციროს და უფასო
ქუთაისში მეორე დღეა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები გაფიცულები არიან. მძღოლები მგზავრობის ღირებულებისს 10 თეთრით გაზრდას
საქალაქო ავტობუსებზე დასაქმებულმა მძღოლებმა მუშაობა დღეს, სამდღიანი გაფიცვის შემდეგ გააგრძელეს.
ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 7 აპრუილიდან საქალაქო ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულება გაძვირდება.
ქუთაისში, ქალაქის მაშტაბით საქალაქო ტრანსპორტის მოძრაობა პარალიზებულია. აღნიშნულის მიზეზი საქალაქო ტრანსპორტზე დასაქმებული

ამინდი