Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ნიკეას ქუჩა გეგუთის 4.1 კილომეტრიანი მონაკვეთის მოწყობაზე სახელმწიფო 17 მილიონს ხარჯავს

თარიღი : 1-03-2017, 17:45 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საავტომობილო გზების დეპარტამენტი ნიკეას ქუჩა-გეგუთის სატრანსპორტო კვანძის 4.1 კილომეტრიან მონაკვეთს აშენებს. სამშენებლო მონაკვეთი ქუთაისში, ნიკეას ქუჩის ბოლოს არსებული მოედნიდან იწყება და სოფელ გეგუთში არსებულ სატრანსპორტო კვანძთან სრულდება.
http://i.imgsafe.org/6d03a8d30f.jpg
აღნიშნული მონაკვეთი ამ დროისთვის ამორტიზებულია. დაზიანებული გზა კი გაზრდილი სატრანსპორტო ნაკადის გატარებას ვერ უზრუნველყოფს. ამ ეტაპზე სამუშაოები არ მიმდინარეობს. საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ 4.1 კილომეტრიანი სატრანსპორტო კვანძის მოწყობა 2017 წლის ზაფხულისთვის იგეგმება.
პროქტის ღირებულება 17 777 777 ლარია და სამუშაოებზე 65 ადამიანია დასაქმებული.
http://i.imgsafe.org/6d0145d004.jpg
"ამ მონაკვეთით სარგებლობენ სოფლები: გეგუთი, პატრიკეთი, საყულია და ოფურჩხეთი, რის გამოც ავტოტრანსპორტის ინტენსივობა ძალიან მაღალია. ნიკეას ქუჩა-გეგუთის სატრასპორტო კვანძის რეკონსტრუქტია-მოდერნიზაციის სამუშაოების დასრულების შემდეგ,ეს მონაკვეთი ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის ახალ ჩქაროსნულ გზას შეუერთდება და მთავარი დამაკავშირებელი კვანძი გახდება ქალაქ ქუთაისთან," - აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
http://i.imgsafe.org/6d0b6115c6.jpg

მარიამ კვერნაძე


ნანახია: 2523-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სამშენებლო მონაკვეთი ქუთაისში, ნიკეას ქუჩის ბოლოს მდებარე მოედნიდან იწყება და გეგუთში არსებულ სატრანსპორტო კვანძთან სრულდება.
ამ დროისთვის, ხიდების მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოებს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი

ამინდი