Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერიამ 2016 წელს მშენებლობაზე 74 000 ნებართვა გასცა-მერიის არქიტექუტრის სამსახურის ანგარიში

თარიღი : 28-02-2017, 18:20 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა 2016 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარმოადგინა.

არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, სამსახურის გასული წლის ძირითად მიღწევებად შემდეგი საკითხებია დასახელებული: ქალაქის ტერიტორიაზე თავისუფალი მიწის ნაკვეთების აზომვითი ნახაზების მომზადება; ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის დანერგვა; იმ სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც მიწათსარგებლობის და განაშენიანების რეგულირების გეგმებს განიხილავს; დავალიანებაში მყოფი კორესპონდენციის წარმოების აღმოფხვრა და კანონპროექტის შემუშავება, რომელიც გარე ვაჭრობის შემთხვევებზე მუნიციპალიტეტის მხრიდან ოქმის შედგენას ითვალისწინებს.

ანგარიშის მიხედვით, 2015 წელთან შედარებით, 2016 წელს გადაჭარბებით შესრულდა გეგმა მშენებლობის ნებართვებზე. მშენებლობაზე გაცემული ნებართვების რაოდენობამ 74000-ს მიაღწია. სამაგიეროდ, იკლო დარღვევების გამო დაკისრებული სანქციებიდან ქალაქის ბიუჯეტში შემოსულმა თანხებმა. ამ კუთხით ბიუჯეტში ყველაზე მეტი თანხა 2014 წელს-74 000 ლარი შემოვიდა, ხოლო 2016 წელს შემოსულმა თანხამ 51 000 ლარი შეადგინა.

„დღევანდელი პრეზენტაცია არის არქიტექტურის სამსახურის გაწეული სამუშაო 2016 წელში, თუ რა გავაკეთეთ და როგორ ვიმუშავეთ . უნდა აღვნიშნო, რომ თანხის ამოღება, რაც არქიტექტურულ მოსაკრებელს გულისხმობს, გაზრდილია. მოაკრებელი 1 მ2- ზე არის 1 ლარი და გასულ წელს შემოსულმა თანხამ 74000 ლარი შეადგინა. ასევე, ამოღებულია გარე ვაჭრობიდან უფრო დიდი რაოდენობის თანხა, ვიდრე წინა წლებში. დასრულებული პროექტებიდან გამოვყოფდი თეთრ ხიდთან აშენებულ სასტუმროს,რომელსაც ნამდვილად ულამაზესი პროექტი აქვს,“ - განაცხადა არქიტექტურის სამსახურის უფრომა ბაქარ ჭეიშვილმა.

მარიამ კვერნაძე


ნანახია: 1786-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერიამ 2016 წელს 2 მილიონ 227 649 ლარის ქონება გაასხვისა. აღნიშნულის შესახებ მერიის ეკონომიკური განვითარებისა და
მერიის ორმა სამსახურმა დღეს გასული წლის საქმიანობის ანგარიში წარმოადგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, 2015 წელს სულ 29 157 რეგისტრირებული ქორწინება დაფიქსირდა, 2016 წელს კი - 25
აზარტული თამაშების სექტორის შემოსავალმა 2016 წელს 4,235,351,755 ლარი შეადგინა, რაც 1 მილიარდით მეტია წინა წელთან შედარებით.
ქუთაისის მერიის ადმინისტრაციულმა სამსახურმა გასული წლის ავლობაში შესრულებული სამუშაოების ანგარიში წარმოადგინა.
2016 წელს, 2015 წელთან შედარებით, სახელმწიფო რწმუნებულების-გუბერნატორების ადმინისტრაციებში გაცემული პრემიისა და სახელფასო

ამინდი