იტვირთება

ხონელი მოსწავლეები ერთმანეთს მინი ფეხბურთში დაუპირისპირდნენ

ხონელი მოსწავლეები ერთმანეთს მინი ფეხბურთში დაუპირისპირდნენ

ხონში სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მორიგი თამაშები გაიმართა.

საჯარო სკოლების მოსწავლეები მუნიციპალური პირველობისთვის ერთმანეთს მინიფეხბურთში დაუპირისპირდნენ.

შედეგები ასე გადანაწილდა: 

 ვაჟები:

პირველი ადგილი - სსიპ კონსტანტინე მეძველიას სახელობის სოფ. ნახაულევის საჯარო სკოლა;
 
მეორე ადგილი - სსიპ მოსე ხონელის სახელობის ქ.ხონის N1 საჯარო სკოლა. 

გოგონები:

 პირველი ადგილი - სსიპ ხონის მუნიციპალიტეტის სოფ. კუხის საჯარო სკოლა;

 მეორე ადგილი - სსიპ ხონის მუნიციპალიტეტის სოფ. გორდის საჯარო სკოლა. 

გამარჯვებული გუნდები ასპარეზობას რეგიონულ პირველობაზე გააგრძელებენ. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები