Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ქუთაისში პროფესიონალი ბარმენების დეფიციტია,'- ქალაქში ბარმენთა სკოლა გაიხსნა

თარიღი : 6-02-2017, 16:58 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოს ბარმენთა ასოციაციამ ქუთაისში ბარმენთა სკოლა გახსნა. სკოლის გახსნის მიზანს პროფესიონალ ბარმენთა მომზადება წარმოადგენს.

როგორც საქართველოს ბარმენთა ასოციაციის იმერეთის ფედერაციის პრეზიდენტი ბორის კიკაძე ამბობს, სკოლაში ბარმენებს თეორიული კურსის გარდა, პრაქტიკის გავლის შესაძლებლობაც ექნებათ. სკოლის გარდა, ბარმენები პრაქტიკას სხვადასხვა კაფე-ბარში გაივლიან.
http://i.imgsafe.org/873ef96bf9.jpg
"დაინტერესება დიდია და სკოლის გახსნაც იმიტომ გადაწყდა, რომ ქუთაისში პროფესიონალი ბარმენების დეფიციტია. ჩვენს სკოლაში ბარმენებს მასტერ კლასებს პროფესიონალები ჩაუტარებენ. ყოველი გაკვეთილის შემდეგ, მათ მოუწევთ თითო კოქტეილის მომზადება. როდესაც ვამბობთ, რომ ტურისტების რაოდენობის ზრდა გვინდა, ბარმენმა უნდა იცოდეს, ტურისტის მიერ მოთხოვნილი რომელი კოქტეილი როგორ მზადდება," - ამბობს ბორის კიკაძე.

ბარმენთა სკოლაში სწავლა ორთვიანია. სწავლის მსურველებს კი კვალიფიკაციის ამაღლების თუ პროფესიის დაუფლების სანაცვლოდ, გარკვეული თანხის გადახდა მოუწევს.


ნანახია: 3747-ჯერ

მსგავსი სიახლეები
36 საუკეთესო მოსწავლე შეირჩევა, რომლებიც ორი კვირით დიდ ბრიტანეთში, ინგლისური ენის შემსწავლელ საზაფხულო სკოლაში გაემგზავრებიან.
'მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის' თანამშრომლობის ფარგლებში, იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს

ამინდი