Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა მოხდა იმერეთის სამხარეო სამმართველოში?–სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს

თარიღი : 3-02-2017, 16:07 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სახალხო დამცველი მთავარ პროკურატურას მიმართავს და პოლიციის მხრიდან შესაძლო არასათანადო მოპყრობის თაობაზე განცხადებას ავრცელებს:

"2017 წლის 1 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა გამოძიების დაწყების წინადადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მხრიდან მოქალაქისადმი შესაძლო არასათანადო მოპყრობისა და სხვა შესაძლო დარღვევების შესახებ.

გ.გ.-ს გადმოცემით, 2016 წლის 10 ნოემბერს, დაკავებისას და შემდგომ, იმერეთის სამხარეო პოლიციის განყოფილებაში, პოლიციის თანამშრომლები თითქმის მთელი ღამის განმავლობაში აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. აღნიშნულ გარემოებას მასთან ერთად დაკავებული სხვა პირებიც ადასტურებენ.

დაკავების ოქმის ჩანაწერით, გ.გ.-ს დაკავების დროს სხეულზე დაზიანება არ აღენიშნებოდა, ხოლო დროებით მოთავსების იზოლატორში შედგენილი გარეგნული დათვალიერების ოქმის თანახმად, იზოლატორში შესახლების დროს აღენიშნებოდა დაზიანებები სახის არეში. სამედიცინო დოკუმენტების მიხედვით, იზოლატორში ყოფნის პერიოდში, გ.გ.-ს ოთხჯერ დასჭირდა სამედიცინო დახმარების გაწევა.

გ.გ-ს და მასთან ერთად დაკავებული სხვა პირების განმარტებით, გ.გ. დააკავეს 10 ნოემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, ხოლო პოლიციის თანამშრომლების მიერ შედგენილ დოკუმენტებში ბრალდებულის დაკავების დროდ მითითებულია 11 ნოემბერი, 01:15 საათი. გარდა ამისა, ბრალდებულის დაკავების ოქმის მიხედვით, დაკავებულის პოლიციის განყოფილებაში მიყვანის დროდ დაფიქსირებულია 10 ნოემბერი, 20:40 საათი. აღნიშნული გარემოებები პოლიციის თანამშრომლების მხრიდან გ.გ.-ს დაკავებისას მისი უფლებების დარღვევის ვარაუდს ბადებს, რაც გამოძიების ფარგლებში უნდა იქნეს შესწავლილი." ნათქვამია ომბუდმსენის განცხადებაში.


ნანახია: 2526-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ბრალდებულის ახლობლების თქმით, ქემოკლიძე უარს ამბობს სამედიცინო დახმარებაზე, რის გამოც მედიკოსები იძულებულები გახდნენ, მრავლობითი
საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს მთავარ პროკურორს მოქალაქე ლ.ლ–ს მიმართ განხორციელებული შესაძლო დანაშაულის ფაქტზე
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 356-ე მუხლით აღიძრა, რაც პოლიციელზე ან მის ავტომობილზე
სამტრედიაში, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცვეელბის დაპირისპირების შედეგად დაკავებული, "აუდიტორია 115"- ის წევრი გიორგი
თავაძის თქმით, მას სამართალდამცავები აიძულებდნენ, იმ ნარკოტიკული საშუალების ფლობა ეღიარებინა, რომელიც როგორც განმარტავს,

ამინდი