Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის დამყარებაში ბრალდებულ მანდატურს 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

თარიღი : 27-01-2017, 11:17 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სასამართლომ თერჯოლის #1 სკოლის მანდატურს, რომელიც 16 წელს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარებაშია ბრალდებული, 10 000 ლარის ოდენობით აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა. პროკურატურა მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვდა.

პროკურატურამ წინასწარი შეცნობით 16 წელს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის ფაქტზე, თერჯოლის #1 საჯარო სკოლის ყოფილ მანდატურს კ. ფ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ თერჯოლის N1 საჯარო სკოლის მანდატურმა კ. ფ.-მ 2016 წლის სექტემბრის დასაწყისში, მეზობელი და იმავე სკოლის მოსწავლე, 15 წლის გოგონა სოციალური ქსელის საშუალებით შეხვედრაზე დაითანხმა და დაუსახლებელ ადგილზე, მასთან სქესობრივი კავშირი დაამყარა. სამართალდამცველებმა კ. ფ. სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.

საქმეზე გრძელდება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით (სქესობრივი კავშირი წინასწარი შეცნობით 16 წელს მიუღწეველთან), რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან - ცხრა წლამდე ვადით ითვალისწინებს.

პროკურატურა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.


ნანახია: 1896-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მანდატური 40 წლისაა და რამდენიმე წელია სკოლაში მუშაობს, 15 წლის მოსწავლე კი აღნიშნულ სკოლაში 1 წლის წინ გადავიდა.
როგორ ისჯება პროსტიტუციაში ჩაბმა და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირისათვის შეხვედრის შეთავაზება სექსუალური მიზნებისათვის?,-
სისხლის სამართლის კოდექსს ცოლად მოყვანა- არ მოყვანა არ აინტერესებს და ამიტომ სისხლის სამართლებრივი დევნა გაგრძელდება, - აღნიშნული
პროკურატურა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული იმ გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდა, რომლის მიხედვით, „ნაციონალების“

ამინდი