Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ონლაინ სესხებზე ახალი რეგულაციების შემდეგ მიკროსაფინანსოების რაოდენობა 80-მდე გაიზარდა

თარიღი : 25-01-2017, 18:19 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხელისუფლების მიერ ონლაინ სესხებზე დაწესებული რეგულაციების შემდეგ, მათი ნაწილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციად გადაკეთდა. ეროვნული ბანკის სტატისტიკური მონაცემებით, დეკემბერში ბაზარზე მოქმედი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რაოდენობა 80-მდე გაიზარდა. ნომებერში მიკროსაფინანსოების რაოდენობა 73 ერთეულს შეადგენდა.

ონლაინ სესხების მიკროსაფინანსოებად გადაკეთებაზე საუბრობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძეც. მისი განცხადებით, გარკვეული რაოდენობის ონლაინ სესხების გამცემი ინსტიტუტები მიკროსაფინანსო ორგანიზაციებად გადაკეთდა, დანარჩენი კი ამ სტატუსის გარეშე აგრძელებს მუშაობას.

როგორც კობა გვენეტაძემ აღნიშნა, ონლაინ სესხებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები ძალაში უკვე შევიდა. მისივე თქმით, აღნიშნულის შემდეგ ეროვნულ ბანკს დაევალა გამოეცა შიდა ნორმატიული აქტები, რომლის მიხედვითაც იმ დეტალების განმარტება მოხდა, რაც ეფექტური საპროცენტო განაკვეთის განსაზღვრასა და ჯარიმებს ეხება.

კობა გვენეტაძის თქმით, აღნიშნული დოკუმენტი უკვე გამოცემულია და განმარტებულია, თუ როგორ უნდა მოხდეს ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გაანგარიშება.

„გარკვეული რაოდენობის ონლან სესხების გამცემი ინსტიტუტები გადაკეთდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებად, დანარჩენი კი ამ სტატუსის გარეშე აგრძელებს მუშაობას. ამ საკითხთან დაკავშირებით თუკი რაიმე განმარტებაა საჭირო, ეროვნული ბანკი მზადაა, გააკეთოს. იმ ონლაინ სესხების გამცემ ორგანიზაციებთან, რომლებიც მიკროსაფინანსო ორგანიზაციებად გადაკეთდა, ჩვენ გვაქვს კავშირი. ვაკვირდებით, თუ როგორ ხდება პროცენტის დათვლა, რა პროცენტით გაიცემა სეხები. ონლაინ სეხებზე ფიქსირდებოდა ძალიან მაღალი პროცეტები და იმ გადაწყვეტილების მიხედვით, რომელიც მთავრობამ მიიღო, გარკვეული ზღვარი დაწესდა, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

commersant.ge


ნანახია: 1940-ჯერ

მსგავსი სიახლეები
როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, ის პირადად იცნობს და მხარს უჭერს აღნიშნულ პროექტს.
ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ ბევრმა საფინანსო კომპანიამ უკვე დახურა გარე მომსახურების ცენტრები, ჯერ კიდევ მოქმედი ობიექტები ახლო
სასესხო პროდუქტს, რომელიც ქართულ საფინანსო ბაზარზე ონლაინ–სესხების გამცემმა კომპანიებმა შემოიტანეს და რომელიც წლების განმავლობაში

ამინდი