Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სოფელ შორაპანთან მიწა-კლდოვანი მასა ჩამოიშალა

თარიღი : 7-01-2017, 00:07 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 188-ე კმ-ზე (სოფ. შორაპანთან) გზის სავალ ნაწილზე ჩამოსულია დიდი მოცულობის მიწა-კლდოვანი მასა, რის გამოც, ამ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

„ავტოტრანსპორტის მოძრაობის ნაკადი გადართულია გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღნიშნული მიმართულებით აკრძალულია. ადგილზე მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისის სამსახურები და ტექნიკა, გზის გაწმენდითი სამუშაოები ინეტნსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. დაწესებული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით მიმდინარეობს“, - აცხადებენ დეპარტამენტში.

“112”-ის ინფორმაციით, მიწა-კლდოვანი მასის ჩამოშალის შედეგად არავინ დაშავებულა და ადგილზე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლების გამოძახება არ მომხდარა.


ნანახია: 1979-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ავტოტრანსპორტის მოძრაობა გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის გავლით ხორციელდებოდა.
ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
შეზღუდვების შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ამინდი