Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ნერვიულობაც ვერ მოვასწარით, ისე მოგვარდა ყველაფერი,'- სტრასბურგში მყოფმა დელეგაციამ ქუთაისის მერს მადლობა გადაუხადა

თარიღი : 30-12-2016, 14:46 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერი შოთა მურღულია სტრასბურგში სასწავლო ვიზიტად მყოფ სტუდენტებს შეხვდა და მშვიდობით დაბრუნება მიულოცა. სტუდენტებმა მერს გვერდით დგომისთვის მადლობა გადაუხადეს და სტრასბურგში ღონისძიებების მიმდინარეობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს.

სტუდენტების სასწავლო ვიზიტს ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო (LDA Georgia)-მ გაუწია ორგანიზება, ხოლო მხარდამჭერები ქუთაისის მერია და სტრასბურგის მერია იყვნენ. დღესვე, ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო ხელმძღვანელმა ნინო ხუხუამ და ვიცე-გუბერნატორმა იოსებ ხახალეიშვილმა პროექტის მონაწილეებს​ სერტიფიკატები გადასცეს.

ქუთაისიდან საფრანგეთში, ქალაქ სტასბურგში წასული დელეგაცია საზოგადოების ყურადღების ცენტრში იმით მოექცა, რომ დელეგაციის 30-მა წევრმა თვითმფრინავის რეისზე დააგვიანა. რეისზე დაგვიანების მიზეზად დელეგაციის წევრებმა ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვა დაასახელეს. დელეგაციის წევრების საქართველოში უსაფრთხოდ დასაბრუნებლად ზომები ქუთაისის მერიამ მიიღო.

"ნერვიულობაც ვერ მოვასწარით, ისე მალე მოგვარდა ყველაფერი," - განაცხადა დელეგაციის ერთ-ერთმა წევრმა.

სტრასბურგში ვიზიტამდე, აღნიშნული პროექტის ფარგლებში შერჩეულ ახალგაზრდებს სამი თვის განმავლობაში ევროპული ინსტიტუციების მნიშვნელობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ ტრენინგ-სემინარები უტარდებოდათ.


ნანახია: 1794-ჯერ

მსგავსი სიახლეები
30-მდე წევრს რეისზე დაგვიანების გამო, სასტუმროს ხარჯების დასაფარი და ახალი ბილეთების საყიდელი თანხა ქუთაისიდან გადაურიცხეს.
”ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო” დაინტერესებულ პირებს ორ ახალ პროექტს თავაზობს, რომლის ფარგლებშიც მათ შესაძლებლობა
ახალგაზრდებმა ქუთაისის მერს სხვადასხვა პროექტში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.
ქუთაისის მერი შოთა მურღულია, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის
ტარტუში ვიზიტისას გაიმართა ქუთაისის მერის შეხვედრა მის ადგილობრივ კოლეგასთან.

ამინდი