Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლით გზაზე სამშენებლო სამუშაოები გრძელდება

თარიღი : 30-12-2016, 12:06 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
E60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის, ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზისმშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. მშენებლობის პროექტის ფარგლებში, 15.2 კმ-იანმონაკვეთზე, გათვალისწინებულია ცემენტ-ბეტონის საფარიანი 4 ზოლიანი ჩქაროსნულიგზის, 9 პარალელური ხიდის, 2 სატრანსპორტო კვანძის, 5 საფეხმავლო ხიდის, მიწისქვეშაგასასვლელებისა და რკინა-ბეტონის წყალგამტარი მილების მშენებლობა.

პროექტზე 360 ადამიანია დასაქმებული.ამ დროისთვის, ხიდებზე ბურჯების, რიგელების, ლითონის ბარიერებისა და სადეფორმაციო ნაკერების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე, მიმდინარეობსგზის გამყოფ ზოლზე ნიუჯერსის ბეტონის ბარიერებისა და გზის საფუძვლის მოწყობაცემენტ-ბეტონის საფარის დასაგებად.

სამუშაოებს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრიზურაბ ალავიძე და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე ადგილზე გაეცნენ. ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობა გაზრდის ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებას, შეამცირებს გადაზიდვების ხარჯებს და ხელს შეუწყობს სატრანზიტო მიმოსვლის ზრდას.

აღნიშნული მონაკვეთი, პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირკიაშვილის ინიციატივის, 4 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მიმართულების ქვეყნის სივრცითი განვითარებისუმთავრესი ნაწილია. ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობა 2017 წლის გაზაფხულზე დასრულდება. სამშენებლო სამუშაოები იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება.


ნანახია: 1870-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, 15.2 კმ-იან მონაკვეთზე, აშენდა ცემენტ-ბეტონის საფარიანი 4
ამ დროისთვის, ხიდების მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოებს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი
ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, აშენდა ცემენტ-ბეტონის საფარიანი 4-ზოლიანი ჩქაროსნული გზა.
აღნიშნული გზის მშენებლობა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება.
ქუთაისის შემოვლით გზაზე სულ 9 მიწისქვეშა გასასვლელი, 10 ხიდი და გზაგამტარი უნდა აშენდეს
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, ავტოტრანსპორტის მოძრაობის ახალ ხიდზე გადართვა სრულად მოაგვარებს პრობლემას,

ამინდი