Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"მხოლოდ ზემო სვანეთში 35 ჰესის მშენებლობა იგეგმება, რაც სვანეთში მცხოვრებ მოსახლეობას საფრთხეს შეუქმნის"

თარიღი : 27-12-2016, 18:28 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ქუთაისში, ჩაის სახლ "ფოე-ფოე"-ში ესპანელი ფოტოგრაფის, როზა რუმის ფოტოგამოფენა გაიმართა. გამოფენაზე ზემო სვანეთის რეგიონის, ნაკრასა და ჭუბერის თემებში მცხოვრებთა ყოფისა და ბუნებრივი გარემოს ამსახველი ფოტომასალა იყო წარმოდგენილი.

არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას" წარმომადგენლის დავით ჭიპაშვილის განცხადებით, მხოლოდ ზემო სვანეთში 35 ჰესის მშენებლობა იგეგმება, რაც სვანეთში მცხოვრებ მოსახლეობას საფრთხეს შეუქმნის.

„დღევანდელი გამოფენის მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის ყოფისა და იქ არსებული მდგომარეობის ჩვენება. ამ სოფლებში ენერგეტიკის სამინისტროს მიერ დაგეგმილია ჰესების მშენებლობა. მხოლოდ ზემოთ სვანეთში 35 ჰესის აშენება იგეგმება, რაც საფრთხის შემცველია. ამ გამოფენის მიზანია, ადამიანებს გავაგებინოთ, რომ ნესკრას უკან არაა მხოლოდ პროექტი, არამედ არიან ადამიანები, ბიომრავალფეროვნება და გარემო, რომლის განადგურებაც არ შეიძლება," - განაცხადა ჭიპაშვილმა.

ფოტოგამოფენა ესპანეთის, ესტონეთისა და ჩეხეთის გარდა, რუსთავში, თეთრიწყაროსა და თბილისში გაიმართა. პროექტის ავტორები „მწვანე ალტერნატივა“ და "საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია" არიან.

ხატია ბანძელაძე


ნანახია: 1594-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ჰესის სიმძლავრე 7,6 მ.გ. შეადგენს და ის 36 მლნ. კვ.სთ. ენერგიას გამოიმუშავებს, რაც ენერგოსისტემაში არსებულ ხარვეზებს აღმოფხვრის.
გამოფენის მიზანია საქართველოს მრავალფეროვანი ბუნებისა და კულტურის პოპულარიზება

ამინდი