Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ჭიათურაში 'გარემოზე ზემოქმედების შეფასების კოდექსი' განიხილეს

თარიღი : 20-12-2016, 17:59 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სხდომათა დარბაზში კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრო ორგანიზაციათა ქსელის ინიციატივით შეხვედრა გაიმართა, სადაც ,,გარემოზე ზემოქმედების შეფასების კოდექსი“ განიხილეს. შეხვედრას ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზურაბ კუპატაძე, მაჟორიტარი დეპუტატი სულხან მახათაძე, გამგეობის სამსახურის უფროსები, შესაბამისი სფეროს სპეციალისტები, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჭიათურელთა კავშირისა“ და კომპანია ,,ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

უცხოელ ექსპერტებთან ერთად გარემოს დაცვის სამინისტრომ შეიმუშავა კანონპროექტის ,,გარემოზე ზემოქმედების შეფასების კოდექსი“ სამუშაო ვერსია, რომელიც არსებულ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანასა და ახალი რეგულაციების შემოღებას ითვალისწინებს.

ჭიათურაში, ტყიბულსა და ბოლნისში ღია განხილვის მოწყობის მიზანს კოდექსის საპარლამენტო განხილვების დაჩქარება და არსებულ კანონში ცვლილებების დროულად შეტანა წარმოადგენდა.

NS


ნანახია: 1518-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კანონპროექტი არსებულ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას და ახალ რეგულაციებს ითვალისწინებს.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სხდომათა დარბაზში ჭიათურისათვის ახალი სამედიცინო ცენტრის შექმნაზე იმსჯელეს.
ორშაბათის ოპერატიულ თათბირს, რომელსაც ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზურაბ კუპატაძე წარმართავდა, გამგებლის მოადგილეები და
ტრენინგის ფარგლებში ჟურნალისტებს მიეწოდათ ინფორმაცია მოპოვებითი მრეწველობის უარყოფითი ზეგავლენის შესახებ, ტყიბულისა და ჭიათურის
შეხვედრისას მუნიციპალიტეტის გაზიფიცირების საკითხის მოგვარებაზეც იმსჯელეს.

ამინდი