Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის 2017 წლის ბიუჯეტი აპლოდისმენტების ფონზე დამტკიცდა

თარიღი : 14-12-2016, 15:23 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის საკრებულომ ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი განიხილა და ერთხმად დაამტკიცა. ბიუჯეტი საკრებულოს ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ წარუდგინა. ქალაქის მერმა პრიორიტეტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2017 წელს ქუთაისს გაზრდილი ბიუჯეტი და შემცირებული ადმინისტრაციული ხარჯები აქვს. ,

"ერთ-ერთი საუკეთესო ბიუჯეტია რაც კი თვითმმართველობას დაუმტკიცებია. ქუთაისის 2017 წლის ბიუჯეტმა 51 572 800 ლარი შეადგინა, რომელიც წლის მანძილზე რეგიონალური განვითარების ფონდის მიერ გადმორიცხული თანხებით რამდენიმე მილიონით გაიზრდება. 2016 წელთან შედარებით 2017 წლის ბიუჯეტი დაახლოებით მილიონი ლარით გაიზარდა. ქალაქის 2017 წლის ბიუჯეტის მთავარ პრიორიტეტებს ინფრასტრუქტურის ეკონომიკის გარემოს დაცვისა და განათლების სფეროების განვითარება წარმოადგენს," - განაცხადა მურღულიამ.

საკრებულოს თავმჯდომარის დავით დვალის განცხადებით, ბიუჯეტი ყველაზე ოპტიმალური და ხელსაყრელია ქალაქისთვის.

„წლის მანძილზე ტრანსფერებს ველოდებით, რაც ქალაქის ბიუჯეტს რამდენიმე ათეული მილიონი ლარით გაზრდის. 2017 წლის ბიუჯეტი მილიონი ლარით მეტია წინა წლის ბიუჯეტთან შედარებით. მიმაჩნია, რომ ქალაქისთვის ყველაზე ოპტიმალური ბიუჯეტი მივიღეთ,“–განაცხადა დვალმა.

საკრებულოს რიგით 30–ე რიგგარეშე სხდომას, რომელზეც ბიუჯეტის პროექტი მიიღეს, 18 დეპუტატი ესწრებოდა.

ხატია ბანძელაძე


ნანახია: 2161-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მომდევნო წლის ბიუჯეტი 9 225 700 ლარს შეადგენს, რაც წინა წლის ბიუჯეტთან შედარებით 591,8 ლარით მეტია.
ქუთაისის მერის შოთა მურღულიას განცხადებით, მომავალი წლის განმავლობაში ბიუჯეტის ზრდა კიდევ 20 მილიონით იგეგმება.
წულაიას ბრალდებებთან დაკავშირებით ქუთაისის მერიაში კომენტარს არ აკეთებენ.
განცხადება ამის შესახებ ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე გააკეთა.
ქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტი, წლევანდელთან შედარებით მილიონი ლარით ნაკლებია.
ქალაქის 2019 წლის ბიუჯეტი 54,993,200 ლარით განისაზღვრა.

ამინდი