Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'დაუსრულებლად შეიძლება საუბარი 'მიუწვდომელ და მარადიულ' გალაკტიონზე, მისი პოეზია განაგრძობს არსებობას და მას დავიწყება არ უწერია"

თარიღი : 19-11-2016, 15:09 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ვანში გალაკტიონ ტაბიძის 125 წლის იუბილე აღინიშნა. უამინდობის მიუხედავად, დილიდან გალაკტიონის მშობლიურ სოფელ ჭყვიშში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ სტუმართა ნაკადი არ შეწყვეტილა. სახლ-მუზეუმს სტუმრობდნენ სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები,პედაგოგები, კულტურის და ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.
http://www.picz.ge/img/s1/1611/19/c/c797dd7a764c.jpg
http://www.picz.ge/img/s3/1611/19/b/b99e928dbb9e.jpg
როგორც Topnews.com.ge-ს ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, ღონისძიებათა ციკლი ჭყვიშში, გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმში დაიწყო სადაც გამგებელმა ზაზა ხურციძემ მოწვეულ სტუმრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გალაკტიონ ტაბიძის ძეგლი გვირგვინით შეამკო. 125-ე საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედების შესახებ ლიტერატურული პერფორმანსი გაიმართა პოეტის მშობლიურ ქოხში,რომელმაც მაყურებელზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. დღის ბოლოს კი ლევან გერსამიას სახელობის ვანის კულტურის ცენტრში რომა რცხილაძის და მისი ბენდის კონცერტი გაიმართა ,რომელსაც ვანისა და ბაღდათის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე ანტონი,ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ხურციძე,მოწვეული სტუმრები და საზოგადოების სხვა წევრები დაესწრნენ.

"კონცერტზე წარმოდგენილი იყო მაყურებლისთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი სიმღერები რომა და თემო რცხილაძის რეპერტუარიდან. სცენაზე გალაკტიონ ტაბიძის ლექსზე „ვერხვები“, სპეციალურად დღევანდელი დღისთვის შექმნილმა, სიმღერის ახალმა ვერსიამაც გაიჟღერა. ღონისძიებას ორგანიზება გაუწია გამგეობის კულტურის განათლების სპორტის,ტურიზმის და ახალგაზრდულ სამსახურმა. კულტურის ცენტრის სცენაზე წარმოდგენილმა ღონისძიებამ მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა. ვანელებისთვის ძალზედ საამაყოა ის ფაქტი,რომ ასეთი ბუმბერაზი პოეტი,პოეზიის მეფედ წოდებული გალაკტიონი ვანის მიწაზე დაიბადა. დაუსრულებლად შეიძლება საუბარი „მიუწვდომელ და მარადიულ“ გალაკტიონზე, მისი პოეზია განაგრძობს არსებობას და მას დავიწყება არ უწერია!," - ნათქვამია ვანის გამგეობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

NS


ნანახია: 1846-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ვანის მუნიციპალიტეტში გალაკტიონ ტაბიძის 124 წლის იუბილე აღნიშნეს
როგორც Topnews.com.ge-ს ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, 12:00 საათზე დაგეგმილია გალაკტიონ ტაბიძის ძეგლის გვირგვინით
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყვიშში გალაკტიონობა აღინიშნება.
'ტიციანობასთან' დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს იმერეთის გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, ვანის მუნიციპალიტეტის მერი

ამინდი