Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

შოთა მურღულია:2016 წელს ქუთაისში რეკორდული რაოდენობის გზები დაიგო

თარიღი : 16-11-2016, 17:31 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"2016 წელს ქალაქში რეკორდული რაოდენობის გზები დაიგო,“-ამის შესახებ ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ ქალაქის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.

ეთანხმება თუ არა ქალაქის მოსახლეობა მერის ამ განცხადებას? საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-მ თემაზე გამოკითხვა ჩაატარა.

დაგებული გზების რესტავრაციაზე აკეთებს აქცენტს ქუთაისში მცხოვრები გიორგი კვატაშიძე.

„გზები დაიგო, ვეთანხმები. ასევე იმას ვამბობ, რომ დაგებული გზების რესტავრაცია უფრო მეტი იყო, ვიდრე ახლის დაგება,“-განაცხადა კვატაშიძემ.

მერის განცხადებას არ ეთანხმება ქუთაისში მცხოვრები მაგდა ფურცხვანიძე. ფურცხვანიძის თქმით, მერი მოსახლეობას სახეში ნაცარს აყრის.

"ჩემი აზრით, მერი სახეში ნაცარს გვაყრის. გაკეთებული გზებიდან მხოლოდ ნიკეას ქუჩა მახსენდება, რომლის დაგებასაც ლამის მთელი წელი მოუნდნენ. ნიკეას ქუჩა კი რეკორდულ რაოდენობას სულაც არ აჩვენებს მაშინ, როცა ქალაქში გზების მხრივ კატასტროფული მდგომარეობაა,“-აცხადებს ფურცხვანიძე.

მხოლოდ ქალაქის რამდენიმე ქუჩის რეაბილიტაცია ახსენდება ქუთაისში მცხოვრებ გიორგი ხურციძეს.

„წინა წელთან შედარებით გაზრდილია მერიის მუშაობა. რაც შეეხება გზებს, მხოლოდ ნიკეას ქუჩის გზის საფარის და გამყოფი ზოლის მოწყობა, ასევე კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის გზის რეაბილიტაცია მახსენდება. ასათიანის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყეს, მაგრამ არც თუ ისე ხარისხიანად მიმდინარეობს. თუ შევხედავთ სანიაღვრე სისტემის მოწყობას, რომელმაც ქარსაცავი ზოლი დააზიანა. რა თქმა უნდა, მოეწყო ზოგიერთ უბანში საცხოვრებელი ბინების ეზოებში გზის საფარი, მაგრამ თუ ეზომდე ვერ მივედი ნორმალურად, ეზოში დაგებული გზა არაა საკმარისი. უნდათ გააკეთონ, მაგრამ უკუღმა იწყებენ ყველაფერს,“-განაცხადა ხურციძემ.

ხატია ბანძელაძე


ნანახია: 1964-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მალხაზ ბასილაძის თქმით, აღნიშნული პროექტის განხორციელების შემდეგ, ნიკეას ქუჩა
სილოვან მახვილაძის ქუჩა წლების მანძილზე ამორტიზებული იყო.

ამინდი