Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში, თანამედროვე ტურისტული ატრაქციის საუკეთესო პროექტის ავტორი 1 000 ლარს მიიღებს

თარიღი : 14-11-2016, 16:49 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ქუთაისში თანამედროვე ტურისტული ატრაქციების შექმნისათვის საუკეთესო საპროექტო იდეების შერჩევის მიზნით, კონკურსი გამოცხადდა.

კონკურსის ინიციატორი ქალაქის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის ტურიზმის განყოფილებაა.

"თემატიკა არ არის შეზღუდული, ხოლო წარმოდგენილი ნამუშევარი უნდა იყოს კრეატიული და ინოვაციური, ვიზუალურად მიმზიდველი, აღქმადი და დახვეწილი. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია 18 წელზე ზემოთ ასაკის ყველა დაინტერესებულ პირს, გარდა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებისა. ასევე, ერთ კონკურსანტს შეუძლია რამდენიმე ნამუშევრის, ან რამდენიმე პირს შეუძლია ერთობლივი ნამუშევრის წარმოდგენა," - აცხადებს მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსი პაატა კლდიაშვილი.

პირობების მიხედვით, საკონკურსო ნამუშევარი წარმოდგენილი უნდა იყოს ბეჭდური ან/და ელექტრონული ფორმით. მას თან უნდა ახლდეს იდეის დეტალური შინაარსობრივი აღწერა, ატრაქციის განთავსების ადგილი და იდეის განხორციელების (ტურისტული ატრაქციის შექმნის) დეტალური ხარჯთაღრიცხვა. ასევე, სასურველია წარმოდგენილი იქნეს საკონკურსო ნამუშევრის მაკეტი ან/და რენდერი. გამარჯვებულს გამოავლენს ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი კომისია. გამარჯვებული კონკურსანტი/კონკურსანტები მიიღებენ ერთჯერად ფულად ჯილდოს - 1000 ლარის ოდენობით. ნამუშევრის მოწოდების ბოლო ვადა 2016 წლის 30 ნოემბერია.


ნანახია: 1955-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერია ლოგოსა და სლოგანის შესარჩევად კონკურსს კვლავ აგრძელებს.
როგორც ქალაქის მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, ტურისტული ლოგოსა და სლოგანის დამტკიცების ვადამ ერთი თვით გადაიწია. ვადის
გამოფენაზე ქალაქ ქუთაისისა და მისი შემოგარენის ტურისტული პოტენციალი საგამოფენო სტენდით არის წარმოდგენილი.
კონკურსში მონაწილეობა და ხმის მიცემა www.kutaisi.gov.ge-ზე ონლაინ რეჟიმშია შესაძლებელი.
ახალი ლოგო და სლოგანი ქალაქის საინფორმაციო ცენტრზე განთავსდება.
კონკურსის პირობების მიხედვით, კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს, საკონკურსო კომისიის წევრების გარდა.

ამინდი