Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა უნდა გაითვალისწინოთ, სანამ ქონებას იპოთეკით დატვირთავთ

თარიღი : 5-11-2016, 16:47 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა, ინტერვიუ   
topnews.com.ge
საქართველოში იპოთეკით დაზარალებულთა რიცხვი საკმაოდ დიდია. რა უნდა იცოდეს ადამიანმა, რომელიც თავის ბინას და უძრავ ქონებას იპოთეკით ტვირთავს? – ეს ჩვენს საზოგადოებაში უაღრესად აქტუალური და მტკივნეული თემაა. იმისათვის, რომ არც მსესხებელი დაზარალდეს და არც გამსესხებელი, უამრავი ნიუანსის გათვალისწინებაა საჭირო. სწორედ ამ ნიუანსებზე გვესაუბრება ადვოკატი ირაკლი უტიაშვილი:

– დავიწყოთ ყველაზე მარტივით: ვიდრე თავის ქონებას იპოთეკით დატვირთავდეს, მსესხებელმა წინასწარ უნდა გათვალოს, შეძლებს თუ არა პროცენტის გადახდას. ისიც საგულისხმოა, რომ როდესაც სესხს ფიზიკური პირისგან ანუ მევახშისგან იღებთ, პროცენტი საკმაოდ მაღალია. ზოგჯერ ისე ხდება, რომ მსესხებელი კრედიტორს პირადად, ხელზე გადასცემს პროცენტს, მერე ეს თანხა არსად ჩანს და მას უჭირს დამტკიცება, რომ ეს ფული გადახდილი აქვს. თანხის ხელზე გადაცემა დიდი შეცდომაა, ყველაფერი წერილობით უნდა გაფორმდეს, უნდა არსებობდეს საბუთი, რომ მსესხებელმა იპოთეკარს პროცენტით გათვალისწინებული თანხა გადასცა ამა და ამ თვის ამა და ამ რიცხვში. წერილობითი დოკუმენტის არსებობა ამ დროს აუცილებელია.
– ბატონო ირაკლი, ასეთი შემთხვევები ხშირად ხდება?
– ვერ გეტყვით, რომ ძალიან ხშირად, მაგრამ მსგავსი შემთხვევები ყველა ადვოკატის პრაქტიკაში ყოფილა. გამონაკლისი არც მე ვარ. ზოგჯერ მხარეები ზეპირად თანხმდებიან, მაგრამ ხელშეკრულებაში სულ სხვა პროცენტია დაფიქსირებული. როდესაც თანხის გადახდის დრო დგება, მსესხებელი ამას მხოლოდ მაშინ იგებს. ხელშეკრულების ვადა და პროცენტი – ეს ის პუნქტებია, რომელსაც ყველაზე დაკვირვებით და ყურადღებით უნდა გაეცნოთ, სხვაგვარად შეიძლება მოტყუებული დარჩეთ. ხშირ შემთხვევაში არც კითხულობენ ხელშეკრულებას, რომელიც ნოტარიულად ფორმდება. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე გვერდია, ყველა დეტალს არ არკვევენ და სიტყვიერი შეთანხმებით კმაყოფილდებიან. მაგალითად: ჩემს ერთ-ერთ კლიენტს კერძო პირისგან 5 ათასი დოლარი ჰქონდა ნასესხები და 2300 დოლარი ხელზე ჰქონდა გადახდილი, მაგრამ ამას ვერაფრით ამტკიცებდა, მე ყველას ვურჩევდი, რომ წაიკითხონ და ნახონ პუნქტები, რომელიც ხელშეკრულებაშია ჩადებული.

– თუ თანხის გამცემი კომერციული ბანკი ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა?

– მსესხებელი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გაეცნოს ხელშეკრულების დეტალებს. აქვე ვიტყოდი, რომ კერძო პირებს შორის გაფორმებულ იპოთეკისა და სესხის ხელშეკრულებაში ხშირად კაბალური პირობებია ჩადებული, ამიტომ ჯობია უპირატესობა კომერციულ ბანკთან ურთიერთობას მიანიჭოთ, რადგან ბანკთან დადებული ხელშეკრულება უფრო ხანგრძლივია და პროცენტიც უფრო დაბალია. ბანკმა შეიძლება თავის კლიენტს სესხის დაფარვის ვადაც გაუგრძელოს მაშინ, როდესაც კერძო პირები ასე იშვიათად იქცევიან. ისიც საყურადღებოა, რომ კერძო პირი საკომისიოს სახითაც უფრო მეტ თანხას იტოვებს, ამიტომ, საბანკო დაწესებულებებთან ურთიერთობა გაცილებით მსუბუქია. სხვათა შორის, ძალიან ბევრმა მსესხებელმა არ იცის კიდევ ერთი, უმნიშვნელოვანესი დეტალის შესახებ.

– რას გულისხმობთ?

– როდესაც ძირითადი თანხის დაბრუნების ვადა არის დავუშვათ 6 თვე, ამ ვადის გასვლის შემდეგ მსესხებლის მიერ გადახდილი ნებისმიერი თანხა ძირითად თანხას უნდა მოაკლდეს. ამიტომ, თუ მსესხებელმა მოვალეს ფული 6 თვის განმავლობაში ვერ დაუბრუნა, ამის შემდეგ მის მიერ გადახდილი ნებისმიერი თანხა ძირ თანხას აკლდება – ასეთია უზენაესი სასამართლოს განმარტება. თუკი იპოთეკარი ქონების აუქციონზე გატანას და პროცენტის გადახდასაც ითხოვს, ეს უკანონო მოთხოვნაა. მსესხებელს შეუძლია მის წინააღმდეგ სარჩელიც კი აღძრას. რაც შეეხება აუქციონს, როდესაც ის გამოცხადდება, მსესხებელს შეუძლია თავადაც მიიღოს მასში მონაწილეობა. აუქციონი ელექტრონულად ტარდება და როდესაც ქონება იპოთეკით არის დატვირთული, აუქციონზე ამ ქონების ღირებულების 70% თავსდება. ასე რომ, მსესხებელს შეუძლია უფრო ნაკლებ ფასად შეიძინოს თავისი ქონება, ვიდრე სესხი აქვს გამოტანილი. კანონი მას ამის საშუალებას აძლევს. ზოგმა ისიც არ იცის, რომ სესხის ქონებით უზრუნველყოფა აუცილებელი არ არის, შეიძლება ისე გაასესხო თანხა, რომ ის ქონებით არ იყოს დატვირთული.
– საინტერესოა, ბევრი მსესხებლის ქონება იყიდება აუქციონის წესით?
– სამწუხაროდ, ეს პროცესი გრძელდება. იმის გამო, რომ ვალს ვერ აბრუნებენ, ძალიან ბევრ იპოთეკარს ქონებას უყიდიან. ასეთი რამ ყოვედღიურად ხდება. უფრო მეტიც, დღეში რამდენიმე აუქციონი სწორედ ასეთი ქონების გაყიდვას ემსახურება. თუმცა, არ უნდა იფიქროთ, რომ დაზარალებული მხოლოდ მსესხებელი რჩება, ზოგჯერ გამსესხებელიც ტყუვდება და ზარალდება. ამის დასტურად ერთი მაგალითის მოყვანა შემიძლია, რომელიც ჩემს პრაქტიკაში შემხვდა: მსესხებელმა კერძო პირისგან 10 ათასი დოლარი ისესხა და ამ თანხის სანაცვლოდ აჩვენა სახლი, რომელიც მცხეთაში ჰქონდა. ამის შემდეგ გაფორმდა ხელშეკრულება, სადაც მსესხებელმა სახლის საკადასტრო კოდი კი არ მიუთითა, არამედ ცარიელი მიწის ნაკვეთი, რომელიც იქვე, სახლის გვერდზე იყო. მისი ღირებულება მხოლოდ 3 ათასი ლარი გახლდათ, ხოლო იმ სახლის ღირებულება, რომელიც იპოთეკარმა ნახა – 20 ათასი დოლარი. ბოლოს, მსესხებელმა არ დაუბრუნა კრედიტორს ვალი და იმანაც მხოლოდ 3 ათასი ლარის დაბრუნება შეძლო. ასეთი ფაქტებიც ხდება ხოლმე.
– თუ ადამიანი ვალს ვერ აბრუნებს და მისი ქონება უკვე აუქციონზეა გატანილი, ამ შემთხვევაში რა უფლებები აქვს მას?
– როდესაც ქონება აუქციონზე იყიდება, მისი მესაკუთრე უმეტესწილად იპოთეკარი ხდება, მაგრამ ის მოვალეს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით თუ გამოასახლებს თავისი ბინიდან, რადგან პოლიციის ძალით გამოსახლება აკრძალულია. იპოთეკარს უფლება აქვს მიმართოს საჯარო რეესტრს და მსესხებლის უძრავი ქონება თავის სახელზე გადაიფორმოს, მაგრამ აქაც არის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: ამის უფლებას კანონი მხოლოდ იმ შემთხვევაში იძლევა, თუ ორივე მხარე ერთობლივი განცხადებით მიმართავს საჯარო რეესტრს.
წყარო: Bpn.ge


ნანახია: 1278-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თქვენც უარს არ ეუბნებით, ბოლოს, ეს ახლობელი თუ მეგობარი ვალს ვეღარ (თუ აღარ) იხდის და კრედიტორი ფულის დაბრუნებას თქვენგან ითხოვს.
200 ათასამდე ერთეული ქონება კერძო მევახშეების ხელშია.
რა დაბრკოლებებს აწყდება ჩვენი მოსახლეობა სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობისას?
კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა თუ კერძო მევახშეების მიერ დასაკუთრებული უძრავი ქონების რაოდენობამ 2015 წელს
სასესხო პროდუქტს, რომელიც ქართულ საფინანსო ბაზარზე ონლაინ–სესხების გამცემმა კომპანიებმა შემოიტანეს და რომელიც წლების განმავლობაში
კერძო იპოთეკარი, რომლის წინააღმდეგ თაღლითობის მუხლით პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ
ეროვნული მოძრაობის წევრები სამხედროს გადატრიალებისას დაღუპული ადამიანების მკვლელობების გამოძიებას და მათთვის, ისევე როგორ მათი ოჯახის წევრებისასთვის, სტატუსის
'ქუთაისის ა(ა)იპ მადლიერების სახლში ბენეფიციართა მომსახურება ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება,' - ინფორმაციას ამის შესახებ მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მირზა გამეზარდაშვილი ამბობს, რომ შახტში აფეთქების შესახებ ინფორმაცია სიცრუეა. ოჯახი გამოძიებას ენდობა და მის შედეგებს ელოდება.

ამინდი