Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის ხელისუფლების გეგმები სპორტის საწყლოსნო სახეობათა განვითარებისთვის

თარიღი : 16-08-2016, 21:22 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა, ინტერვიუ   
topnews.com.ge

ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლების გეგმით, მიმდინარე წელს ქალაქში, წყალბურთის, როგორც სპორტის ერთ-ერთი სახეობის განვითარებისთვის, სამუშაოების დიდი ნაწილი უნდა ჩატარდეს. კერძოდ, საუბარია წყალბურთის სფეროში ინრასტრუქტურის მოწესრიგებასა და საცურაო კომპლექსის მშენებლობაზე. აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით და ზოგადად რეგიონში სპორტის ამ სახეობის მდგომარეობაზე TOPNEWS.COM.GE წყალბურთის ფედერაციის პრეზიდენტსა და ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეს დავით დვალს ესაუბრა.

თქვენ ბრძანდებით წყალბურთის ფედერაციის პრეზიდენტი. რამ გამოიწვია სპორტის ამ სახეობით თქვენი დაინტერესება?

ჩვენ ვართ სპორტის საწყლოსნო სახეობათა იმერეთის ასოციაცია, აღიარებული პარტნიორი საქართველოს სპორტის საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის მიერ და ყრილობის გადამწყვეტი ხმის უფლების მანდატის მქონე ორგანიზაცია. ზოგადად სპორტის საწყლოსნო სახეობანი თავის თავში არა მხოლოდ წყალბურთს, ასევე ცურვას, სინქრონულ ცურვასა და წყალში ხტომას მოიცავს. სამწუხაროდ, ამ ეტაპისთვის, შესაბამისი ინფრასტრუქტურის არასაკმარისობის გამო მხოლოდ წყალბურთია განვითარებული, ცურვის სექციისათვის საათები არ გვყოფნის, იგივე პრობლემა აქვს სინქრონულ ცურვასაც, ხოლო ქონგურიანი სახტომი აუზი ქუთაისში საერთოდ არ არსებობს (არადა ასეთი 2 იყო).

ამიტომ მხოლოდ წყალბურთი არის ის სივრცე, რომელსაც არსებული მწირი ინფრასტრუქტურის პირობებში ექცევა ყურადღება. ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სპორტის სახეობაა და ამასთანავე ფიზიკური კულტურის განვითარებას, დახვეწას და სრულყოფას ყველაზე მეტად უწყობს ხელს.

როგორ ახერხებს დავით დვალი წყალბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის ერთმანეთთან შეთავსებას?

ეს ორი პოზიცია არც სამართლებრივად არის ინტერესთა კონფლიქტში და არც საქმიანობის თვალსაზრისით.
ჩვენ სპორტის ამ სახეობაში მომუშავე მწვრთნელებთან ერთად ვცდილობთ მაქსიმალურად გამოვაცოცხლოთ სპორტის ეს სახეობა. სპორტის ააიპ-იც ბევრს აკეთებს ამისათვის. წელს სასკოლო პირველობაც კი აღვადგინეთ, რაც ქუთაისში რამოდენიმე ათეული წელია არ ჩატარებულა. ამ ტურნირმა უაღრესი ინტერესი გამოიწვია.
ასევე, ქუთაისის თასი წელს უკვე მეოთხედ და ამასთან პირველად საერთაშორისო ტურნირის რანგში ჩატარდა და თვით უნგრელები ჩამოვიდნენ მოზარდთა ამ უკვე ტრადიციულ ტურნირში მონაწილეობის მისაღებად.

მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს ეროვნულ ფედერაციასთან. ქუთაისი ყოველთვის იყო ქართული წყალბურთის ერთ-ერთი აკვანი, რომელსაც სრულიად გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ მსოფლიოს მასშტაბის ლეგენდები გაუზრდია, მხოლოდ გიორგაძისა და ჩომახიძის ხსენება კმარა.

რა მდგომარეობაა დღეს სპორტის აღნიშნულ სახეობაში და რა პერსპექტივა აქვს წყალბურთს?

ქუთაისში საკლუბო წყალბურთი ამ ეტაპზე არ არსებობს. ამის მთავარი მიზეზი ისევ და ისევ შესაბამისი ინფრასტრუქტურის უქონლობაა. ქალაქში არსებული აუზები ბოლომდე ვერ აკმაყოფილებენ მოთხოვნებს. ამიტომაც სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში გვაქვს წარმატებები, იწყებს განვითარებას ნიჭიერი სპორტსმენები, მაგრამ რაღაც ეტაპის მერე აუზის მასშტაბები უკვე ვერ იძლევა განვითარების საშუალებას. ამიტომ სტანდარტული მასშტაბების აუზი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სპორტის საწყლოსნო სახეობათა განვითარებისთვის და ეს არის ჩვენი მთავარი გამოწვევა. ჩემი, როგორც საკრებულოს თავმჯდომარისა და როგორც სპორტის საწყლოსნო სახეობათა ასოციაციის პრეზიდენტის მიზანი სრულ სინქრონშია. მინდა მოვახერხოთ, რომ ქალაქში ჩვენი მმართველობის პერიოდში დაიწყოს სტანდარტული ზომების საცურაო კომპლექსის მშენებლობა. ამისათვის დასახული მაქვს პროგრამა მინიმუმი: მიმდინარე წელს უნდა საბოლოოდ შეირჩეს ადგილი და დატენდერდეს საპროექტო სამუშაოები, რადგანაც საბოლოოდ გვქონდეს პოლიგონი, ესკიზი და ზუსტად ვიცოდეთ რა თანხის აკუმულირება გვჭირდება, რომ მომდევნო წელი უკვე რეალურად საამშენებლო პროცესი დავიწყოთ. ეს იქნება პირადად ჩემთვის ორივე სტატუსში მიღწეული მეტად საამაყო საქმე.


ნანახია: 1546-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში საწყლოსნო კომპლექსის მშენებლობის დაწყება 2017 წლისათვის არის დაგეგმილი.
ამ დროისათვის არსებული ინფორმაციის მიხედვით, ახალმა, 5 000 კაცზე გათვლილმა სპორტის სასახლემ 2017 წელს ახალგაზრდებს შორის
ქუთაისში, საცურაო კომპლექს 'ლაგუნაზე' წყალბურთში სასკოლო პირველობის ფინალური მატჩი და ტურნირის დახურვა გაიმართა.
ქალაქში დაფუძნებულია შესაბამისი ფედერაციაც.
ოლიმპიადა სპორტის სხვადასხვა სახეობას მოიცავს და მასში იმერეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტია ჩართული.
მომავალი წლიდან ქუთაისში საცურაო აუზების, ახალი სპორტული მოედნებისა და სპორტის სხვადასხვა სახეობის სავარჯიშო დარბაზების
მმართველ გუნდში უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საკანონმდებლო ორგანო სრულად თბილისში დაბრუნდეს.
რაც მთავარია, მაღაზიაში კოლექცია მუდმივად განახლებადია, ხოლო ბრენდული ტანისამოსის შეძენა ყველასთვის ხელსაყრელ ფასად არის შესაძლებელი.
პარტია თავისუფალი საქართველოს საარჩევნო შტაბის უფროსმა, გოგი წულაიამ ბიძინა ივანიშვილს სოლოლაკის რეზიდენციასთან საჩუქარი მიუტანა.

ამინდი