Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'არჩევნების შემდეგ, ამომრჩევლის თვალსაწიერიდან არ გავალ ისე, როგორც ეს აქამდე ხდებოდა'

თარიღი : 28-07-2016, 16:23 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა, ინტერვიუ   
topnews.com.ge
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გთავაზობთ რუბრიკას სახელწოდებით "ჩემი არჩევანი". აღნიშნული რუბრიკის ფარგლებში სააგენტო პერიოდულად შემოგთავაზებთ ინტერვიუებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან.
რუბრიკა „ჩემი არჩევანი“ წარმოგიდგენთ "ირაკლი ალასანია-თავისუფალი დემოკრატების" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის ერთ-ერთ კანდიდატს გიორგი ხაზარაძეს.

ბატონო გიორგი, რატომ მიიღეთ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის გადაწყვეტილება?

ზოგადად, პოლიტიკაში შემოსვლა გადამაწყვეტინა სურვილმა, რომელიც ითვალისწინებს იმ მავნე სტერეოტიპების დამსხვრევას, როდესაც პოლიტიკოსებს მოსახლეობა ახსენდებოდათ მხოლოდ წინასაარჩევნოდ. ვფიქრობ, ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატს უნდა შეეძლოს და ევალება არსებული პრობლემის თუ პრობლემების ადგილიდან დაძვრა და ბოლომდე მიტანა საკანონმდებლო ორგანომდე, პერიოდულად შეხვედრა ამომრჩეველთან და მათთან ხშირი კომუნიკაცია.

როგორ ფიქრობთ, რამდენად კარგად იცნობთ ქუთაისის პრობლემატიკას?

ქუთაისის პრობლემატიკას ვიცნობ კარგად და ის დიდად არ განსხვავდება ზოგადად ქვეყანაში არსებული პრობლემებისაგან. თუმცა, გამოვყოფდი სოციალურ, ინფრასტრუქტურულ და ქალაქის მთავარი, ძირითადი ფუნქციისა და დანიშნულების საკითხს. ვფიქრობ, ჩვენი ქალაქი უნდა დარჩეს საპარლამენტო სტატუსის, მაგრამ არა ისეთი ფორმით, როგორიც ის დღეს ფუნქციონირებს. საკომიტეტო მოსმენებიც ქუთაისში უნდა გაიმართოს, როს შემდეგაც, ყველა დიპლომატიური მისია აქ თავის წარმომადგენლობას გახსნის და სრულად შედგება საპარლამენტო ცხოვრება. მაგრამ ქალაქს მხოლოდ საპარლამენტო სტატუსი ვერ განავითარებს. ქუთაისს შეუძლია იტვირთოს საკურორტო ჰაბის ფუნქცია კოპიტნარის აეროპორტის გამო. ასევე, ქალაქი უნდა დაიხუნძლოს კულტურული ღონისძიებებით, ამისათვის კარგი საშუალებაა ოპერის თეატრი, დრამატული თეატრი, სხვადასხვა მუზეუმი, ქალაქის ცენტრალური ნაწილი თითქმის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს და ა. შ. ასევე, ხელი უნდა შევუწყოთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, რათა შეიქმნას სამუშაო ადგილები. მოკლედ, ქუთაისი საპარლამენტო სტატუსის გარდა უნდა იყოს მრავალმხრივ დატვირთული ფუნქციით.

როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს?

წინასაარჩევნო გარემოს რაც შეეხება, ვიტყოდი რომ იდეალური არ არის, თუმცა გარემო იძლევა იმის საშუალებას, საზოგადოებას მივაწოდოთ ჩვენი ხედვები, პროგრამები და დამოკიდებულებები სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით.

რამდენად თანაბარია წინასაარჩევნო გარემო კანდიდატებისთვის?

რაც შეეხება, რამდენად თანაბარია წინასაარჩევნო გარემო კანდიდატებისთვის, ვიტყვი, რომ ეს გამოჩნდება პროცესის დინამიკაში. მთავარია, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება არ მოხდეს ხელისუფლებისგან და ჰქონდეს მას მზაობა, ნება-სურვილი სწორ, კონკურენტულ გარემოში იპაექროს ოპონენტებთან. ანუ, ეს, ყველაფერი, გამოჩნდება პროცესში.

გამარჯვების შემთხვევაში რა სარგებელს მოუტანს თქვენი მაჟორიტარობა ქალაქს?

გამარჯვების შემთხვევაში, მე ვპირდები ამომრჩევლებს, რომ არ გავზრდი მანძილს და დროს ჩემსა და ამომრჩეველს შორის, ხშირად გვექნება კომუნიკაცია. არჩევნების შემდეგ, მათი თვალსაწიერის არედან არ გავალ ისე, როგორც ეს აქამდე ხდებოდა.

რა არის თქვენი საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტი?

საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტი ჩემთვის არის ხალხი და საქმე.



ხატია ბანძელაძე


ნანახია: 2001-ჯერ

მსგავსი სიახლეები
იმერეთის მთავარი საინფორმაციო Topnews.com.ge 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გთავაზობთ რუბრიკას 'ჩემი არჩევანი'.
იმერეთის მთავარი საინფორმაციო Topnews.com.ge 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გთავაზობთ რუბრიკას 'ჩემი არჩევანი'.
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გთავაზობთ რუბრიკას
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გთავაზობთ რუბრიკას
იმერეთის მთავარი საინფორმაციო Topnews.com.ge 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გთავაზობთ რუბრიკას "ჩემი არჩევანი".
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გთავაზობთ რუბრიკას 'ჩემი
ეროვნული მოძრაობის წევრები სამხედროს გადატრიალებისას დაღუპული ადამიანების მკვლელობების გამოძიებას და მათთვის, ისევე როგორ მათი ოჯახის წევრებისასთვის, სტატუსის
'ქუთაისის ა(ა)იპ მადლიერების სახლში ბენეფიციართა მომსახურება ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება,' - ინფორმაციას ამის შესახებ მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მირზა გამეზარდაშვილი ამბობს, რომ შახტში აფეთქების შესახებ ინფორმაცია სიცრუეა. ოჯახი გამოძიებას ენდობა და მის შედეგებს ელოდება.

ამინდი