Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა წერია აუდიტის ანგარიშში, რომლითაც ქუთაისის მერიის სახანძროს უფროსი მეორედ გაათავისუფლეს?

თარიღი : 6-11-2013, 15:21 | კატეგორია: სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიის სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსი კახა მაჩიტიძე დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მაჩიტიძის გათავისუფლების მიზეზი ის ანგარიში გახდა, რომელიც ქალაქის მერიის აუდიტისა და კონტროლის სამსახურმა სახანძრო სამსახურის არაგეგმიური აუდიტის შედეგად დადო.
აუდიტისა და კონტროლის სამსახურის უფროსის მალხაზ ჭრელაშვილის თქმით, სახანძრო სამსახურის მიერ სპეცტექნიკისა და სახსრების არამიზნობრივი გამოყენების ფაქტებთან დაკავშირებით ქალაქის მერიაში ინფორმაცია იმ დროს შევიდა, როდესაც მიმდინარე წლის ზაფხულში, ქალაქის მერიაში ჩატარებული რეორგანიზაციის შედეგად, კახა მაჩიტიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს და მის მოვალეობას ნიკოლოზ კოღუაშვილი ასრულებდა. მაჩიტიძემ კი სამსახურში დაბრუნება მოგვიანებით, სასამართლოს გადაწყვეტილებით შეძლო.
მალხაზ ჭრელაშვილის თქმით, აუდიტი სახანძრო სამსახურში ორი კვირის განმავლობაში მუშაობდა. როგორც ჭრელაშვილი განმარტავს, სამსახურმა „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ კანონის მოთხოვნები დაარღვია.
„რადგან სახანძრო მანქანების გამოყენება ხანძრის, საგანგებო სიტუაციების დროს უნდა მოხდეს და სხვა დანიშნულებით მათი გამოყენება არ შეიძლება. სახანძროს მანქანებით ხდებოდა კერძო შპს-ების აუხზების წყლით შევსება, ფერმერებისათვის წყლის მიტანა, რაზეც გაწერილი იყო ბიუჯეტის ხარჯები. შეიძლება თვითონაც ვერ აცნობიერებდნენ, რომ ამით კანონს არღვევდნენ. გუბერნიიდან სახანძრო სამსახურს დროებით სარგებლობაში ჰქონდა გადაცემული სპეცტექნიკა. აქაც საბიუჯეტო სახსრებისა და საწვავის არამიზნობრივი ხარჯვა გამოვლინდა,“ - ამბობს მალხაზ ჭრელაშვილი.
აუდიტის სამსახურის მიერ შედგენილ ანგარიშს ქალაქის მერის მოვალეობის უკვე ყოფილი შემსრულებელი კოტე ლომიძე გაეცნო, რომელმაც მაჩიტიძის სამსახურიდან გაშვების გადაწყვეტილება მიიღო.
„თუ ამას თანხების არამიზნობრივ ხარჯვად თვლიან, მაშინ ეს დოკუმენტები გადასცენ პროკურატურას. ქალაქის მერიამ და თვითმარქვია მერმა კოტე ლომიძემ ეს ანგარიში ისე განიხილეს მე არ დამასწრეს. ვინმე ზურაბ ხურციძეს, რომელსაც მე არ ვიცნობ და ნიკოლოზ კოღუაშვილს ძალიან უნდათ ჩემი გათავისუფლება. ავადმყოფობის გამო ჯერ ბიულეტენზე ვარ და სამსახურში არ გავსულვარ. არც გათავისუფლების ბრძანება ჩამბარებია. დავიღალე, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას სასამართლოში აუცილებლად გავასაჩივრებ,“ - ამბობს კახა მაჩიტიძე.


ნანახია: 2901-ჯერ

მსგავსი სიახლეები
„არასოდეს არც ერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ, მაგრამ არ ვმალავ ჩემს სიმპათიას „ნაციონალების“ მიმართ. მე და გია თევდორაძე
კობა გაბიანმა, რომელიც სამსახურიდან ქალაქის მერიაში დაწყებული რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლდა, სამუშაო ადგილი სასამართლოს
ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში ქალაქის მერიის საგანგებო სიტუაციების სამსახურისათვის გაკეთებულ ახალ შენობას ადგილობრივ
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა შალვა ხუციშვილმა რეგიონების სახანძრო-სამაშველო ძალების
ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე, სასტუმრო „ქუთაისთან“ ავტოსაგზაო შემთხსვევა მოხდა. შემთხვევის შედეგად ერთმანეთს სახანძრო მანქანა

ამინდი