Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

როგორ აფასებს ამირან ხვადაგიანის გადაწყვეტილებას ქუთაისის მერი?

თარიღი : 12-07-2016, 17:42 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა, ინტერვიუ   
topnews.com.ge
ამირან ხვადაგიანი, რომელიც 7 წელი (2006-2012 წლებში) ქუთაისის საკრებულოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სახელით ხელმძღვანელობდა, ხოლო 2013 წელს ქალაქის ბოტანიკური ბაღის დირექტორად დაინიშნა, რამდენიმე დღის წინ მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისათვის“ ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გახდა. ხვადაგიანის აღნიშნულ ნაბიჯთან დაკავშირებით Topnews.com.ge ქალაქის მერის, შოთა მურღულიას პოზიციით დაინტერესდა.

ბატონო შოთა, რამდენად სწორად მიგაჩნიათ თავის დროზე ამირან ხვადაგიანის ბოტანიკური ბაღის დირექტორად დანიშვნა? ხვადაგიანი ამჟამად პოლიტიკური მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელია.

ამ კითხვას რომ უპასუხო, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ამირან ხვადაგიანი ბოტანიკური ბაღის დირექტორად 2013 წლის თებერვალში დაინიშნა, ანუ რამდენიმე თვით ადრე ვიდრე მე მერის მოვალეობის შემსრულებელი გავხდებოდი. შესაბამისად, მე მის დანიშვნაზე ვერაფერს გეტყვით.

ამბობენ, რომ 2014 წლის დასაწყისში, როდესაც თქვენ საკრებულოს ახალი უმრავლესობის ფორმირებას ცდილობდით, თქვენსა და ამირან ხვდაგიანს შორის გარიგება მოხდა.

2013 წლის ბოლოს, როდესაც მე მერის მოვალეობის შემსრულებლად დავინიშნე, საკრებულოს 24 წევრიდან მმართველ პარტიას 5 წევრი უჭერდა მხარს. პოლიტიკური პროცესების სტაბილიზაციისათვის გადავწყვიტე, საკრებულოს წევრების უმეტესობა დამერწმუნებინა, რომ შეეწყვიტათ საბოტაჟი და ერთად მიგვეღო სწორი გადაწყვეტილებები. ეს არ იყო იოლი პროცესი, თუმცა 2 თვეში საკრებულოს 12 წევრი დავარწმუნეთ ჩვენი პოზიციის მართებულობაში. აუცილებელი იყო მე-13 წევრის მხარდაჭერა, რათა ქალაქისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებელი მიგვეღო. ჩემსა და ამირან ხვადაგიანს შორის ნამდვილად შედგა შეხვედრები და მან დაგვეხმარა ქალაქისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებების მიღებაში. ვისაც მოკლე პოლიტიკური მეხსიერება აქვს მინდა შევახსენო, რომ ამ ნაბიჯების გადადგმის გარეშე თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებას სერიოზული საფრთხე ექმნებოდა.

ანუ ადასტურებთ, რომ ამირან ხვადაგიანმა თქვენთვის სასარგებლო გადაწყვეტილებების მხარდაჭერის სანაცვლოდ შეინარჩუნა ბოტანიკური ბაღის დირექტორის თანამდებობა?
რა თქმა უნდა, ეს არასწორი მიდგომაა. ამირან ხვადაგიანი ბოტანიკური ბაღის დირექტორად ჩემს ჩამოსვლამდე იყო დანიშნული, თანაც უვადოდ. მისი მოხსნა პოლიტიკური ნიშნით კანონდარღვევაა და სამართლებრივად ამის საფუძველი არ გვქონია. გარდა ამისა, არ დამივიწყებია ყველაზე კრიტიკულ მომენტში მისი ჩვენი გუნდისადმი მხარდაჭერა. ამირან ხვადაგიანის სხვა პარტიაში გადასვლა არასწორ გადაწყვეტილებად მიმაჩნია. ამ გადაწყვეტილებასთან ერთად მან მომმართა განცხადებით მისი ბოტანიკური ბაღის დირექტორობიდან განთავისუფლების შესახებ, რაც დავაკმაყოფილე.

ამირან ხვადაგიანი აცხადებს, რომ ის ქალაქს ისევე ააყვავებს, როგორც ბოტანიკური ბაღი ააყვავა. რა შეფასებას გააკეთებდით მის ამ განცხადებასთან დაკავშირებით?
ცოტათი უხერხულია იმაზე საუბარი თუ ვინ ააყვავა ბოტანიკური ბაღი. მე გეტყვით, რომ ბოტანიკურ ბაღს დაფინანება გაეზარდა 2013-2015 წლებში, რითაც მოხდა სერიოზული პროექტების განხორციელება. ამ პერიოდში ხელისუფლებაში ახალი გუნდი იყო, ვინც გადაწყვიტა ბოტანიკური ბაღის დაფინანსების გაზრდა. მე სამინისტროდანაც და მერის პოზიციიდანაც მაქსიმალური დაფინანსება გამოვყავი ბოტანიკური ბაღისთვის. ამირანმა კარგად შეასრულა დავალებები და არ ვაპირებ მის ლანძღვას იმის გამო, რომ ეხლა აღარ არის ბოტანიკური ბაღის დირექტორი. ის 7 წელი იყო საკრებულოს თავმჯდომარე, ქალაქის უმაღლესი თანამდებობის პირი და ვინ შეუშალა ხელი ბოტანიკური ბაღის აყვავებაში? ბოტანიკური ბაღი ააყვავა "ქართულმა ოცნებამ" და ამას პერიოდი (2013-2015) მეტყველებს. ქალაქის ასაყვავებლად ბატონ ამირანს 7 წელი ჰქონდა, თუმცა აყვავებულის რა გითხრათ.


ნანახია: 2614-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'მიზანი მიღწეულია! ქუთაისის ბოტანიკური ბაღის ხალხის სამსახურშია!'
ამირან ხვადაგიანი წლების განმავლობაში "ნაციონალური მოძრაობის" წევრი და ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე იყო.
ქუთაისის ბოტანიკური ბაღის დირექტორის მოალეობის შემსრულებლის ვინაობა ცნობილია.
ქუთაისის ბოტანიკური ბაღის დირექტორმა ამირან ხვადაგიანმა თანამდებობა დატოვა.
ბოტანიკური ბაღის დირექტორის ამირან ხვადაგიანის თქმით, ბაღში ამფითეატრის გაკეთება მისი იდეა იყო. ხვადაგიანი იმედოვნებს, რომ
ელისაშვილის თქმით, ქუთაისში ხალხმა მასობრივად აქციები, რომ გამართოს მხარისა და ქალაქის პირველი პირები იძულებულები იქნებიან, რომ მოსახლოებას 24 საათიანი წყალი
პარლამენტში ფიზიკური და სიტყვერი დაპირისპირება მოხდა.
წყალტუბოს სოფელ ქვედა მაღლაკში ნუცუბიძეების მრავალშვილიანი ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. ოჯახი, სადაც 9 ბავშვი იზრდება, თავს ორ ოთახს აფარებს.

ამინდი