Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გოჩა თევდორაძის კომპანიამ ქუთაისში ავტოსადგომი გახსნა

თარიღი : 5-11-2013, 16:48 | კატეგორია: პოლიტიკა, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ მიმდინარე წელს 45-წლიანი იჯარით გაცემულ ფართზე ავტოსადგომი გაიხსნა. ჭავჭავძის გამზირზე მდებარე ე.წ. „უნივერმაღის“ მიმდებარე ტერიტორია სამართავად იმერეთის ყოფილი პირველი ვიცე-გუბერნატორისა და „პატრიოტების“ იმერეთის ორგანიზაციის ლიდერის გოჩა თევდორაძის კომპანიაზე გაიცა.
ავტოსადგომზე მომუშავე პირების განცხადებით, პარკირების ადგილი ტერიტორიაზე დროებით არის და რასაც მფლობელი გადაწყვეტს, ის გაკეთდება.
„ავტოსადგომის მფლობელი კერძო პირი დათო კოსტავაა და ვნახოთ რას გადაწყვეტს,“ - აცხადებენ ავტოსადგომზე.
დათო კოსტავა შპს „იბერიის ვარსკლავის“ დირექტორი და კომპანიის 75%-იანი წილის მფლობელია. დარჩენილი 25% გოჩა თევდორაძეს ეკუთვნის, რომელსაც აღნიშნული წილი ცოლისძმის, ხვიჩა ღონღაძის სახელზე აქვს რეგისტრირებული


ნანახია: 2620-ჯერ

მსგავსი სიახლეები
„იბერიის ვარსკლავისათვის“ გადაცემული მიწის ნაკვეთი 1 300 კვ. მ.-ს მოიცავს. მიწის გასხვისება ერთ პირთან მოლაპარაკების
ამონაწერის მიხედვით, შპს „მადლს“ 7 მეწილე ჰყავს. აქედან ერთ-ერთი „პატრიოტების“ იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის გოჩა
„პატრიოტების“ ლიდერის განცხადებით, მას არც ერთ ხელისუფლებაში მფარველი არ ჰყოლია.
აქციის ორგანიზატორის პოლიტპატიმარ გაგა ამბროლაძის თქმით, ის თევდორაძეს მანამდე არ მოასვენებს, ვიდრე ის ქუთაისს არ დატოვებს.
ვიდრე სასამართლო ჯიხურების ბედს გადაწყვეტს, პოლიტიკურ წრეებში ჯიხურების მეპატრონეთა და აღნიშნული ობიექტების მიმართ ინტერესის
საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრი ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში შექმნილ მდგომარეობაში „პატრიოტების“ იმერეთის

ამინდი