Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რამდენად საშიშია გამონაყარი სახის კანზე და როგორ ვუმკურნალოთ მას?

თარიღი : 5-07-2016, 21:50 | კატეგორია: ახალი ამბები, რჩევები, რეკლამა   
topnews.com.ge
სახის კანზე გამონაყარი და აღნიშნული გამონაყარის სამკურნალოდ ე.წ. კუსტარული მეთოდების გამოყენება ქალბატონებისა თუ მოზარდების უმრავლესობისათვის ნაცნობი მდგომარეობაა. უფრო მეტიც, ამავე უმრავლესობას აღნიშნული პრობლემის გადაჭრის გზა მარტივად, გამონაყარზე მექანიკური დაწოლის გზით ან კიდევ ტონალურის სქელი ფენის გამოყენებით წარმოუდგენია, თუმცა როგორც ირკვევა, სახესა და ზოგადად კანზე გამონაყარის შემთხვევაში საქმე მარტივად ნამდვილად არ არის და სპეციალისტის ჩარევაა საჭირო.

ქუთაისში არსებული კლინიკა "შალინი"-ს დირექტორი ვერა ბედინაშვილი ერთ-ერთია იმ სპეციალისტებს შორის, რომელსაც ყოველდღიურად დაზიანებული კანის მკურნალობა-აღდგენა უწევს. როგორც სპეციალისტი ამბობს, სახის კანის დაზიანება ინდივიდუალურია და სხვადასხვა დაავადებიდან გამომდინარეობს.

"ეს შეიძლება იყოს ჰორმონალური დარღვევა ან რომელიმე ორგანოს დაზიანება. სამკურნალო პროგრამა ინდივიდუალურად დგება. მკურნალობა იწყება კაბინეტში სახის კანის მომზადებით და გრძელდება სახლის მოხმარების ხაზით. მკურნალობის პერიოდი დაზიანების ხარისხზეა დამოკიდებული და როგორც წესი, ერთი თვიდან ორი, ორთვენახევრის განმავლობაში გრძელდება. ამ ხნის პერიოდში კურსი გულისხმობს მკურნალობას, კვებას და რეგენერაციას (აღდგენას). შესაძლებელია მკურნალობის პერიოდი გახანგრძლივდეს ან რეგენერაციას დასჭირდეს უფრო მეტი პერიოდი," - ამბობს ვერა ბედინაშვილი.

როგორც ირკვევა, სახის კანისათვის ზაფხულის სეზონი ერთ-ერთ რთულ პერიოდს წარმოადგენს, რადგან როგორც ვერა ბედინაშვილი განმარტავს, ზაფხულის პერიოდში აქტიურად ხდება ინსოლაცია (შეწოვა-გამოყოფა). კერძოდ, ფორები ვერ ახერხებს სხეულიდან გამოყოფილი წყლისა და მინერალური ნივთიერებების აორთქლებას, რის გამოც ცხიმების დაგროვება ხდება უშუალოდ კანის ქვეშ, იწყება ანთებითი პროცესები, ხოლო გამონაყარზე მექანიკური ზეწოლის შედეგად (ხელის რბილოვანი ნაწილის ან ფრჩხილებით დაწოლის შემთხვევაში) ვითარდება სხვადასხვა ტიპის ინფექციური დაავადება.

"ერთ-ერთი მათგანი არის აკნე, რომელიც ძლიერ ცუდი დაავადებაა. ადრეულ ან საწყის ფაზაში აკნეს მკურნალობა მოიცავს ადგილობრივ დამუშავებას, ხოლო შედარებით რთულ ფორმას (ფოლიკულიტს) მკურნალობის ხანგრძლივი პერიოდი სჭირდება და აუცილებელია როგორც მედიკამენტოზური ჩარევა, ისე ადგილობრივი დამუშავება. უნდა აღინიშნოს, რომ აკნე არ არის მხოლოდ კანის დაავადება. მას აქვს ინფექციური ხასიათი და გადადის სხეულზეც. სახეზე გამონაყარის წარმოქმნის შემთხვევაში პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ ის არის, რომ გამონაყარზე წავისვათ თეთრი კასტელანი. კასტელანი აშრობს ცხიმს და ინფექციის გავრცელების საშიშროებას სპობს. დაუშვებელია მექანიკური ზეწოლა გამონაყარის გამორწყვის მიზნით და აუცილებელია სპეციალისტისათვის მიმართვა, რადგან სახის კანის დაზიანება არ ხდება მხოლოდ გამონაყარის შემთხვევაში. ამის მიზეზი სახის კანის არასწორი მოვლაც შეიძლება იყოს. ჩვენ ხშირად გვიწევს დაზიანებული სახის კანის აღდგენა და ჩვენმა პაციენტებმა ზუსტად იციან, რომ კლინიკა "შალინი" ის ადგილია, რომელსაც თავისუფლად შეიძლება ანდონ თავიანთი ჯანმრთელობაც და სილამაზეც," - ამბობს ვერა ბედინაშვილი.

ცნობისთვის, უახლესი აპარატურითა და კვალიფიციური თანამშრომლებით დაკომპლექტებული კლინიკა "შალინი" ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩა N38-ში მდებარეობს. ,,შალინ"-ი მომხმარებლებს ყველა სახის ესთეტიკურ და პროფესიულ მომსახურებას სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ კლინიკაში კონსულტაცია უფასოა და ექიმთან ვიზიტში პაციენტი ფულს არ იხდის.

R


ნანახია: 5191-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კლინიკის დირექტორის ვერა ბედინაშვილის თქმით, აქცია სახის კანის დიაგნოსტიკას, ექიმთან კონსულტაციას, შესაბამისი მკურნალობის
როგორც კლინიკის დირექტორი ვერა ბედინაშვილი ამბობს, ფასი საბითუმოა და კრემის ხარისხიდან გამომდინარე, ის ყველასთვის ხელმისაწვდომია.
უახლესი აპარატურითა და კვალიფიციური თანამშრომლებით დაკოპლექტებული კლინიკა 'შალინ'-ი მომხმარებლებს ყველა სახის ესთეტიკურ და
ავტორუჯი 14 დღის განმავლობაში მოქმედებს. მისი მოხმარების შემდეგ კი კანი უფრო გლუვი და ბარხატისებური ხდება.
უფრო კონკრეტულად ნასიცხის სიმპტომებსა და მისი განკურნების გზებზე 'კლინიკა ბომონდი'-ს ამბულატორიული სამსახურის პედიატრი ხათუნა

ამინდი