Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ბაღდათსა და ვანში პირობით მსჯავრდებულები დასაქმდნენ

თარიღი : 5-11-2013, 15:14 | კატეგორია: სამართალი   
topnews.com.ge
ბაღდათსა და ვანში იმერეთის პრობაციის ბიუროს შუამდგომლობით პირობით მსჯავრდებულები დასაქმდნენ. პრობაციის ეროვნული სააგენტოს ცნობით , პრობაციის ოფიცრის მიერ განხორციელებული ინდივიდუალური მუშაობის შედეგად გაირკვა, რომ პირობით მსჯავრდებულ შმაგი მ. წარსულში კომპანია "სილქნეტში" ელექტრიკოსად მუშაობდა, მის მიმართ სამართლებრივი დევნის შემდეგ კი - სამსახური დაკარგა.
პრობაციის ბიუროს რეკომენდაციის შედეგად, "სილქნეტის" ვანის რაიონის სერვისცენტრის ადმინისტრაციამ შმაგი მ. სამსახურში აღადგინა და ხელფასის სახით 220 ლარი დაუნიშნა.
პრობაციის ბიურო სამუშაოს შოვნაში დაეხმარა ბაღდათში მცხოვრებ, პირობით მსჯავრდებულ კახა კ-ს. იგი სარიტუალო დარბაზში მიმტანად დასაქმდა და ყოველთვიურ ხელფასად 100 ლარს მიიღებს.
2013 წლის დასაწყისიდან დღემდე, პრობაციის ბიუროების რეკომენდაციების საფუძველზე, 122 პირობით მსჯავრდებული დასაქმდა.


ნანახია: 1644-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფი პირობით მსჯავრდებულ მ. ც.-ს მიმართ განხორციელებული ინდივიდუალური მუშაობის შედეგად
გამოფენაზე როგორც ქალი, ისე მამაკაცი პრობაციონერების მიერ შესრულებული კერამიკული ნამუშევრები, ბისერები და ხეზე კვეთის ნიმუშები
მ.ნ.-მ გარკევეული პერიოდის განმავლობაში ვერ შეძლო პრობაციის ბიუროში გამოცხადება გაუარესებული ჯანმრთელობის გამო, თუმცა პრობაციის
იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს მორიგი საქმე.
მსჯავრდებულ ლევან ბობოხიძის შეწყალებასთან დაკავშირებით, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო შეწყალების
პრობაციის ეროვნული სააგენტო ითხოვდა, რომ პრობაციონერ ი.კ.-ს პირობითი სასჯელი შეცვლოდა პატიმრობით და დაახლოებით 2 წელი გაეტარებინა

ამინდი