Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ქუთაისის საკრებულო ყოველთვის იყო რეფორმების ავანგარდში,'-რით ამაყობს დავით დვალი?

თარიღი : 1-07-2016, 15:35 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა, ინტერვიუ   
topnews.com.ge
ორი წლის წინ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, ქუთაისის მოსახლეობამ ქალაქის საკრებულოს ახალი შემადგენლობა "დაამტკიცა". ამომრჩეველთა ნაწილმა ხმა იმ კანდიდატებს მისცა, რომლებმაც იდეაში ამომრჩეველთა საკეთილდღეოდ უნდა იმუშაონ. რას აკეთებს ქუთაისის საკრებულო ქალაქისა და მისი მოსახლეობის კეთილდღეობისათვის? რა შეიძლება ჩაითვალოს მეხუთე მოწვევის საკრებულოს მიღწევად? როგორ აფასებს საკუთარი გუნდის წევრებსა თუ ოპონენტებს და რა რჩევას აძლევს ქალაქის მერს? - ამ და სხვა თემებზე Topnews.com.ge ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს დავით დვალს ესაუბრა.

1. ორი წელი გავიდა, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად დაკომპლექტებულ, მეხუთე მოწვევის ქუთაისის საკრებულოს დავით დვალი ხელმძღვანელობს. ამ პერიოდის განმავლობაში რომელი ისეთი გადაწყვეტილებები გახსენდებათ, რომელიც თვლით, რომ დადებითად აისახა ქალაქის ცხოვრებასა და ქუთაისელთა მდგომარეობის გაუმჯობესებაზე?
ნამდვილად არ მინდა ჩემი პასუხი ისე ჟღერდეს, რომ, რომ არა დავით დვალი, ეს ასე არ მოხდებოდა, მაგრამ იმ გუნდის წევრი ვარ, რომლის ეგიდითაც ხორციელდება რეფორმებისა და ინოვაციების მთელი კასკადი ქალაქში. ამ ქალაქში გაჩნდა პერსპექტივა როგორც ასეთი და თუ ვინმე ამას არ გრძნობს, ან ბრიყვია ან უბრალოდ, ეს არ ახარებს.

მე შევეცდები მოკლედ შევახსენო თქვენს მკითხველს ბოლო 2 წლის განმავლობაში განხორციელებული რამდენიმე პროექტი:

1. ქალაქში ხორციელდება წყლისა და საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაციის პროექტი, რომლის ჯამური ღირებულება დაახლოებით ნახევარი მილიარდი ლარია და რომლის პირველი ფაზა- წყლის სისტემის რეაბილიტაცია უკვე მომდევნო წელს დასრულდება და ქალაქს ექნება ფაქტიურად მუდმივი წყალმომარაგება, რის შემდეგაც დაიწყება მეორე ფაზა, რაც თავის თავში მოიცავს საკანალიზაციო ქსელის სრულ რეაბილიტაციას. აღნიშნული თანხა აზიის განვითარების ბანკიდან და ევროპის საინვესტიციო ბანკიდან სწორედ ჩვენი ხელისუფლების მიერ იქნა მოპოვებული ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, რამაც ჩაანაცვლა წინა ხელისუფლების მიერ დადებული, აღნიშნული პროექტების მხოლოდ 27 მილიონი ლარით დაფინანსების შეთანხმება;
2. საბჭოთა პერიოდის შემდეგ, პირველად ქალაქში აშენდა 2 ახალი საბავშვო ბაღი, რამდენიმე ბაღს გაუკეთდა მიშენება და რეკონსტრუქცია, მიმდინარეობს ბაღების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის და გადაიარაღების პროცესი, შემსუბუქდა შრომითი პირობები საბავშვო ბაღებში, გაიზარდა ხელფასი, გადაიჭრა საბავშვო ბაღებში ყბადაღებული ცხელი წყლის პრობლემა, ბავშვები გადაყვანილ იქნა სამჯერად კვებაზე;
3. დაიწერა და როგორც არასამთავრობო, ისე საგანმანათლებლო წრეებში და თემატურ სპეციალისტებთან საჯარო და გამჭვირვალე განხილვის რამდენიმე შრე გაიარა ქალაქისათვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანმა დოკუმენტმა, ქალაქის სტრატეგიული განვითარების გეგმამ, რომელიც ფაქტიურად უნდა წარმოადგენდეს მუნიციპალიტეტის „კონსტიტუციას“. ასეთი დოკუმენტი ათწლეულების მანძილზე ქალაქს უბრალოდ არ ჰქონდა;
4. გატარდა უმაღლესი ხარისხის და გამჭვირვალობის საკადრო პოლიტიკა, სადაც კონკურისთ არჩეული კადრების საგამოცდო შედეგის საშუალო არითმეტიკული 85%-ს შეადგენს და ამ მაჩვენებლით საუკეთესოა საქართველოში;
5. ჩატარდა სატრანსპორტო რეფორმის პირველი ეტაპი. ასევე, სრულიად გამჭვირვალე კონკურსი, საკონკურსო პროცესში ოპოზიციის წარმომადგენლების ჩართულობით და კონკურსის პირდაპირი ტრანსლირებით, რომლის შედეგებმაც ადგილობრივ ბიუჯეტში ამ სფეროდან მანამდე არსებული შემოსავლები 2 მილიონი ლარით გაზარდა. ანუ ქალაქმა მხოლოდ ამ ნაბიჯით დაიბრუნა ყოველწლიური მინიმუმ 2 მილიონი ლარი, რომელიც მავანთა ჯიბეში ილექებოდა;
6. სისტემა გადავიდა ელექტრონულ აუქციონებზე, რამაც კონკურენციის პროცესი და ობიექტურობა მნიშვნელოვნად წაახალისა. შედეგად ქალაქმა ამ სეგმენტიდან წინა წლებთან შედარებით გასამმაგებული ბიუჯეტის მიღება დაიწყო. ეს სხვაობაც წინა წლებთან შედარებით წლიურად 1-დან 1.5 მილიონ ლარამდე მერყეობს;
7. 2014-2015 წლებში ჯამურად რეაბილიტაცია ჩაუტარდა 153 ქუჩას, მათ შორის 70-ზე მეტს ისეთ ქუჩას, რომელსაც რეაბილიტაცია ათეულობით წელია არ ჩატარება და რამდენიმეზე კი საფარი არასდროს არსებობდა;
8. სამართლებრივად და მენეჯმენტის თვალსაზრისით მოწესრიგდა პარკირების სისტემა. კულუარული პირების შემოსავალმა გადაინაცვლა ადგილობრივ ბიუჯეტში და წინა წლების საშუალო შემოსავალს უკვე ნახევარი წლის მონაცემით, 350 ათასი ლარით გადაასწრო.
9. ქალაქში როგორც იქნა ტურიზმი რეალურად გახდა პრიორიტეტული მიმართულება და ადგილობრივი რესურსების სრული მობილიზიება ხდება ამ სეგმენტში რათა ქუთაისისათვის წარმატებული კომბინაცია: გეოგრაფიული მდებარეობა+უძველესი ისტორია+აეროპორტი+თანამედროვე ტურისტული ცენტრი გახდეს სერიოზული უპირატესობა ქალაქისათვის ტურისტული ხაბის ფუნქციის ასაღებად.
10. გაუმჯობესებული საბინაო ინფრასტრუქტურა, დამატებული სერვისები, შემცირებული მოსახლეობის თანამონაწილეობის პროპორცია, კეთილმოწყობილი 200-ზე მეტი ეზო, 70-ზე მეტი ლიფტი, 180-ზე მეტი სადარბაზო, შიდა ეზოებში და საზოგადოებრივ სივრცეებში დადგმული ათეულობით ატრაქციონი და აღდგენილი ათეულობით სპორტული მოედანი;
11. რამდენიმე მილიონი ლარით დაფინანსდა ქალაქისთვის პირველად განხორციელებად უსახლკარო თანამოქალაქეებისათვის სოციალური საცხოვრისის აშენების პროექტი;
12. უპრეცენდენტოდ მაღალი აქტივობა კულტურის, სპორტისა და განათლების მიმართულებით, მუდმივად დატვირთული ლადო მესხიშვილის სახელობის დრმატული და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი, მსოფლიოს დონის შემსრულებლები (ხოსე კარერასი, გია ყანჩელი, ვახტანგ კახიძე, ნიკოლოზ რაჭველი, ანიტა რაჭველიშვილი და ა.შ.), რაც ჩვენი ქალაქის საერთაშორისო ცნობადობის გაზრდას ემსახურება;
13. წელი გამორჩეულია სპორტული მიღწევებით, ქალაქის ისტორიის მანძილზე სხვადასხვა სინჯის მედლების უპრეცენდენტოდ დიდი რაოდენობით, ოლიმპიური ლიცენზიებით, ქალაქის საკალათბურთო გუნდი ისტორიაში პირველად გახდა ქვეყნის ჩემპიონი, უმაღლეს სარაგბო დივიზიონში უკვე ითამაშებს ქალაქის 2 კლუბი და ა.შ.

არ მინდა თქვენი მკითხველი გადავღალო გრძელი ჩამონათვალით, რომლის გაგრძელებაც კიდევ დიდხანს შემიძლია. ეს არის ჩვენი გუნდის ორწლიანი შრომის სავიზიტო ბარათი და ამასთანავე, ეს არის მოკრძალებული ნაწილი იმ გეგმისა, რაც ჩვენ ქუთაისთან გვაკავშირებს. ქუთაისის საკრებულო ყოველთვის იდგა ამ რეფორმების ავანგარდში და მათ შორის მეც ნამდვილად ამაყი და პირნათელი ვარ ყოველივე ამით ჩემი საყვარელი ქალაქის წინაშე.

2. ქუთაისს ახსოვს პერიოდი, როდესაც ქალაქის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება ერთმანეთთან დაპირისპირებულ რეჟიმში იმყოფებოდა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ქალაქის მერია და საკრებულო (ისევე როგორც აღნიშნული დაწესებულებების პირველი პირები) ერთმანეთთან მხოლოდ თანამშრომლობით არიან დაკავებული. ნამდვილად იწონებთ ქალაქის მერიის ნებისმიერ გადაწყვეტილება-ქმედებას, თუ უბრალოდ საჭიროა რომ ერთი გუნდის პრინციპი გარედან ურყევი ჩანდეს?
თქვენ როგორ ფიქრობთ? ჩვენ ყველანი ერთად ვღებულობთ პასუხისმგებლობას იმ ნაბიჯებზე, იმ რეფორმებსა და ნოვაციებზე, რასაც ქალაქში ვაკეთებთ და საპირისპიროს გულშემატკივართა გულსატკენად მინდა ვთქვა, რომ ეს ერთობა არ შემოიფარგლება მხოლოდ ქალაქის თვითმმართველობის პირველი პირების ჩამონათვალით. თვითმმართველობაში არის თანამოაზრეთა და თანამებრძოლთა დიდი ერთობა და ურთიერთპატივისცემაზე, ურთიერთნდობაზე და ურთიერთერთგულებაზე დაფუძნებული მაღალკვალიფიციურ, ამ ქალაქის სხვადასხვა თაობის პატრიოტთა დიდი გუნდი. ჩვენ გვჯერა რომ ამ ფორმაციის თვთმმართველობის შემადგენლობას შეუძლია ქალაქისათვის უმნიშვნელოვანესი შედეგის მოტანა და გამორჩეულად დადებითი კვალის დატოვება.

3. რამდენად კმაყოფილი ან უკმაყოფილოა დავით დვალი იმ საკრებულოს შემადგენლობის მუშაობთ, რომელსაც ხელმძღვანელობს? რამდენად აქვთ ხალხის მიერ არჩეულ მაჟორიტარ დეპუტატებს კონტაქტი მათივე ამომრჩევლებთან და რეალურად რამდენად არიან ამ ადამიანების ინტერესების დამცველები ქალაქის საკრებულოში?

ეს ფორმაციის საკრებულო საზოგადოებამ საკუთარი გემოვნების და არა დავით დვალის ინტერესთა გათვალისწინებით დააკომპლექტა, აირჩია რა ისინი წარმომადგენლობით ორგანოში და უბოძა ნდობის მანდატი. ასე რომ, კმაყოფილი უნდა იყოს დამკვეთი, ანუ ქალაქი და მას უნდა დაეტყოს ჩვენი შრომა. პირადად მე ვიტყვი, რომ ასეთი აქტიური პროცესი ქუთაისის საკრებულოში ალბათ იშვიათად ყოფილა. მარტო წინა წელს 100-ზე მეტი სხვადასხვა საქმიანი შეხვედრა (საკრებულოს, ბიუროს, კომისიების, ფრაქციების სხდომები) ჩატარდა. საკრებულოს უმრავლესობა იყო ყველა მისაღები გადაწყვეტილების წინა ხაზზე და ყველა რეფორმის განხორციელებაში პირველი ფაზიდან დასასრულამდე აქტიურად ჩართული. სამუშაო პროცესი დუღს. მე არ მივაქცევ ყურადღებას ზოგიერთი ინდივიდის წარმატებას მოკლებულ მცდელობას გადაისროლოს ეს პროცესი სწორი რელსიდან და საერთო ჯამში საკრებულოს კოლეგებს მინდა ვუთხრა მადლობა.

4. რას გვეტყვით საკრებულოს ოპოზიციურ შემადგენლობაზე? რამდენად სრულფასოვნად არიან ჩართული დეპუტატები საკრებულოს კომისიების, ბიუროს მუშაობასა თუ თვითონ სხდომის დღეს, საკითხების განხილვის პროცესში?
მე არ ვარ მოწოდებული ვაკრიტიკო კოლეგები და დავუპირისპირდე მათ. უბრალოდ ვიტყვი, რომ მათ ჩვენის მხრიდან ყველა სივრცე აქვთ გახსნილი იმისთვის, რომ იყვნენ ჩართული ბიუროს, კომისიების, დროებითი კომისიების, მუშა ჯგუფების შემადგენლობაში და საქმიანობაში. ვინ ცდილობს, ვის გამოდის, ვინ თავს არიდებს და ვინ კიდევ ცდილობს (თუმცა წარუმატებლად) რომ საბოტაჟი მოუწყოს ამ პროცესს, ამას საზოგადოება შესანიშნავად ხედავს და მომავალ არჩევნებზე დაველოდებით მათ ვერდიქტს.

5. ორი წლის განმავლობაში ჩატარებული სხდომებიდან რომელი ისეთი სხდომა გახსენდებათ, რომელიც თქვენთვის, როგორც თავმჯდომარისთვის, რთული აღმოჩნდა ან სულაც ინატრეთ, რომ ყველა სხდომა ისე მარტივად ყოფილიყო.
ჩვენთვის არ არის კრიტერიუმი „რთული და მარტივი სხდომები“, ყველა სხდომას და ყველა განსახილველ საკითხს თანაბარი პასუხისმგებლობით ვუდგებით. უბრალოდ, თავისი მნიშვნელობით ყოველთვის გამოსაყოფია საბიუჯეტო სხდომები, როდესაც კალენდარული წლის ბოლოს მომავალი წლის მთავარ დოკუმენტს, სახელმძღვანელოს ამტკიცებ. ეგ არის და ეგ. აღნიშნული საკითხი საზოგადოების მხრიდანაც ყველაზე მაღალი ინტერესით სარგებლობს, რაც ბუნებრივიცაა. საზოგადოება სწორად აღიქვამს და იაზრებს, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია და პირდაპირ ეხება მათ და ეს ჩვენი საზოგადოების ინტელექტუალური რანგირების მაღალ საფეხურზე მეტყველებს.

6. ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის-"საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის" ხელმღვანელი სულხან ქობულაძე თვლის, რომ ქუთაისს დამნაშავე ხელისუფლება მართავს. ამ შემთხვევაში არასამთავრობოს ხელმძღვანელი აქცენტს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეზე აკეთებს. სულხან ქობულაძის ამ განცხადებამდე იყო მისი სხვა განცხადებები, რომელშიც არასამთავრობოს წარმომადგენელი ასევე მწვავედ გაკრიტიკებდათ. რა ხდება დღეს ამ საქმისა და ინცინდენტის ირგვლივ?
მე ძნელად ვხედავ ამ ადამიანში ორგანიზაციას, როგორც ასეთს. ამ არასამთავრობოს სხვა წევრს (ისევე, როგორც საზოგადოება) არ ვიცნობ. რაც შეეხება მისი გამონათქვამების შეფასებას, მოკრძალებილ უარს გაკადრებთ, არ მსურს სამყაროს უძველესი პროფესიის წარმომადგენლების ყოფაქცევაზე შეფასებები ვაკეთო.

7. ბატონო დავით, როგორც საკრებულოს თავმჯდომარე, რა რჩევას მისცემთ ქალაქის მერს და მერიას?
ნამდვილად არ მაქვს პრობლემა რჩევების როგორც მიცემის, ისე მათი მხრიდან გაზიარებისა და გათვალისწინების, ასე რომ, ვისარგებლო თქვენი ამ შეკითხვით, როგორც შანსით და აქ დავიცალო - ამის საჭიროება ნამდვილად არ გვიდგას. ჩვენ ვაკეთებთ ერთ საქმეს საერთო მიზნისთვის, ვართ პარტნიორები და თანაგუნდელები. და თუ მაინც საჭიროა, რომ ამ ინტერვიუს ფარგლებში ჩემი მხრიდან მერის მიმართ რაიმე რჩევამ აუცილებლად გაიჟღეროს, მე მას ასეთ ფორმულირებას მივცემდი: ყველაფერს სწორად აკეთებთ და ასე გააგრძელეთ.

8. როგორ შეაფასებთ ქალაქში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების საქმიანობას? რამდენად იმსახურებთ მათ კრიტიკას თუ კრიტიკას მხოლოდ კრიტიკისთვის არის?
მე ვხედავ მრავალფეროვან ოპოზიციას, ეკლექტურს, როგორც საკრებულოს შიგნით, ისე მის გარეთ. ჩემი პატივისცემა მათ შორის იმათ, რომლებიც საქმის კეთების პროცესს არ ემიჯნებიან, ახერხებენ იყვნენ როგორც კრიტიკულები, ასევე ჩართულები და ამით სარგებელი მოაქვთ არა მხოლოდ საკუთარი თავისათვის, არამედ საქმისთვის და ჩვენთვისაც. ჩვენ გვიყვარს ყველანაირი საღი (ხაზს ვუსვამ - საღი) აზრის მოსმენა. თავად ჩვენც, უმრავლესობის წევრებიც ხშირად ვოპონირებთ ერთურთში გადაწყვეტილების მიღებამდე და კამათში იბადება ჭეშმარიტება.
მაგრამ, სამწუხაროდ, ასეთი ოპონენტების ჩამოსათვლელად ცალი ხელის თითებიც კი არ არის სრულად საჭირო. მის მიღმა არსებული ყველა ოპოზიციონერი ჩემდა სამწუხაროდ, თავის დამკვიდრებას ცდილობს პოპულიზმით, ტაკიმასხრობით, უვიცობით, მიზანმიმართული სიცრუით, ბოღმით.
რაც შეეხება არასამთავრობო სექტორს (ვგულისხმობ რეალურ არასამთავრობო ორგანიზაციებს და არა ვიღაცის მიერ დაკვეთილ ჯიბის NGO-ებს), მათთანაც გვაქვს ხოლმე დისკუსიის და თანამშრომლობის რეჟიმი და ვერც ერთი გონიერი და კეთილსინდისიერი მათ შორის ვერ იტყვის, რომ ჩვენი კარი ურთიერთობისთვის ღია არ არის ან არ ყოფილა.

9. რას ეტყოდით ოპონენტებს?

მე მათ უბრალოდ მეტ გულწრფელობას (მათ შორის გაკეთებული საქმის დანახვას, არა ვიწროპარტიული, არამედ ზოგადად ქალაქის ინტერესიდან გამოხედვას და ა.შ.) და კვალიფიციურობას ვურჩევდი.

10. და ბოლოს, რით დაამახსოვრდება დავით დვალის საქმიანობა ქალაქის საკრებულოს, ქალაქს და 10-ბალიანი სისტემიდან, რამდენ ქულას დაუწერდით საკუთარ თავს?
ჩვენი საქმიანობის მთავარი შემფასებელი არის მოსახლეობა და დრო. ასე რომ, უპრიანია ქულები მათ დასვან და ამისათვის დემოკრატიულ სამყაროს არჩევნები აქვს მოგონილი. მე მხოლოდ შემიძლია ჩვენი მონდომება და ენთუზიაზმი შევაფასო, რაშიდაც მთლიანად ამ ფორმაციის საკრებულოს, როგორც კოლეგიურ ორგანოს, 10 შესაძლებლიდან 10 ქულას დავუწერდი.


ნანახია: 2135-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დვალის ანგარიში.
არასამთავრობო ორგანიზაცია 'საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს' განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ქუთაისის ხელისუფლებას
"ევროპა ჩვენი სახლია"-ს თავმჯდომარეს კითხვებს ქუთაისის საკრებულოს აპარატში პასუხობენ.
ქუთაისის მეხუთე მოწვევის საკრებულომ დღეს ბოლო სხდომა გამართა.
ეროვნული მოძრაობის წევრები სამხედროს გადატრიალებისას დაღუპული ადამიანების მკვლელობების გამოძიებას და მათთვის, ისევე როგორ მათი ოჯახის წევრებისასთვის, სტატუსის
'ქუთაისის ა(ა)იპ მადლიერების სახლში ბენეფიციართა მომსახურება ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება,' - ინფორმაციას ამის შესახებ მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მირზა გამეზარდაშვილი ამბობს, რომ შახტში აფეთქების შესახებ ინფორმაცია სიცრუეა. ოჯახი გამოძიებას ენდობა და მის შედეგებს ელოდება.

ამინდი