Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ლუდი არის დასტური იმისა, რომ ღმერთს ვუყვარვართ და სურს ბედნიერები ვიყოთ"

თარიღი : 29-06-2016, 12:18 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა, რეკლამა   
topnews.com.ge
ძნელია მოიძებნოს ქვეყანა, სადაც ლუდი არ უყვართ ან მათი ქვეყნის ისტორიის რომელიმე ნაწილი საინტერესოდ არ იყოს დაკავშირებული ლუდთან თუ მისი დამუშავების ტექნოლოგიასთან. საქართველოს მთიანეთში ლუდის დამზადება საუკუნეების წინ დაიწყეს და ამიტომაც, გასაკვირი არაა მასთან დაკავშირებული სხვადასხვა რიტუალისა თუ ტრადიციის მრავლად არსებობა ჩვენს ეთნოგრაფიულ ისტორიაში.

ლუდი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასმელია მსოფლიოში, ამიტომაც ლუდის მოყვარულთა გემოვნებაც ნელ-ნელა იცვლება, ადრინდელთან შედარებით იხვეწება დამზადების ტექნოლოგიაც და ტრადიციულ ლუდთან ერთად, ბაზარზე შემოდის ერთგვარი ინოვაციები-სხვადასხვა ნივთიერებისგან დამზადებული თუ არომატის მქონე ლუდები. მომხმარებელთა მოთხოვნა ხარისხიან, სასიამოვნო გემოვნური თვისებების მქონე ლუდზე ზაფხულის ცხელ დღეებში განსაკუთრებით დიდია, თუ შეიძლება ვთქვათ, რომ ლუდის სიყვარულს და მოხმარებას სეზონი აქვს.

საინტერესოა, ფლობენ თუ არა საკმარის ინფორმაციას ერთ-ერთ მოთხოვნად სასმელზე ე.წ. ,,ლუდომანები“? როგორია მისი დამზადების ტექნოლოგია, რა თვისებები უნდა ჰქონდეს ხარისხან ლუდს და რა დადებითი თუ არყოფითი შედეგი შეიძლება მოჰყვეს არასწორად დამზადებულ თუ ჭარბად მიღებულ ლუდს? ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ლუდისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელს, ბიზნესმენ ამბერკი დვალიშვილს ესაუბრა.

,,ყველა წარმოებას ლუდის დამზადების თავისი სტანდარტი აქვს. ადრე არსებობდა სახელმწიფო სტანდარტი ყველა წარმოებისთვის დასახელების მიხედვით. კომპანია ,,აია“-საც, რა თქმა უნდა, აქვს შიდა სტანდარტი და მარკა მინიჭებული, რომლითაც უკვე 30 წელია ვხარშავთ ლუდს. ლუდის დამზადებაში ძირითადი არის ნედლეური, ტექნოლოგია ყველასთვის სხვადასხვაა- როგორ ადუღებ თუ როგორ ხარშავ ნედლეულს, რამდენია სიმკვრივე და ა.შ. ცნობისათვის, ლუდის სიმკვრივე იზომება პროცენტებით, 11%-დან 15%-მდეა და ეს არ უნდა აგვერიოს მასში ალკოჰოლის შემცველობაში. ალკოჰოლის სტანდარტული დოზა 3,8-დან 5%-მდეა. ჩვენს ლუდში 4-5% ალკოჰოლი, რადგანაც დღეს ბაზარზე უფრო მაღალალკოჰოლურ ლუდზე მოთხოვნა არ არის,“-განაცხადა ამბერკი დვალიშვილმა.
http://www.picz.ge/img/s4/1606/29/c/c603ca9e4d5b.jpg


ცნობილი ფაქტია, რომ გერმანიაში არსებობს ე.წ. ,,ლუდის ხარშვის სიწმინდის“ კანონი, რაც ნიშნავს იმას, რომ გერმანელი ლუდის მწარმოებელი ტრადიციული ნედლეულის გარდა, სხვა დანამატს ვერ გამოიყენებს ლუდის წარმოებისას. საინტერესოა, რისგან მზადდება ქუთაისური ლუდი?

,,ლუდის დასამზადებლად ძირითადი ინგრედიენტებია სვია, ალაო, წყალი და საფუარი. გააჩნია როგორ შეყავთ სვია- გრანულებით, ფოთლით თუ პასტად. სამწუხაროდ, საქართველოში სვია არ მოიპოვება, მხოლოდ თუშეთშია და ისიც მცირე რაოდენობით, ამიტომაც ჩვენ ვყიდულობთ ძირითადად გერმანულ ნედლეულს. როცა ,,აია“-ს დიდ ქარხანას ვამუშავებდით, ნედლეულს გვაწვდიდა კომპანია, რომელიც ,,ჰეინეკენს“ ამარაგებდა ლუდისთვის საჭირო ალაოთი. ყველაზე მაღალხარისხიანი ალაო კი გამოგვიყენებია ფრანგული. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თუ ადამიანს სურს ხარისხიანი ლუდის დალევა, ის ძვირიც უნდა ღირდეს. სამწუხაროდ, ჩვენთან 1,5ლ ზემოთ კათხა ლუდის ფასი უკვე ძვირია,“-განცხადა ამბერკი დვალიშვილმა.

დღეს ბაზარზე ლუდის უამრავი სახეობაა და მიუხედავად ამისა, მომხმარებელთა ნაკლებობასაც არ უჩივის. განსაკუთრებით პოპულარულია იმპორტირებული, ე.წ გერმანული ლუდები, თუმცა ნაკლებადაა ცნობილი ჩვენთვის ნამდვილად გერმანული სტანდარტითაა დამზადებული თუ არა და რამდენად ხარისხიანია ისინი?

როგორც ამბერკი დვალიშვილმა განაცხადა, ბევრი პატარა ლუდსახარშის გახსნით დღეს კარგი ტენდენცია წამოვიდა, რადგანაც ნამდვილი ლუდი 3-დან 7 დღემდე ინახება, ვერ იტანს შორ მანძილზე ტრანსპორტირებას და ტემპერატურული რეჟიმის ცვლილებაც ცუდად აისახება გემოვნურ თვისებებზე. ხოლო ლუდი, რომელსაც შენახვის ვადა 1 წელი აქვს, თაროზე დევს და არ ფუჭდება, შეიძლება დამზადებული იყოს ქიმიურ მინარევებზე, რომლის მიღებაც ჯანმრთელობისათვის საზიანოა. ლუდის პასტერიზაციის დრო 3 და მაქსიმუმ 6 თვეა.
არომატით, სიბლანტითა და ალკოჰოლის შემცველობით განსხვავებული ლუდების გარდა, მომხმარებელში ცალკე ინტერესის სფეროა გაფილტრული და გაუფილტრავი ლუდი.

,,ჩვენი ლუდი გაუფილტრავია საზოგადოების მოთხოვნიდან გამომდინარე და ასეთი ლუდის ჩამოსხმა ბოთლში რეკომენდებული არაა. გაუფილტრავი ლუდი ქვემოთ უნდა იტოვებდეს ლექს და ის უნდა იყიდებოდეს მაქსიმუმ ორ დღეში, რასაც სამწუხაროდ, დღეს არც ერთი წარმოება არ აკეთებს. ახლა შემოვიდა ახალი ტენდენცია-ტრადიციულ ინგრედიენტებს უმატებენ ხორბალს და რადგანაც ხორბალს ნაკლები ფილტრაცია აქვს, ლუდი რჩება შებურული და ეს ე.წ. გაუფილტრავი ლუდის იმიტაციისთვის კარგი საშუალებაა,"- განაცხადა ლუდისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელმა ამბერკი დვალიშვილმა. მისივე თქმით, ნამდვილი ლუდი 21 დღე უნდა ძველდებოდეს.

ბევრი მითმა-მოთქმა არსებობს ლუდის მავნებლურ თვისებებზე, თუმცა ბევრად უფრო მეტია ხარისხიანი, ნატურალური ლუდის დადებითი თვისებებები. მაგალითად, მას იყენებენ თმისა და კანის მოსავლელად. ასევე, ის კარგი პროდუქტია პიკანტური გემოს მქონე კერძების დასამზადებლად, ამიტომაც ნამდვილმა გურმანებმა იციან სამზარეულოში ლუდის ფასი. ლუდის დასამზადებლად გამოყენებული ინგრედიენტები შეიცავენ სხვადასხვა ვიტამინებს, რაც სასარგებლოა ორგანიზმისათვის და შეიძლება ითქვას, რომ დღეში ერთ კათხა ლუდს ადამიანისთვის თერაპიული დანიშნულებაც კი აქვს. როგორც ბენჟამინ ფრანკლინი ამბობდა -,,ლუდი არის დასტური იმისა, რომ ღმერთს ვუყვარვართ და სურს ბედნიერები ვიყოთ".

R


ნანახია: 2815-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'დვალიშვილი' კვირაში 20 ტონა ლუდის დამზადებას გეგმავს. ამ ეტაპზე ქარხანაში ადგილზე რეალიზაციისათვის მხოლოდ ერთი, კლასიკური
ლუდი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ალკოჰოლური სასმელია მსოფლიოში. შესაბამისად, მუდმივად იზრდება ლუდის ბარებისა თუ ლუდსახარშების
ინტენსიურმა ფიზიკურმა დატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობისთვის საშიში გაუწყლოება. ლუდისა და არაქისის მიღება ხელს უწყობს
ფესტივალი, რომელზეც დასწრება უფასოა, სტარტს 17:00 საათიდან აიღებს.
სინგაპურელი მეცნიერები პროექტზე მუშაობას განაგრძობენ. პრობიოტიკური ლუდის რეცეპტის დასაცავად განაცხადი უკვე პატენტზეა შეტანილი.
Topnews.com.ge ბარების მენეჯერებსა და მომსახურე პერსონალს ესაუბრა.

ამინდი