Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

როგორ შეიძლება დავამარცხოთ ოფლიანობა და მისგან გამოწვეული უსიამოვნო სუნი?

თარიღი : 25-06-2016, 16:58 | კატეგორია: ახალი ამბები, რჩევები   
topnews.com.ge
რა დისკომფოტი შეიძლება შეუქმნას ადამიანს ზაფხულმა? როგორც წესი, ზაფხულთან სასიამოვნო დრო, კარგი დასვენება და ტკბილი მოგონებები ასოცირდება. მიუხედავად ამისა, არსებობს პრობლემა, რომელიც ადამიანების უმრავლეოსბას ყველაზე მწვავედ სწორედ ზაფხულში ახსენებს თავს. ამ პრობლემას კი ოფლიანობა და მისგან გამოწვეული უსიამოვნო სუნი ჰქვია. ანტიპერსპერანტები დეზოდორანტები ფართო არჩევანის მიუხედავად, პრობლემასთან ეფექტურად გამკლავებას ვერ უზრუნველყოფენ.

"სამწუხაროდ, კოსმეტიკური საშუალებები ვერაფერს დაეხმარება ადამიანს, რომელიც დაავადებულია ჰიპერჰიდროზით -დაავადებით, რომელიც მიმდინარეობს ოფლის ჭარბი გამოყოფით და როგორც ყველა დაავადება, საჭიროებს მკურნალობას," - აცხადებენ ქუთაისში არსებულ კლინიკა "შალინში".

როგორც აღნიშნულ კლინიკაში განმარტავენ, რომ

"ნორმაში ყველა ადამიანი მუდმივად გამოყოფს ოფლს. ნორმალური ტემპერატურის დროს გამოიყოფა ნახევარ ლიტრამდე ოფლი დღე-ღამეში, მაღალი ტემპერატურისა და განსაკუთრებით ფიზიკური დატვირთვის დროს - კი ათჯერ მეტი. ჭარბი ოფლიანობა საკმაო დისკომფორტს უქმნის ადამიანს. საყურადღებოა, რომ სტატისტიკის მიხედვით, ჰიპერჰიდროზით დაავადებულია მსოფლიოს მოზრდილი მოსახლეობის 1%. ქვეყნების უმრავლესობაში ამ დაავადებას არ გამოყოფენ ცალკე პათოლოგიად. შვედეთსა და დიდ ბრიტანეთში იფარება ჰიპერჰიდროზის მკურნალობა სამედიცინო დაზღვევითაც კი ანაზღაურდება," - აცხადებენ კლინიკა "შალინში".

განასხვავებენ ფიზიოლოგიურ და პათოლოგიურ ჰიპერჰიდროზს.

ფიზიოლოგიური ჰიპერჰიდროზი წარმოადგენს ორგანიზმის დამცველობით ფუნქციას და იცავს ორგანიზმს გადახურებისაგან.
პათოლოგიური ჰიპერჰიდროზი - ეს არის ჭარბი ოფლდენა, რაიმე განსაკუთრებული მიზეზის გარეშე.

ჰიპერჰიდროზის მკურნალობა:

ჭარბი ოფლიანობის მკურნალობა შესაძლებელია და ამისთვის რამდენიმე გზა არსებობს:
დიეტა - რაციონიდან უნდა იქნას ამოღებული კოფეინისა და თეობრომინის შემცველი საკვები (ჩაი, ყავა, კაკაო, შოკოლადი, კოლა და სხვ.

ჰიგიენური წესების დაცვა - შხაპის მიღება სასურველია დღეში ორჯერ. ტანსაცმელი უნდა იყოს მოხერხებული, თავისუფალი, ნატურალური ან ხელოვნური (ვისკოზა) ბოჭკოებისაგან, ფეხსაცმელი - ტყავისაგან დამზადებული და შესაფერისი ზომის. არ შეიძინოთ სინთეტური ქსოვილისაგან დამზადებული ტანსაცმელი!

სამკურნალო პრეპარატებით მკურნალობა, თუმცა ამ პრეპარატების ეფექტური დოზების გამოყენებას ხშირად ახლავს პირის სიმშრალე, ძილიანობა, მხედველობის დარღვევა, გლაუკომის განვითარება, ყაბზობა, პირღებინება, ტაქიკარდია და სხვ. თუმცა ოფლიანობის წინააღმდეგ ყველაზე უმტკივნეულო, მარტივ, სწრაფ და შედეგიან მკურნალობას კლინიკა „SHALIN“-ში გვთავაზობენ, სადაც ჰიპერჰიდროზს კომპლექსურად მკურნალობენ, ინექციური მეთოდებით.

А ბოტულოტოქსინის ინექციები:(BOTOX) -ეს პროცედურა იძლევა კარგ და სტაბილურ შედეგს იღლიის ჰიპერჰიდროზის დროს. ინექციები კეთდება პრეპარატი დისპორტით, რომლის საშუალებითაც მიიღწევა შედეგი . ეპარატი ,,დისპორტი’’ მიკროინექციის გზით შეიყვანება პრობლემურ ზონაში (ხელი, იღლიის ფოსო, ხელის და ფეხის გულები) და ახდენს საოფლე ჯირკვლების ფუნქციის დროებით შეჩერებას. დამუშავებულ ზონაზე წყდება ოფლის გამოყოფა და პაციენტი თავს კომფორტულად გრძნობს ნებისმიერ სიტუაციაში.
http://www.picz.ge/img/s2/1606/25/6/67e7a49df982.jpg


"შესამჩნევი ეფექტი პროცედურიდან დაახლოებით 3 დღიდან 14 დღის განმავლობაში ნათლად ჩანს. ეფექტი ხანგრძლივობას ინარჩუნებს 6 თვიდან 18 თვემდე. პროცედურის ხანგრძლივობა დაახლოებით 30-40 წუთია," - აცხადებენ კლინიკაში.

ასე, რომ მიმართეთ კლინიკა ,,SHALIN" და სამუდამოდ გათავისუფლდით ჭარბი ოფლიანობისაგან.

ცნობისთვის, უახლესი აპარატურითა და კვალიფიციური თანამშრომლებით დაკოპლექტებული კლინიკა ,,შალინ"-ი, ქუთაისში, თამარ მეფის #38-ში მდებარეობს.

R


ნანახია: 5646-ჯერ

მსგავსი სიახლეები
როგორც კლინიკის დირექტორი ვერა ბედინაშვილი ამბობს, ფასი საბითუმოა და კრემის ხარისხიდან გამომდინარე, ის ყველასთვის ხელმისაწვდომია.
ავტორუჯი 14 დღის განმავლობაში მოქმედებს. მისი მოხმარების შემდეგ კი კანი უფრო გლუვი და ბარხატისებური ხდება.
უახლესი აპარატურითა და კვალიფიციური თანამშრომლებით დაკოპლექტებული კლინიკა 'შალინ'-ი მომხმარებლებს ყველა სახის ესთეტიკურ და
კლინიკის დირექტორის ვერა ბედინაშვილის თქმით, აქცია სახის კანის დიაგნოსტიკას, ექიმთან კონსულტაციას, შესაბამისი მკურნალობის
როგორც ირკვევა, სახესა და ზოგადად კანზე გამონაყარის შემთხვევაში საქმე მარტივად ნამდვილად არ არის და სპეციალისტის ჩარევაა საჭირო.
უფრო კონკრეტულად ნასიცხის სიმპტომებსა და მისი განკურნების გზებზე 'კლინიკა ბომონდი'-ს ამბულატორიული სამსახურის პედიატრი ხათუნა

ამინდი