„ჩემი ცოლის დაქალების“ სცენა ქუთაისში

სერიალის გადაღებები ქუთაისში სამი დღე გაგრძელდა, სცენები ქალაქის სხვადასხვა ადგილებში – გორაზე, საფიჩხიასა და პიონერთა პარკში გადაიღეს. ეპიზოდები ჯემალისა და მანანას გაცნობას ასახავს, რომლის სიუჟეტი 1974 წლის ქუთაისში ვითარდება.

მსახიობების შერჩევა რთული აღმოჩნდა, განსაკუთრებით ჯემალის როლისთვის, თუმცა საბოლოოდ გიორგი ნაზარიშვილის და ეკა ნიჟარაძის გუნდის შერჩეული კანდიდატები მაყურებლის მოლოდინს გაამართლებენ. გადაღებებში მესხიშვილის თეატრის მსახიობები და ახალგაზრდული ცენტრის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, რომლებმაც ძველი ეპოქის ატმოსფერო შექმნეს.

ქართველი მაყურებელი ამ სერიებს 4 და 5 ივნისს იხილავს.