Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ბიზნესმენი ახლო ხედით'-ბესიკ მიქელთაძე

თარიღი : 24-04-2016, 18:01 | კატეგორია: ახალი ამბები, გამოკითხვები, ინტერვიუ   
topnews.com.ge
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge გთავაზობთ რუბრიკას- ,,ბიზნესმენი ახლო ხედით“. რუბრიკის მიზანია ქუთაისელი ბიზნესმენებისა და საქმიანი ადამიანების საზოგადოებისათვის განსხვავებული კუთხით გაცნობა.

რუბრიკის მორიგი სტუმარი ბიზნესმენი ბესიკ მიქელთაძეა.

ბესიკ მიქელთაძე მრავალმხრივი ბიზნეს-საქმიანობითაა დაკავებული. არის ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ჰოსტელის, რესტორნის და საცურაო აუზის მფლობელი. როგორც თავად ამბობს, ჰოსტელი ზაფხულისთვის დასრულდება და ჯამში 120 ადამიანის მიღება შეეძლება. ასევე, მალე დასრულდება რესტორანი სახელად ,,პარიჟანკა“. ფლობს საცურაო აუზს საკუთარი ჭით, რომელიც ერთადერთია მთელს ამიერკავკასიაში, აკმაყოფილებს ოლიმპიურ სტანდარტებს და ადგილზე ტურნირების ჩატარების შესაძლებლობასაც იძლევა. ამიტომაც, როგორც ბიზნესმენი ამბობს, ქუთაისის მერიისგან მიიღეს შეთავაზება ობიექტის იჯარით გადაცემაზე.

ზემოთჩამოთვლილი საქმიანობის გარდა, ბესიკ მიქელთაძე მეცნიერებათა დოქტორი, პოეტი, წიგნის- ,,არჩევნების ანატომია“-ს ავტორი, იურისტი და სამბოში მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონია. როგორც თავად ამბობს, თუ დრო გამონახა ავტოქარხნის დასახლებაში არსებულ დარბაზში ბავშვებს ძიუდოში მასტერკლასებს უტარებს.

„თავისუფალი დრო ღამის 3 საათიდან 5 საათამდე აქვს და მაშინაც ლექსებს წერ. კრებულის გამოცემის სურვილი არ მაქვს. ისე ჩემი საღამოები ტარდება ხოლმე,“ - აცხადებს Topnews.com.ge-სთან საუბრისას ბესიკ მიქელთაძე.

ბესიკ მიქელთაძის, როგორც ბიზნესმენის ახლო ხედით გაცნობას Topnews.com.ge შემდეგი კითხვარით შეეცდება.


ჩემი პირველი სამსახური იყო შევქმენით კოოპერატივი ,,კარაბადინი“ 90-იანი წლების დასაწყისში და მოსკოვიდან და ლენინგრადიდან ჩამოგვყავდა ექიმები, რომლებიც მასტერკლასებს ატარებდნენ.

პირველი ხელფასი იყო- ხელფასი სკოლის ასაკიდან მქონდა. ყველა ნაკრები ცალ-ცალკე მიხდიდა და იმ დროისთვის სოლიდური თანხა იყო.

ახლა რომ აბიტურიენტი ვიყო - გემო კვების ინჟინერი ვარ, მერე იურიდიული დავამთავრე. ახლა რას ვიზამდი არ ვიცი იმიტომ, რომ არ ვარ დოგმატური ადამიანი, რამდენიმე სამყაროში ვცხოვრობ ერთად და ალბათ, რასაც სიტუაცია მოიტანდა.

სამსახურში მივდივარ
- დღეს ვიწყებ 7 საათზე და ვამთავრებ გვიან.

სამსახურში დღეს ვიწყებ რომელიმე ბიზნეს ობიექტზე მისვლით იმისდა მიხედვით, სად რა აუცილებელი საქმეა.

როცა პენსიაზე ვიქნები - პენსიაზე მეც მიფიქრია და წარმომიდგენია, რომ ვიქნები სადმე ტყესთან და ტბასთან ახლოს, ქოხში მშვიდად.

ყველაზე მეტად მეშინია რამდენიმე თვის წინ კიბო ამომაჭრეს საწყის ეტაპზე და მას შემდეგ გავაკეთე ეს ყველაფერი, რაც სიახლეა. ისიც დავამარცხე. ფაქტია, რომ რაღაც ძალა მიფარავს და ვერ გეტყვით, შიშით რისი მეშინია.

ყველაზე ძალიან მინდოდა გამეკეთებინა მატერიალური მიზნები დიდად არ მაქვს. სამი გოგო მყავს და ერთი რაც მინდოდა ბიჭია, მაგრამ არ გამომივიდა.

კარიერის მისაღწევად საჭიროა არ იფიქრო კარიერაზე და აკეთო საქმე. რაც მთავარია, არ უნდა ითაკილო შრომა.

საყვარელი სადღეგრძელო- სადღეგრძელოები არის ტრადიციულად გაწერილი. შესაბამისად, გამორჩეულიც არ მაქვს. კერძები კარგი გვაქვს, ტრადიციებიც, მაგრამ ვფიქრობ რაღაცები შესაცვლელია.

ინფორმაციას ვიღებ
ძირითადად ინტერნეტით.

ახლა ვკითხულობ- გალაქტიონის ლექსების კრებული მიდევს ახლა მაგიდაზე.

ქვეყანა, სადაც სიამოვნებით ვიცხოვრებდი - საქართველო. ბევრი შანსი მქონდა წასვლის, ახლაც მაქვს, მაგრამ არსად არ ვაპირებ წასვლას.

ყველაზე კომფორტულად თავს ვგრძნობ-გააჩნია რა გარემოს შეიქმნი ირგვლივ, თორემ კომფორტულად ყველგან შეიძლება იყო. მაგალითად, მე ყაზახეთშიც ვიყავი მეგობრებთან ერთად თეთრ მგლებზე სანადიროდ.

სპორტის საყვარელი სახეობა-ძიუდო.


ნანახია: 2172-ჯერ

მსგავსი სიახლეები
"პირველი ხელფასი იყო 35 ლარი. ისეთი ბედნიერი ვიყავი, არ ვიცოდი სად დამეხარჯა. თან მეგონა, რომ არ მეკუთვნოდა და ცოტათი
რუბრიკის მიზანია ქუთაისელი ბიზნესმენებისა და საქმიანი ადამიანების საზოგადოებისათვის განსხვავებული კუთხით გაცნობა.
რუბრიკის მიზანია ქუთაისელი ბიზნესმენებისა და საქმიანი ადამიანების საზოგადოებისათვის განსხვავებული კუთხით გაცნობა.
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge იწყებს ახალ რუბრიკას- ბიზნესმენი ახლო ხედით . რუბრიკის მიზანია ქუთაისელი ბიზნესმენებისა და
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge გთავაზობთ რუბრიკას სახელწოდებით ბიზნესმენი ახლო ხედით. რუბრიკის მიზანია ქუთაისელი
'მკითხველი' ერთი წელია რაც დაარსდა. 'მკითხველი'-ს ოპერატორები მომხმარებლებს სატელეფონო ზარის მეშვეობით აცნობენ სხვადასხვა
აღნიშნული რეგულაცია ნოემბრიდან მხოლოდ კომერციულ ბანკებს, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან კი ყველა სესხის გამცემ სუბიექტს შეეხება.
იმერეთის გუბერნატორს სამი მოადგილე ეყოლება.
ბავშვები კლინიკაში იგივე სიმპტომებით მოხვდნენ, რაც წინა შემთხვევებში.

ამინდი