Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

უსინათლო მომღერალი პროტესტის ნიშნად ქუთაისიდან პრემიერის სასახლემდე ფეხით მსვლელობას მოაწყობს

თარიღი : 19-10-2013, 15:13 | კატეგორია: საზოგადოება, სხვადასხვა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისელი უსინათლო მომღერალი პროტესტის ნიშნად ბაგრატის ტაძრიდან პრემიერის სასახლემდე ფეხით მსვლელობას მოაწყობს.ხვიჩა სიმონია, რომელსაც წლების განმავლობაში საკუთარი სტუდია ჰქონდა, აცხადებს, რომ საქმიანობის გაგრძელების საშუალება აღარ ეძლევა, რადგან აპარატურის ნაწილი, ბანკის ვალის დაფარვის მიზნით გაყიდა. სიმონიას თქმით, ის ფეხით თბილისამდე ჩავა და მოითხოვს, პრემიერ-მინისტრსა და საქართველოს პატრიარქს შეხვდეს და ამის შესახებ უამბოს.

"მინდა, მოვუწოდო პრემიერს და პატრიარქს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს დაუდგნენ გვერდით და მიეცეთ მათ თავისი საყვარელი საქმის კეთების საშუალება. მინდა, გაიგონ მათ, რომ ასეთი ადამიანები ძალიან ბევრ დაბრკოლებებს ვაწყდებით ყოველდღიურად. აპარატურა, რომელიც სტუდიისთვის ვიყიდე და ვაკეთებდი ფონოგრამებს, უკვე გავყიდე. ბინაც იპოთეკით მაქვს დატვირთული. ვაპირებ, ფეხით ჩავიდე თბილისში და მოვუწოდო მათ დახმარებისაკენ", - განაცხადა მომღერალმა.


ნანახია: 1291-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მიმდინარე წლის 17 ივნისს, ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება.
ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელის მოწყობა გაწერილი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.
ისინი ტაქსით მგზავრობის ტარიფის გაზრდას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ. პროტესტის ნიშნად კი,
„ინკლუზიური საზოგადოება - საქართველო“ უსინათლო და მცირემხედველი ადამიანებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრის შესაქმნელად საზოგადოების
აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულებს ასფალტის საფარის იმ ადგილას დასხმის საშუალება არ
ადგილობრივებმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გამოიძახეს.
მოგვწერეთ თქვენს მიერ დაგეგმილი ღონისძიებები და მედიას ჩვენ შევატყობინებთ.
თითოეულ საცხობს გაკრული უნდა ჰქონდეს სერტიფიკატი, რომ ახალი შემოწმებულია და ნამდვილად იცავს ჰიგიენურ წესებს.

ამინდი