Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რას ითხოვს რამდენიმე თვის წინ მოსკოვის ავიალაინერში გარდაცვლილი ქართველის მამა?

თარიღი : 29-09-2013, 20:29 | კატეგორია: საზოგადოება, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
მოსკოვის ერთ-ერთ ავიალაინერში, 2 ივნისს, თვითმფრინავის ბორბალზე ქამრით მიბმული ბიჭის გვამი აღმოაჩინეს. გარდაცვლილი, როგორც პასპორტიდან შეიტყვეს, 23 წლის ქუთაისელი გიორგი აბულაძე აღმოჩნდა. რომელსაც, როგორც შემდეგ გაირკვა, ამ გზით თურქეთიდან იტალიაში სურდა მოხვედრა. რა მოხდა რეალურად რუსული კომპანიის კუთვნილ თვითმფრინავში? როგორ შესძლო უბილეთო ქართველმა ანტალიის აეროპორტში შესვლა და ბორბალზე ქამრით სხეულის მიმაგრება ამაზე "ტოპნიუსს"გარდაცვლილის მამა, კუკური აბულაძე ესაუბრება.

ბატონო კუკური, რა მიზეზით წავიდა თქვენი შვილი თურქეთის რესპუბლიკაში?

გიორგიმ სხვა ქვეყანაში წასვლა იმიტომ გადაწყვიტა, რომ აქ სამსახური ვერ ნახა.ის სამხედრო სამსახურში მუშაობდა 2 წელი და სხვათაშორის, თავდაცვის მაშინდელ მინისტრ ახალაიასგან „სამშობლოსათვის თავდადებულის“ მედალითაც კი იყო დაჯილდოვებული. გაურკვეველი მიზეზის გამო, სამხედროდან წამოვიდა, გულჩათხრობილი ბიჭი იყო. მე და ჩემი მეუღლე გაშორებულები ვართ და დედის სითბოს მოკლებული ოჯახში არასოდეს საუბრობდა. ამიტომ, სამსახურის დატოვების მიზეზებზეც არასოდეს მპასუხობდა. თუმცა ვიცი, რომ სამხედრო სამსახურში ყოფნა როცა იქ ყოფნა ძალიან სიამოვნებდა. ამის შემდეგ თურქეთში წავიდა სამუშაოდ, რადგან მას ყოველთვის სურდა მისი ჯიბის ფული თვითონვე გამომემუშავებინა. თან არც ოჯახს არ აქვს ეკონომიკურად დალხენილი მდგომარეობა. იქ რესტორანში მომმარაგებლად დაუწყია მუშაობა. 2 თვე ყოფილა იქ. შემდეგ ანტალიაში გადასულა, სეზონი იწყებაო და ანტალიის საერთაშორისო აეროპორტიდან ტურისტები მიჰყავდა სასტუმროებში და აბინავებდა.
თუ სამსახური უკვე ნაპოვნი ჰქონდა თურქეთში, იტალიაში წასვლა რატომ გადაწყვიტა?
მას სულ უნდოდა იტალიაში წასვლა, მაგრამ რამდენჯერმე ელჩმა არ ჩაურტყა ვიზა. სწორედ აეროპორტში მუშაობისას გაიცნო თანამშრომლები, თვითმფრინავის რეისების მმართველები. ჩემი აზრით, გიორგიმ შესთავაზა მათ, რომ გადაუხდიდა 200-300 დოლარს, აეროპორტში შეიპარებოდა და თვითმფრინავის ბორბალზე ქამრით თავს მიიმაგრებდა. ისიც, ალბათ ვინც ამაზე დათანხმდა, ურჯულო და უსისხლო იყო, როგორ არ უთხრა, რომ მისი ამ გზით იტალიაში წასვლა ფაქტობრივად გამორიცხული იყო, რადგან 11 000 კმ-ზე, სადაც მინუს 60 გრადური ყინვაა, ვერანაირად გადარჩებოდა.

სად ნახა უკვე გარდაცვლილი გიორგი თვითმფრინავის პერსონალმა?

ანტალიიდან თვითმფრინავი ეგვიპტეში გადაფრინდა, ეგვიპტედან კი საფრანგეთში, საფრანგეთდან იტალიაში და იტალიიდან როცა რუსეთში ჩამოფრინდა, გააღეს საბარგული, სისხლის წვეთები წამოსულა და იქვე ბორბალზე მიკრული გაყინული უნახავთ გვამი. შორტი და მაისური ეცვა. შორტში საქართველოს პასპორტი ჰქონია და აქედან მიხვდნენ, რომ ქართველი იყო. ეს ტრაგედია 4-ში მოსკოვის არხებმა გამოაცხადეს, მე კი 7-ში ქართული ტელევიზიდან გავიგე. გიორგის დედა რუსეთში ცხოვრობს და მოსკოვის პროზექტურაში დასვენებულ გვამს ჩემს მეუღლეს 2 კვირა არ აჩვენებდნენ. იხვეწებოდა, მაჩვენეთ გვამი არის თუ არა მართლა ჩემი შვილი თუ უბრალოდ სახელი და გვარი ემთხვევაო, მაგრამ არ აჩვენებდნენ.

ქართული მხარე რა კუთხით ჩაერთო ამ საქმეში?

ქართული მხარე საერთოდ არ ჩაერთო და ამაზე ძალიან ნაწყენი ვარ. როცა გარდაცვალება გავიგეთ, დაგვიკავშირდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროდან და გვითხრეს, გადმოსვენების ხარჯებს ჩვენ, სახელმწიფო დავფარავთო, თუმცა სამი კვირა რუსეთის პროზექტურაში ისე ეგდო ჩემი შვილი, ცოლს ფული რომ არ ესესხებინა და ცხედარი საქართველოში არ გადმოესვენებინა, ახლაც იქ იქნებოდა.

რას მოითხოვთ ბატონო კუკური?

მოვითხოვ ავიაკომპანიის ყველა თანამშრომელი დაისაჯოს და რუსეთის ავიაკომპანიამ ოჯახს ფულადი კომპენსაცია გადაუხადოს. აეროპორტში დასაქმებული ყველა თანამშრომელი დასაჭერია. როგორ შეიძლება შეიპარო აეროპორტში. ბომბი რომ ჰქონოდა და ტერორისტი ყოფილიყო, ხომ უნდა გაეკონტროლებინათ. იქნებ კამიკაძე იყო და შეტანილი ჰქონდა 5 კილო ტროტილი, ხომ ააფეთქებდა 500 ადამიანს ჰაერში. მაშინ კი დაინტერესდებოდა მსოფილო, გაუკონტროლებლად როგორ მოხვდა უსაბუთო, უბილეთო ქართველი ახალგაზრდა თვითმფრინავთანო.

რომელი ქვეყანა იძიებს ამ საქმეს?

რუსეთი იძიებს, მაგრამ მე მაგათი გამოძიების არ მჯერა. რუსეთი თავისი ქვეყნის საწინააღმდეგოდ განააჩენს არ გამოიტანს. ამ ყველაფერს უნდა სირბილი და სიმართლის დამტკიცება, რისი საშუალებაც მე არ ამქვს. ჩემი ხელფასი 120 ლარია. პირველ ივნისს გარდაცვლილი ჩემი შვილი ოჯახში 26 ივნისს ჩამოვასვენეთ და რადგან გვამი უკვე ხრწნის პროცესში იყო, მეორე დღესვე დავკრძალეთ.


ნანახია: 2647-ჯერ

მსგავსი სიახლეები
5 წლის წინ, 2013 წლის 2 ივნისს, მსოფლიო ავიაციის ისტორიაში გაუგონარი შემთხვევა მოხდა – მოსკოვის ერთ-ერთ ავიალაინერში
გიორგი აბულაძის აღმოჩენილ ცხედართან დაკავშირებით საქმე არ აღიძვრება
იტალიაში გარდაცვლილი ქართველი თამარ ტრაპაიძის გადმოსვენების ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს.
თამარ ტრაპაიძე ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში ცხოვრობს.
გელა სახელაშვილმა კოპიტნარის აეროპორტში თვითმფირინავის აფრენიდან 37 წუთში განაცხადა, რომ ბომბი აქვს და თუ ევროპის რომელიმე
ხვალ, 20 ივნისს, ქუთაისის ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ელექტრომობილების ქარხნის პროექტის ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართება.

ამინდი