Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა აწუხებს ქართველ მომხმარებელს?-იხილეთ კვლევის შედეგები

თარიღი : 3-06-2015, 13:43 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
2015 წლის მარტში ჩატარდა სოციოლოგიური კვლევა, რომლის მიზანი იყო იმის გარკვევა, რა აწუხებს ქართველ მომხმარებელს და რამდენად აქტიურია ის თავისი ინტერესების დაცვის კუთხით. კვლევამ სასურსათო და არასასურსათო საქონლით ვაჭრობის სფერო, კომუნალური და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურება მოიცვა.
კვლევის ძირითადი მიგნებები შემდეგია:
მომხმარებელთა უმრავლესობა აღნიშნავს სასურსათო მაღაზიების და კომუნალური მომსახურების ამა თუ იმ ნაკლოვანებას. უფრო კონკრეტულად, სურსათის სფეროში მომხმარებელი აღნიშნავს სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დარღვევას და ვადაგასულ პროდუქციას. სასურსათო ბაზრებში მომხმარებელი ხშირად ტყუვდება წონაში. ჰიპერმარკეტებში კი მთავარი წუხილი დიდი რიგებია. კომუნალურ სფეროში მომხმარებელი ძირითადად უკმაყოფილოა მომსახურების მაღალი ღირებულებით, მიწოდებული რესურსის ხარისხით და მიწოდების ხშირი და მოულოდნელი წყვეტით.
უკმაყოფილო მომხმარებლების რიცხვი შედარებით დაბალია არასასურსათო საქონლით ვაჭრობისა და სატრანსპორტო სფეროში. კერძოდ, არასასურსათო საქონლის სფეროში უკმაყოფილების ძირითადი მიზეზებია ბრენდის ფალსიფიკაცია და სერვის-ცენტრში შეკეთებული საქონლის ხელახალი გაფუჭება. წამლებთან დაკავშირებით მომხმარებელთა 2/3 აღნიშნავს გამოწერილის ნაცვლად სხვა წამლის მიყიდვის იძულების ფაქტებს, ხოლო წამლებსა და კოსმეტიკასთან დაკავშირებით - ვადაგასული პროდუქტის მიყიდვის ფაქტებს. საწვავთან დაკავშირებით მომხმარებლები აღნიშნავენ პროდუქციის მოცულობის ან ხარისხის ნაკლულობას;სატრანსპორტო სფეროში უკმაყოფილების ძირითადი მიზეზებია სანიტარული ნორმების დაუცველობა და მგზავრთა გადაჭარბებული რაოდენობა. დამატებით სამარშრუტო ტაქსებში მომხმარებლები აღნიშნავენ წესრიგის დაუცველობას, მძღოლების არაპროფესიონალიზმს და მომსახურების სიძვირეს.
„მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებლები ხშირად ამჩნევენ დარღვევებს მომსახურებაში, თავის ინტერესებს ისინი იშვიათად იცავენ. სურსათის სფეროში თავის პრეტენზიებს განაცხადებს უკმაყოფილო მომხმარებელთა მხოლოდ 1/4, არასასურსათო საქონლის და კომუნალური მომსახურების სფეროში - 1/3, ტრანსპორტის სფეროში კი მხოლოდ 4%; დაბალი აქტივობის ძირითადი მიზეზია შედეგის მიღწევის უიმედობა,“ - ნათქვამია კვლევაში.


ნანახია: 1390-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის ვიცე-მერმა კონსტანტინე ქავთარაძემ ტრანსპორტის სფეროში დასაქმებულებს პროფესიული დღე მიულოცა.
'კრისტალმა' თავისი რამდენიმე რჩეული მომხმარებელი დააჯილდოვა
ამის შესახებ საუბარია 'ოქსფამის' კვლევაში, რომელიც თბილისში მიმდინარე სასურსათო უსაფრთხოებისა და ნუტრიციის საერთაშორისო
2016 წლის მონაცემებით, სამუშაო ძალაზე ყველაზე მაღალი მოთხოვნა გაყიდვების სფეროში იყო, სადაც მოთხოვნის ხვედრითმა წილმა 24.48%
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, ქუთაისის მოსახლეობა ნომერ პირველ პრობლემად
'მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ' კანონპროექტთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ორგანიზაციები პარლამენტსა და მთავრობას

ამინდი