Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ქუთაისის მერს მოვუყევი ჩემი გაჭირვება და მითხრა, მეც სიდედრთან ვცხოვრობო"

თარიღი : 1-06-2015, 20:31 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში მცხოვრები დარეჯან ურთმელიძე ქალაქის მერს შოთა მურღულიას დიდ მომავალს არ უწინასწარმეტყველებს.

დარეჯან ურთმელიძე ქალაქის ადგილობრივი ხელისუფლებისგან საცხოვრებლით დაკმაყოფილებას ითხოვს. ამბობს, რომ ქუჩაში დარჩენა ემუქრება, რადგან ჭავჭავაძის #58-ში მდებარე საცხოვრებელი, რომელსაც თავი მშობლების სახლიდან წამოსვლის შემდეგ შეაფარა, გაიყიდა.

„მეხუთე თვეა აქ ვცხოვრობ. თვითონ მოვაკვლიე ამ შენობას. მშობლების სახლში ვეღარ გავჩერდებოდი, რადგან სახლი რამდენიმე ნაწილად გაიყო. სამი შვილი მყავს. მეუღლე ფსიქიკურად დაავადებულია და მკურნალობს. ბავშვებსაც ვერ ვანდობ. სოციალური დახმარებით ვსაზრდოობ, რომელითაც ბანკის ვალებსაც ვიხდი, რადგან შვილის ავადმყოფობის გამო ბანკიდან სესხი ვიღე. მერთან ვიყავი, ჩემი გაჭირვება მოვუყევი და მითხრა, მე თვითონაც სიდედრის ბინაში ვცხოვრობო. მას სტაბილური ხელფასი აქვს. ჩემი შემოსავალი კი ვალებში მიდის ისე დავიღალე განუკითხაობით, თავის მოკვლაზეც ვფიქრობ,“ - ამბობს დარეჯან ურთმელიძე.

თავშესაფრის გარეშე მყოფი მოქალაქეების საცხოვრებლით დროებით უზრუნველყოფისათვის ქუთაისის მერიაში საბინაო ფონდის შექმნას ელოდებიან. მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ვლადიმერ ნაკაშიძე ამბობს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტროსთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა პროცესი გაჭიანურდა.

„ეკონომიკის სამინისტრომ შენობების ნაწილზე უარი გვითხრა. შემდეგ ჩვენ ახალი შენობები შევთავაზეთ. საბინაო ფონდის შექმნის გარდა, მნიშვნელოვანია კრიტერიუმების განსაზღვრა, რომელთა საფუძველზე ოჯახები ბინებს მიიღებენ. თუმცა უნდა ვთქვა, რომ ეს იქნება მერიის ბალანსზე არსებული საცხოვრებლები, რომლებშიც მოქალაქეები დროებით, მათი მდგომარეობის გაუმჯობესებამდე შევლენ,“ - ამბობს ნაკაშიძე.


ნანახია: 3068-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვის სამსახურის უფროსი ვლადიმერ ნაკაშიძე ამბობს, რომ ქუთაისის მერიას აქვს პროგრამა, რომელიც
ქუთაისში მცხოვრები მზევინარ გაგოშიძე ადგილობრივი ხელისუფლებისგან თავშესაფრით უზრუნველყოფას ითხოვს.
„თავისუფალი საქართველო“ ქუთაისის მერიას საბინაო ფონდის შექმნისა და მოქალაქეთა პრობლემებზე რეაგირებისაკენ მოუწოდებს.
ჩიკვაიძეების ოჯახში აცხადებენ, რომ დახმარებას სამი წელია ითხოვენ და ასევე სამი წელი უშედეგოდ ელოდებიან.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ ამორტიზებულ შენობაში, რომელსაც ამ დროისათვის თავს აფარებენ, რწყილები და მორიელები ცხოვრობენ.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისში უკვე მეხუთე დღეა ძლიერი ქარია.

ამინდი