Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საეკლესიო ხაზი, რომელსაც მეუფის კურთხევით მრევლი ტაძარში უფასოდ დაჰყავს

თარიღი : 30-04-2015, 21:09 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, ქალაქის ტერიტორიაზე გადაადგილების დროს ხშირად შენიშნავთ #50 სამარშუტო ტაქსს წარწერით "მადლი-50-50". აღნიშნული ტრანსპორტი ახლადდაარსებულ არასამთავრობო ორგანიზაციას "მადლს" ეკუთვნის, რომელსაც არაერთი საქველმოქმედო საქმე აქვს გაკეთებული. უკვე რამდნიმე თვეა აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის მეუფე კალისტრატეს ლოცვა-კურთხევით ყოველ-შაბათ კვირას წირვა-ლოცვაზე დასასწრებად მიმავალ მრევლს უსასყიდლოდ ემსახურება ე.წ. წითელი ხიდიდან ბაგრატის ტაძრამდე და პირიქით. შორენა და შმაგი ამაღლობელებისთვის ადამიანების მიმართ სიკეთის კეთება უკვე პიროვნულ პასუხისმგებლობად და მოვალეობად იქცა. ასევე აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ნებისმიერ პირს, რომელიც ქალაქში გადააადგილდება. და-ძმა ამაღლობელების ქველმოქმედებაზე თავად მეუფეც საუბრობს.

http://topnews.com.ge/photo/news/1430413660.jpg


"საოცრად კეთილშობილი ხალხია. საეკლესიო ხაზი ჰქვია იმ 50 ნომერს, რომელიც დადის ქალაქში. წარმოიდგინეეთ შშმ პირებს უვლიან, ეხმარებიან, საავადმყოფოებში დაატარებენ. აი ჩემი თხოვნით წირვაზე მოჰყავთ მრევლი. ღმერთთან დაახლოება ეს ძალიან დიდი საქმეა. ორივეს ვლოცავ. ეს მაგალითი თითოეულ ჩვენგანზე გადავიდეს. თუ ასეთი ცხოვრებით ვიცხოვრებთ, გაჭირვებულიც ძალიან ცოტა იქნება. როცა ადამიანი სიკეთეს აკეთებს, ის აღარ იქნება გაჭირვებაში, მწუხარება განახევრდება," - ამბობს მეუფე კალისტრატე.

გიორგი აბაზაძე


ნანახია: 2322-ჯერ

მსგავსი სიახლეები
წირვა ქუთათელ გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ აღავლინა.
ქუთაისში მუხრანის ტერიტორიაზე ტაძრის მშენებლობა იწყება. ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას საძირკველი ქუთათელ - გაენათელმა

ამინდი