Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ილია მეორის ინიციატივით დაარსებული ფესტივალი მეათე წელია იმართება

თარიღი : 30-04-2015, 19:14 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ბაღდათის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში "აღდგომიდან ამაღლებამდე" კონცერტი გაიმართა. კონცერტში თბილისის მერიის ბიგ–ბენდი და ახალგაზრდა შემსრულებლები: ბორის ბედია, გიორგი სუხიტაშვილი და მარიამ პავლიაშვილი მონაწილეობდნენ. ღონისძიებას ვანისა და ბაღდათის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე ანტონი, იმერეთის გუბერნატორის მოადგილეები: გიორგი ჭიღვარია და იოსებ ხახალეიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მიმდინარე წელს ფესტივალი მეათედ ტარდება. იგი ყოველწლიურად აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ემთხვევა და ამაღლებამდე გრძელდება. "აღდგომიდან ამაღლებამდე" სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია მეორის ინიციტივით იმართება, ფესტივალი მაღალ ხელოვნებას ემსახურება და ახალგაზრდა, ნიჭიერ შემსრულებლებს უწევს პოპულარიზაციას.

ფესტივალის ფარგლებში კონცერტები უკვე გაიმართა ჩოხატაურში, ბათუმსა და ბაღდათში. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კი დღეს თბილისის მერიის ბიგ–ბენდთან ერთად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანსამბლ "გორდულას" მონაწილეობით შემოქმედებითი საღამო გაიმართება.


ნანახია: 1559-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დღესასწაული ბაღდათის საკათედრო ტაძარში საზეიმო ლიტურგიით დაიწყო, შემდეგ კი მოწვეულმა სტუმრებმა ეთნოკუთხეებთან გადაინაცვლეს, სადაც
მუნიციპალიტეტში დაგეგმილ ღონისძიებებს მხარისა და მუნიციპალიტეტის პირველი პირები ესწრებოდნენ.
ვანის მუნიციპალიტეტის ლევან გერსამიას სახელობის კულტურის ცენტრში ცნობილი ქართველი მომღერლის, ნინი ბადურაშვილის შემოქმედებითი
ერჯოლის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინა, რის შემდეგაც კულტურის

ამინდი