Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვინ არიან წამყვანი ქართული ტელეკომპანიების მფლობელები?

თარიღი : 30-04-2015, 18:44 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
საერთაშორისო ორგანიზაციები მედიის გამჭვირვალობისა და თავისუფლების მონიტორინგს ყოველწლიურად წარმოებენ. დღესდღეობით საქართველო მედიის თავისუფლების კუთხით, 180 ქვყანას შორის 69 პოზიციზეა და რეგიონში მოწინავე პოზიციები უჭირავს. რაც შეეხება რეიტინგების განვითარების დინამიკას, ამ მიმართულებით საქართველო საკუთარ პოზოციებს ყოველწლიურად იუმჯობესებს. განსაკუთრებით 2012 წლის არჩევნების შემდგომ, საქართველო ხშირად ხვდებოდა რეიტინგების გაუმჯობესების აღმავალ ტრენდში, რაც, თავის მხრივ, სახელმწიფო პოლიტიკაზეა დამოკიდებული.

მედიის გამჭვირვალობის ერთ-ერთი ამოსავალი წერტილი მისი მფლობელებისა და მესვეურების საჯაროობაა. საქართველოში 2010 წელს კანონში ცვლილება შევიდა, რომელიც ყველა მედიასაშუალებას ავალდებულებდა გაესაჯაროებინა დამფუძნებლების და მფლობელების ვინაობა, კანონი ასევე კრძალავდა ოფშორულ ზონაში დაფუძნებული კომპანიის მხრიდან საქართველოში ტელევიზიის ფლობას. აღიშნული ცვლილება უცხოელი პარტნიორების რეკომენდაციებს ეფუძნებოდა. ასევე, ყოფილი ხელისუფლების მიმართ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების მხრიდან დაჟინებით იყო მოთხოვნილი, რომ აღნიშნული ინფორმაცია საჯარო გამხდარიყო. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტ ელიტაც ხშირად საუბრობდა, სწორედ ასეთი რეკომენდაცია იქნა ჩადებული აშშ–საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიაში, სადაც გარკვევით წერია, რომ საქართველომ აუცილებლად უნდა მოახერხოს ვითარების გაუმჯობესება მედიის თავისუფლების კუთხით. ასევე იყო ეუთოს რეკომენდაცია, რომ საკანონმდებლო დონეზე მომხდარიყო ოფშორული ფირმების მიერ მაუწყებლობის ლიცენზიის ფლობის აკრძალვა და გასაჯაროებულიყო მფლობელთა ვინაობა.

მედიასაშუალებების დამფუძნებლებთა ვინაობის გასაიდუმლოება ხშირად ხდება პოლიტიკური დაპირისპირებისა და ცხარე დებატების მიზეზი. ასევე სხვადასხვა მედიასაშუალების მიკერძოებულობა იწვევს გონივრულ ეჭვებს, რომ ესა თუ ის მედია რომელიმე პოლიტიკური პარტიის ან პოლიტიკოსის საკუთრებაა. საბედნიეროდ, დღევანდელ რეალობაში ეს პრობლემა არ დგას და ონლაინრეჟიმში შეიძლება იმის გარკვევა, თუ ვინ დგას ამა თუ იმ ტელევიზიის უკან. მკითხველს ვაწვდით რამდენიმე წამყვანი ტელევიზიის მფლობელთა ვინაობას. საინტერესოა, ვინ მართავს მეოთხე ხელისუფლებას და რა პოლიტიკური მიზნები ამოძრავებთ საქართველოში არსებული მედიასაშუალებების მეპატრონეებს.


იმედი

როდესაც მედიის თავისუფლებაზე ვსაუბრობთ, ალბათ, თითოეულ ჩვენგანს პირველ რიგში ახსენდება ტელეკომპანია "იმედის” ირგვლივ განვითარებული მოვლენები. ამ ტელევიზიის დატერორება და მისი ჩამორთმევა ყოველგვარი წესებისა და კანონების დაცვის გარეშე მოხდა. იმდროინდელმა ხელისუფლებამ პირდაპირ ეთერში შეაწყვეტინა მაუწყებლობა ტელეკომპანიას. ასევე კანონიერ მფლობელს ყოველგვარი წესებისა და კანონების დარღვევით ჩამოერთვა ტელევიზიაზე ყველანაირი უფლება და ტელეკომპანიის დირექტორად იმდროინდელი მთავრობის წევრი, ეკონომიკის მინისტრი გიორგი არველაძე დაინიშნა, რომელიც წარმატებით ატარებდა მმართველი გუნდის ინტერესებს ტელევიზიაში. 2012 წლის არჩევნების შემდეგ, რამდენიმე დღეში მოხდა ტელევიზიის დაბრუნება მისი კანონიერი მფლობელისთვის. დღეს ტელეკომპანია "იმედის” 100%–იანი წილის მფლობელი შპს ,,ჯორჯიან მედია გრუპი"–ია, ხოლო თავის მხრივ, აღნიშნული კომპანიის ასევე 100%–იანი წილის მფლობელი ბადრი პატარკაციშვილი მეუღლე ინა გუდავაძეა.

რუსთავი 2


ტელეკომპანიების მფლობელებზე საუბრისას ძალიან მნიშვლოვანი და საინტერესოა ~რუსთავი2”–ის მეპატრონეების ვინაობა. ხშირად ისმის მოსაზრება, რომ ეს ტელევიზია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საკუთრებაა, თუმცა, ამ ინფორმაციის დოკუმენტურად დამტკიცება შეუძლებელია. სხვადასხვა ჟურნალისტური გამოძიებებითა და არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევების მიხედვით არსებობს პირდაპირი კავშირი სააკაშვილსა და "რუსთავი 2”-ს შორის.

დღეის მდგომარეობით ,,რუსთავი 2”–ში უმაღლეს თანამდებობებს იკავებენ ყოფილ ხელისუფლებასთან პირდაპირ კავშირში მყოფი ადამიანები. ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობებს იკავებდა და მისი პოლიტიკური კარიერა ასე გამოიყურება, - 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს გვარამია არჩეულ იქნა პარლამენტის წევრად და საქართველოს პარლამენტში 2004-2007 წლებში მუშაობდა, როგორც პოლიტიკური პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი. 2007 წელს იგი დაინიშნა საქართველოს გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის მოადგილედ. 2008 წლის იანვარში გვარამია საქართველოს იუსტიციის მინისტრად დაინიშნა. 2008 წლის ოქტომბერში კი ნიკა გვარამია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრად გადაიყვანეს, თუმცა, 2009 წელს მან საკუთარი ნებით დატოვა თანამდებობა და კვალიფიკაციის ასამაღლებლად საზღვარგარეთ სასწავლებლად გაემგზავრა. ,,რუსთავი 2”–ის ფინანსური დირექტორი ასევე "ნაციონალური მოძრაობის” დროინდელი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე კახაბერ დამენიაა. მკითხველს შევახსენებ, რომ ეს უკანასკნელი 2012 წლის არჩევნების შემდგომ ნიკა გვარამიასთან, ალექსანდრე ხეთაგურთან და სხვებთან ერთად ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ დაკავებული იქნა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების და ამ დანაშაულის შენიღბვის მიზნით ოფიციალური და საგადასახადო დოკუმენტების გაყალბების გზით შემუშავებულ და განხორციელებულ დანაშაულებრივ სქემასთან დაკავშირებით, თუმცა, საპატიმრო დაწესებულება გირაოს გადახდის საფუძველზე მათ მალე დატოვეს.

რაც შეეხება "რუსთავი 2”–ის დამფუძნებელთა სიას, ის ასე გამოიყურება: ლევან ყარამანიშვილი – 22%, გიორგი ყარამანიშვილი – 18%, ნინო ნიჟარაძე 9%, შპს ტელეკომპანია საქართველო – 51%. აღსანიშნავია, რომ საკონტროლო პაკეტის მფლობელი კომპანიის 100%–იანი წილის მფლობელები ძმები ყარამანიშვილები არიან. საბოლოო ჯამში გამოდის, რომ მათ "რუსთავი2”–ის 91%–იანი წილი აქვთ. საინტერესოა, რას წარმოადგენენ ერთ-ერთი დიდი ტელეკომპანიის მფლობელი ყარამანიშვილები. ეს ბიზნესჯგუფი ყოფილი ხელისუფლების დროს, როგორც ამბობდნენ, ბიზნესის კეთების ექსკლუზიური პირობებით სარგებლობდნენ და ექსპრეზიდენტთან საკმაოდ დაახლოებული პირები იყვნენ. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ერთ–ერთი ყარამანიშვილი ექსპრეზიდენტის ჯგუფელი იყო. ასევე ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ სანდო წყაროზე დაყრდნობით, აღნიშნული ბიზნესჯგუფი ვარდების რევოლუციას ერთ-ერთი დამფინანსებელია. სწორედ ეს გახდა სამომავლოდ ექსკლუზიურად ბიზნესის კეთების გარანტი.


GDS

ასევე ძალიან საინტერესოა ყოფილ პრემიერ - მინისტრთან, ბიძინა ივანიშვილითან ასოცირებული ტელევიზია GDშ-ის მფლობელთა ვინაობა. ამ ტელევიზიის მფლობელი ექსპრემიერის შვილი ბერა ივანიშვილია. ის ტელევიზიის 100%-ს მფლობელია. ეს ინფორმაცია დაფარული არ არის და არც ყოფილა. ყოველგვარი მიკიბ–მოკიბვისა და ახლობელ ადამიანებზე თუ ჯგუფელებზე გაფორმებული წილების გარეშე პირდაპირ გაცხადებული იყო აღნიშნული კომპანიის მფლობელის ვინაობა. ხაზგასასმელია, რომ GDS–ს მხოლოდ გასართობი ტელევიზიის პროფილი ჰქონდა, თუმცა, პროფილი შეიცვალა. ამჟამად არხზე არხზე საინფორმაციო–ანალიტიკური თოქშოუ 20/30 გადის. ივანიშვილის ოჯახს მედიაინტერესები გარდა GDS–ისა, მეცხრე არხზეც ჰქონდა, თუმცა, ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდე,გ მან ტელევიზიის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, რაც ივანიშვილმა პოლიტიკურ ინტერესთა კონფლიქტით ახსნა. ივანიშვილი თავის განცხადებებში აღნიშნავდა, რომ მისთვის, როგორც უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირისთვის, მედიასაშუალებაზე პირდაპირი ან ირიბი წვდომა მიუღებელი იყო.

ტაბულა

ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდგომ გაჩნდა კიდევ ერთი ტელევიზია "ტაბულა”. აღნიშნული მედიასაშუალება 2013 წლის 9 იანვრიდან მაუწყებლობს. ტელევიზიის მფლობელი ააიპ სამოქალაქო განვითარების ფონდია, ხოლო ამ ფონდის დამფუძნებელთა სია ასე გამოიყურება: გიორგი ნოდია, გიგა ზედანია, ლევან რამიშვილი, ალექსი მაჭავარიანი, ბექა მინდიაშვილი, დავით პაიჭაძე, კახა ბენდუქიძე, გიორგი ფრუიძე, ნინო გოგიბერიძე, დავით კოვზირიძე, ირაკლი საღინაძე, ქეთევან დევდარიანი, გიორგი ლიფონავა და თამარ ჩერგოლეიშვილი. ტელევიზიის დირექტორის თანამდებობა თამარ ჩერგოლეიშვილს უჭირავს. "ტაბულა” საზოგადოებრივ წრეებში აღიქმება, როგორც ოპოზიციური ტელევიზია და ხშირად ~ნაციონალური მოძრაობის” სატელიტ ტელევიზიად მოიხსენიებენ. ეს მოსაზრება გასაკვირი არც არის, რადგანაც ტელევიზიის დამფუძნებლების უმრავლესობა პირდაპირ კავშირშია ~ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან”. მაგალითად გია ნოდია, რომელიც ყოფილ ხელისუფლებაში განათლების მინისტრი იყო, ა.წ. გარდაცლილი კახა ბენდუქიძე, რომელიც ასევე წინა მთავრობის ეკონომიკის მინისტრი გახლდათ, თამარ ჩერგოლეიშვილი "ნაციონალური მოძრაობის” ერთ–ერთი იდეოლოგისა და ლიდერის გიგა ბოკერიას მეუღლე, ლევან რამიშვილი თავისუფლების ინსტიტუტის ერთ–ერთი დამფუძნებელი და ვარდების რევოლუციის მთავარი დამგეგმავი.


მაესტრო

სატელევიზიო სივრცეში ერთ–ერთი წამყვანი ტელევიზიაა ტელეკომპანია "მაესტრო”. მისი გენერალური დირექტორი ეთერ გადაბაძეა, ხოლო რაც შეეხება დამფუძნებლებს, მათი სია ასე გამოიყურება: 15% მამუკა ღლონტს ეკუთვნის, აღსანიშნავია, რომ ეს კომპანია ღლონტის დაფუძნებულია იმ პერიოდიდან მოყოლებული, როცა ტელეკომპანიას მხოლოდ გასართობი არხის ფუნქცია ჰქონდა, ღლონტის მსგავსად 15%–ის მფლობელები არიან ლევან ჩიკვაიძე და გიორგი ებრალიძე; 25%–ის მფლობელი ბიზნესმენ კოტე გოგელიას მეუღლე მაკა ასათიანია, ასევე 25%–ს ფლობს ლევან გაჩეჩილაძის ძმა, მომღერალი გიორგი გაჩეჩილაძე და 5% ეკატერინე აკობიას საკუთრებაა. "მაესტრო” წინა ხელისუფლების დროს ხშირად ხდებოდა კრიტიკისა და თავდასხმების ობიექტი. ამას ცხადყოფს მისი ქონების დაყადაღების ისტორიაც. 2011 წელს ,,მაესტრომ” მაუწყებლობის არეალის გასაფართოვებლად სატელიტური ანტენები შეიძინა, რათა მოსახლეობაში დაერიგებინა. იმდროინდელი ხელისუფლებამ ეს ანტენები ჩამოართვა ტელეკომპანიას და ტელევიზია მთლიანად დააყადაღა. პროკურატურის ბრალდება იყო, რომ, თითქოს, ამ ანტენებით "მაესტრო” ამომრჩეველთა მოსყიდვას აპირებდა. ეს იყო სრულიად აბსურდული ბრალდება და პირდაპირ თავისუფალი აზრის გავრცელების შეზღუდვას ემსახურებოდა. აღნიშნული ქმედება მაშინათვე შეფასდა, როგორც თავისუფალ მედიაზე ზეწოლა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებშიც აისახა.


საზოგადოებრივი მაუწყებელი

რაც შეეხება საზოგადოებრივ მაუწყებელს, აქ ვითარება სხვაგვარადაა. მაუწყებლის დამფუძნებელი და 100%–იანი წილის მფლობელი სახელმწიფოა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქციონირების იურიდიული ფორმა საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომელიც თავისი დებულებით სრულიად გამიჯნულია ხელისუფლებისგან და ანგარიშვალდებულია მხოლოდ საზოგადოების წინაშე. მაუწყებლის მმართველობითი სტრუქტურა ასე გამოიყურება: საზ. მაუწყებელს ჰყავს გენერალური დირექტორი, რომელსაც ირჩევს სამეურვეო საბჭო, ხოლო თავის მხრივ, სამეურვეო საბჭოში ადამიანები არჩეულები არიან პარლამენტის მიერ. სამეურვეო საბჭოს კანდიდატებს პარლამენტში წარადგენენ სხვადასხვა სუბიექტები. კვოტირება კი გადანაწილებულია შემდეგნაირად: სახალხო დამცველი 2 კანდიდატი, საპარლამენტო უმრავლესობა 3 კანდიდატი, საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილი დეპუტატების არანაკლებ ერთი მეოთხედის მიერ შეირჩევა 3 კანდიდატი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მხრიდან სახელდება 1 პირი.
მაუწყებლის მთავარი მისიაა, რომ მაქსიმალურად იყოს ობიექტური და არ გახდეს არცერთი პოლიტიკური ძალის ინტერესების გამტარებელი. საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებაშია ასევე მეორე არხი და ორი რადიომაუწყებლობა.

წყარო: bfm.ge


ნანახია: 1405-ჯერ

მსგავსი სიახლეები
როგორც ტელევიზიის მფლობელი კოტე ცირეკიძე ტოპნიუსთან საუბრისას აცხადებს, ტელევიზიის გახსნის მიზეზი ის გახდა, რომ მას სურს ქალაქს

ამინდი