Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერის მანქანასთან მრავალშვილიანი, სოციალურად დაუცველი მამაკაცი მჯდომარე აქციას მართავს

თარიღი : 27-04-2015, 13:29 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერის მანქანასთან მრავალშვილიანი, სოციალურად დაუცველი მამაკაცი მჯდომარე აქციას მართავს.
სოციალურად დაუცველი მამაკაცის განცხადებით, ქუთაისის მერი მას თვეებია, დახმარებას ჰპირდება, თუმცა უშედეგოდ.
დავით გვეტაძის თქმით, გასულ კვირას ქუთაისი მერს ის ადგილობრივი თვითმმართველობის შენობასთან დახვდა და დაპირებული დახმარება შეახსენა, შოთა მურღულიამ კი უთხრა, რომ ის მას ორშაბათს, საკუთარ კაბინეტში შეხვდებოდა.

„მოვედი, შესვლა მინდოდა, თუმცა დაცვა შენობაში არ მიშვებს. მრავალშვილიანი, სოციალურად დაუცველი მარტოხელა მამა ვარ. არავინ არ მეხმარება და მინდოდა მეთქვა, რომ ელემენტარულად დამხმარებოდნენ. ვიდრე მერიის წარმომადგენელი არ ჩამოვა და შოთა მურღულიას არ შეატყობინებს, რომ შემხვდეს, მანამდე მის მანქანასთან ვიქნები და მას მანქანის დაძვრის საშუალებას არ მივცემ“, - აცხადებს დავით გვეტაძე.

სოციალურად დაუცველი მამაკაცი დახმარებას თვეების წინაც ითხოვდა. მაშინ ქალაქის მერიაში აცხადებდნენ, რომ მამაკაცს ადგილობრივი თვითმმართველობა პერიოდულად, ერთჯერადად ეხმარება.


ნანახია: 1885-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქვეყნის პრემიერი ქუთაისში იმყოფება და მაჟორიტარობის კანდიდატებს ასახელებს.
ქუთაისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი მამა დავით გვეტაძე აცხადებს, რომ მას ქვეყნის პრემიერთან გიორგი
მერიის წარმომადგენლები სოციალურად დაუცველი პირების საცხოვრებელი პირობებითაც დაინტერესდნენ.
"ვიდრე არ გამომიწერთ დახმარებას, ამ დარბაზიდან არ გავალ და გაიძულებთ, გამომიწეროთ სოციალური დახმარება. 5 შვილი მყავს და მშივრები
ქუთაისში მცხოვრები მრავალშვილიანი მამა დავით გვეტაძე ქუთაისის მერთან, შოთა მურღულიასთან შეხვედრას ითხოვს. აღნიშნული მოთხოვნით

ამინდი